საქართველოს ხელისუფლებავ, თუ ერდოღანისთვის უარის თქმა გიჭირთ, პლებისციტი ჩაატარეთ და მოსახლეობა გასცემს პასუხს.

ცნობილი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, საკუთარ ფეისბუქგვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღშფოთებას გამოთქვამს, თურქეთის პრეზიდენტის მიერ, საქართველოსადმი იმ მიმართვის გამო, რომელიც ე.წ. მესხი თურქების საქართველოში ჩასახლებას შეეხება. განცხადებაში აღნიშნულია, „რამდენადაც ვიცი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა წაემოადგენს მეგობარს. როდესაც ეს სტრატეგიული პარტნიორი მოითხოვს პატარა ქვეყნისგან, რომლის ტერიტორიის 22%-ზე მეტი, ოკუპირებული აქვს რუსეთს, 1944 წელს,

„ახალგაზრდა ადვოკატები“ არ გამორიცხავს, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კონკრეტულ ჩინოსანთა შეთანხმებული საქმიანობა, საბოტაჟის ნიშნებსაც ატარებდეს

მოგეხსენებათ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გაავრცელეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სავარაუდოდ, ორი დასკვნა გაყალბდა. დასკვნების შეცვლასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეცვლას გააჩნდა მიზანმიმართული საფუძველი, რაც განპირობებული არ ყოფილა პროფესიული აზრთა სხვადასხვაობით. „ახალგაზრდა ადვოკატები“:„დგინდება, რომ ექსპერტი, რომელსაც ბიუროში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება გააჩნდა და ორივე დასკვნა მაღალპროფესიული სტანდარტის დაცვით მომზადდა,

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სავარაუდოდ, ორი დასკვნა გაყალბდა

„ახალგაზრდა ადვოკატები“: პროკურატურამ სწრაფი გამოძიებით უნდა დაადგინოს, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, პირადი ინტერესებით, გაყალბდა, თუ არა დასკვნები. ორგანიზაცია საქართველოს გენპროკურატურას, მიმართავს, დაუყოვნებლივ მოხდეს სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ორი საექსპერტო დასკვნის, შესაძლო გაყალბების ფაქტის შესწავლა, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის პასუხისმგებელი სუბიექტების გამოკვეთა და საზოგადოების ინფორმირება, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესზე. აღნიშნულის შესახებ,

იმედი ვიქონიოთ?!

მიმდინარე წლის, 12 მარტს, მივწერე თბილისის მერიას, მათი ფეისბუქგვერდის მესინჯერში, რომ მათგან პასუხის მიღების შანსი თუ არსებობდა, რადგან მერიის ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგ, პინგ-პონგის ბურთივით მისროლეს აქეთ-იქით, რომ თითქოს ჩემი კითხვის ადრესატები ისინი არ იყვნენ. ბოლოს, ერთ ისეთ სამსახურთან გადამრთეს, რომლის წარმომადგენლის მეტყველების მეოხებით, სამსახურის დასახელებაც კი ვერ გავიგე. ზოგიერთთთან

გიორგი თევზაძე: საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად, უკონტროლო მიგრაცია და დემოგრაფიული პრობლემები იქცა

გთავაზობთ ინტერვიუს, ცნობილ უფლებადამცველთან გიორგი თევზაძესთან. ბატონო გიორგი, როგორც ვხედავთ, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა, თანდათან უარესდება. სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობა მასობრივად გადის ქვეყნიდან, ზოგი სამუშაოს საძებრად, ზოგი სასწავლებლად, მათი დიდი ნაწილი კი, უკან აღარ ბრუნდება. ამას ემატება, უცხო ქვეყნებიდან, საქართველოში მასობრივად შემოსული მიგრანტების რაოდენობა, რასაც ხელს უწყობს, მაღალი რისკისმქონე ქვეყნებთან, უვიზო რეჟიმის

რა იქნება საქართველოში ათი, თუ ორმოცდაათი წლის შემდეგ?…

ცნობილი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტს აქვეყნებს სათაურით, „რა იქნება საქართველოში ათი, თუ ორმოცდაათი წლის შემდეგ?!“, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „თბილისში რომ გავივლი, უცებ მგონია, საქართველოს დედაქალაქში კი არ ვარ, არამედ ინდოეთში, პაკისტანში, ირანში, ჩინეთში, რუსეთში და ა.შ. ჩემი სახლის ეზოს რომ დავინახავ, მაშინღა ვხვდები, რომ სადმე სხვაგან კი არა,

ხელისუფალნო, კიდევ რამდენი ტრაგედია უნდა მოხდეს, რომ მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოიცალოთ?

გადაჭარბებული სიჩქარითა და გამაყრუებელი ხმაურით მოძრავი ავტომოტოტრანსპორტისგან შეწუხებული დიდუბელების სახელით, ჯერ კიდევ 2023 წლის 1 დეკემბერს, მივმართე წერილობით შსს-ს. ცნობისთვის, იმ პერიოდში, წერეთლის გამზირი, თითქმის მთლიანად გადათხრილი იყო რეაბილიტაციის მიზნით, თუმცა ხსენებულ სატრანსპორტო საშუალებებს ხელი არ შეშლია, მოსახლეობის „დანევროზებაში“. წერილში ვთხოვდი განემარტათ, რომელი უწყება იყო პასუხისმგებელი, აღეკვეთა დიდი სიჩქარით (და

ცნობილ უფლებადამცველსა და ადვოკატს გიორგი თევზაძეს, ევროპის იურისტთა ასოციაციისა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრობის სერთიფიკატი გადასცეს

ევროპის იურისტთა ასოციაციის და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის დირექტორთა საბჭომ, ცნობილ უფლებადამცველსა და ადვოკატ გიორგი თევზაძეს, ევროპის იურისტთა ასოციაციისა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრობის სერთიფიკატი გადასცეს, რაც პროფესიონალი უფლებადამცველისა და ადვოკატისთვის, მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს. სააგენტოს სახელით, ვულოცავთ ბატონ გიორგის, ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას და ვუსურვებთ წარმატებებს.

ცნობილი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, ათწლეულის წარმატებულ პერსონად აღიარეს

2024 წლის, 14 დეკემბერს, მცხეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, „პერსონა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალზე, ცნობილი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე დააჯილდოვეს, როგორც ათწლეულის წარმატებული პერსონა, ადამიანის უფლებების დაცვასა და საადვოკატო საქმიანობაში. მას შესაბამისი დიპლომიც გადაეცა. ხსენებულ ცერემონიალზე, ასევე დაჯილდოვდნენ 2024 წლის სხვა წარმატებული პერსონებიც, ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი,

ცნობილი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, ადვოკატთა ასოციაციის, ადვოკატთა პროფესიული პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარე, ცნობილი უფლებადამცველი ბატონი გიორგი თევზაძე,  ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის სახელით ულოცავს, ადვოკატებს პროფესიულ დღეს 8 ნოემბერს. იგი  გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს  „ ჩემს ძვირფას კოლეგა ადვოკატებს ვულოცავ პროფესიული დღეს, 8 ნოემბერს და ვუსურვებ  პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს. ადვოკატთა პროფესიული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია ადვოკატის პროფესიული ღირსების დაცვა, ამაღლება და განმტკიცება, საზოგადოებაში, ადვოკატის ავტორიტეტის გაზრდა.  ამ ძირითადი მიზნის მიღწევისათვის, ადვოკატთა კორპუსისათვის მნიშვნელოვანია, თავისუფალი პროფესიის განვითარება, ადვოკატის დამოუკიდებლობა პროფესიული საქმიანობისას და ადვოკატთა სოციალური უზრუნველყოფის ხელშეწყობა. ასევე, გადაუდებელი  რეაგირება ჩვენი ორგანიზაციის წევრი ადვოკატების უფლებების ხელშეშლისა და შეზღუდვის ფაქტებზე, საქართველოს სამართალდამცავ, პროკურატურისა და იუსტიციის სისტემის სამსახურებში. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სხვა სახელმწიფო უწყებებში  ღირსეულ წარმომადგენლობას და თანამშრომლობას, თუმცა კონსტრუქციულობის ფონზე, ვიქნებით კრიტიკულები და პრინციპულები, რადგან, როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ადვოკატთა კორპუსი ქმნის უმნიშვნელოვანეს და საპასუხისმგებლო რგოლს, მართლმსაჯულების სისტემაში და ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეში, რომლის სწორად განმხორციელებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ქვეყნის და საზოგადოების შემდგომი დემოკრატიული განვითარების საქმეში.  ადვოკატები ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე და ხელისუფლებას მივმართავთ, უზრუნველყოს ყველა აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა, ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობისა და ადვოკატებისათვის სოციალური გარანტიების  შესაქმნელად,  რადგან  ქვეყანაში დემოკრატიულ ფუნდამეტს წარმოადგენს, ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვა.  ადვოკატები მომავალშიც შეასრულებენ, ისტორიულად, საუკუნეების მანძილზე დაკისრებულ პოზიტიურ როლს და იტყვიან თავის მნიშვნელოვან სათქმელს ქართული საზოგადოების წინაშე“ –ნათქვამია, გიორგი თევზაძის თევზაძის მისალოც განცხადებაში.