თვე: აპრილი 2023

„ახალგაზრდა ადვოკატები“: მოქალაქეს, ჩამორთმეული ქონების გამო, სახელმწიფო 312.500 ლარს გადაუხდის

საქმე ეხება ბაკურიანში ჩემპიონატის გამო ჩამორთმეულ უძრავ ქონებას. 2023 წლის, 25 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ექსპროპრიაციის გზით ჩამორთმეული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ანაზღაურების სახით, ყოფილი მესაკუთრის სასარგებლოდ 312.500 ლარის კომპენსაციის ანაზღაურება დაევალა. სასამართლომ გაიზიარა სარჩელი, უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის ნაწილში

რატომ ხუჭავენ თვალს უკანონობაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების დამცველნი?!

სამოქალაქო აქტივისტის, ჟურნალისტ ირაკლი ჯანყარაშვილის აზრით, იქამდე, სანამ კანონმდებლობა მკაცრად არ მოთხოვს პასუხს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც დაუსაბუთებელი ქონება ერიცხებათ, მანამდე კორუფციული მასკარადი გაგრძელდება. ირაკლი ჯანყარაშვილი; იმიტომ, რომ აჭარაში სახეზე გვაქვს ნაცმძრაობის დროინდელი და ეხლანდელი, კოჰაბიტირებული სუს-ის მაღაჩინოსნების საქმიანი ტანდემი, რომელიც შინაარსობრივად, კორუფციის მხრივ, იმდენად მრავალფეროვანია, რომ სავაჭრო პალატასაც კი უსწრებს

ირაკლი ჯანყარაშვილი, სახელმწიფო სამსახურებში მოკალათებულ „საეჭვოთა“ წინააღმდეგ!

სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი ირაკლი ჯანყარაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „2018 წლიდან დავიწყე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში არსებული დანაშაულობების და იქ ჩაბუდებული, სააკაშვილის რეჟიმის მხარდმჭერების ლუსტრაცია!… სააგენტოში არსებული განუკითხაობის „ინფორმაციულ დაკონსერვებას“, ხელი შეუწყო იქ მყოფმა ოდეერმა, რომელიც ხოჯევანიშვილის კლანს წარმოადგენს დღემდე და მის მიერ დაშინებულმა და დაშანტაჟებულმა თანამშრომლების

„ახალგაზრდა ადვოკატები“ -პოლიტიკური ვარიაციების მიღმა, საჭიროა, დაიწყოს გამოძიება და წარმოდგენილი იქნეს ობიექტური სამხილები.

პოლიტიკური ვარიაციების მიღმა, საჭიროა დაიწყოს გამოძიება და საჭიროა წარმოდგენილი იქნეს კონკრეტული მტკიცებულებები, არის თუ არა კორუმპირებული კონკრეტული მოსამართლე, ან სასამართლო სისტემა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო გადაწყვეტილების შეფასებას შეეხება. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, პარტნიორი ქვეყნის ბრალდება, ქართულ სასამართლოში ელიტური კორუფციის არსებობის, სასამართლოს მმართველობითი რგოლის წარმომადგენელთა დადანაშაულება