რას იძიებენ თითქმის ოცი წელი?!
გთავაზობთ გაგრძელებას სტატიისას, სათაურით „თვალახვეული, თუ „დაბრმავებული თემიდა“, სადაც ვსაუბრობდით, როგორ წაართვეს მავანთ, ბელა კვანტალიანის ოჯახს კუთვნილი ბინა. ბელა კვანტალიანი, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისიისადმი წერილობით მიმართვაში წერდა, რომ მათთვის წაართმეული ბინაზე, თავდაპირველად საჯარო რეესტრში ფიქსირდებოდა ნანა ვაშაძის წილობრივი საკუთრება, მოგვიანებით კი, ეს