ბილ გეიტსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საფარქვეშ ბავშვებს ხოცავდა?

ზოგიერთი მილიარდერი კუნძულებს ყიდულობს, ბილ გეიტსი კი გაეროს ერთ-ერთი განშტოების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მესაკუთრე გახდა. ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა, რომელსაც სააგენტოსაც უწოდებენ, ჟენევაში გახლავთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი მისტერ გეიტსი ჯანმოს წამყვანი დონორი გახდა. მას მხოლოდ შეერთებულ შტატები უსწრებს, სამაგიეროდ, გეიტსს დიდი ბრიტანეთი ყავს ჩამოტოვებული. ბილ გეიტსს გულუხვობამ, ხსენებული სააგენტოს მუშაობაზე დიდი გავლენა მოუპოვა, რაც შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს იქიდან გამომდინარე, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი ჯანმო-ს დაფინანსების შეწყვეტით ემუქრებიან. ამ ფინანსური გავლენებიდან გამომდინარე, გეიტსის გეგმები საერთაშორისო სააგენტოსთვის პრიორიტეტულად იქცა. გეიტსის უპრეცენდენტო გავლენის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება მოყავთ, რომლებიც თვალსაჩინოს ხდიან მმართველობის ფარულ და ეფექტურ საშუალებებს. ათი წლის წინ, როცა გეიტსმა მალარიის აღმოფხვრის დაფინანსება დაიწყო, მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის ჯანმოს მალარიასთან ბრძოლის პროგრამის ხელმძღვანელმა, შეშფოთება გამოთქვეს, რომ გეიტსის ფონდი პრიორიტეტებს ცვლიდა და ამახინჯებდა. საერთოდაც, გეიტსის გავლენა შეშფოთებას იწვევს ჯანმო-ს თანამშრომლებსა და მეცნიერებში. ისინი შიშობენ, რომ რახან გეიტსის ფონდის ფული, როგორც მსხვილი ბიზნესის ინვესტიცია, ისე შემოდის ორგანიზაციის ბიუჯეტში, ეს ფინანსები, ტროას ცხენის როლს ითამაშებენ კორპორატიული ინტერესების განსავითარებლად. სწორედ ამით მოხდება, პოლიტიკური სტანდარტების დადგენა-ჩამოყალიბების საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციის როლისთვის ძირის გამოთხრაო. სხვები უბრალოდ შიშობენ, რომ გაეროს ეს დანაყოფი,  ძალზეა დამოკიდებული გეიტსის ფულზე, რომელიც იმ სამუშაოების წარმართვას აფინანსებს, რომლებსაც ფარმაკოლოგიური კორპორაციებისთვის უფრო მოაქვს სარგებლობა, ვიდრე კაცობრიობისთვის.   2000 წელს გეიტსის ფონდმა ჯანმოში 2,4 მილიარდ დოლარზე მეტი ჩადო. მას აკვიატებული აქვს, რომ პოლიომიელიტის დაავადება უნდა აღმოფხვრას. თითქოს ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ მოგეხსენებათ, ეშმაკი წვრილმანებში იმალება, წერს რუსული მედია. იმ დაპირებით, რომ ინდოეთში პოლიომიელიტს მოსპობდა, გეიტსმა კონტროლქვეშ მოიქცია ამ ქვეყნის ეროვნულ საკონსულტაციო საბჭო. ,,მწყალობელმა” მათ დაავალა, რომ ხუთ წლამდე ასაკის ყველა ბავშვისთვის, ხუთის მაგივრად 50 ვაქცინა გაეკეთებინათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ გეიტსის ვაქცინები ბავშვის ჯანმრთელობისთვის დამანგრეველი იყო. 2000-დან 2017 წლამდე პერიოდში, მილიარდერის ,,წამალმა” 496.000 ბავშვის პარალიზება გამოიწვია. 2017 წელს, ინდოეთის ხელისუფლებამ გეიტსის ვაქცინაციის რეჟიმი გააუქმა და საკონსულტაციო საბჭოდანაც გაყარა მისი დამქაშები. ამის შემდეგ, პოლიომიელიტისგან გამოწვეულმა პარალიზების (დამბლის) შემთხვევებმა მკვეთრად იკლო. იმავე 2017 წელს ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტომ ძლივს აღიარა, რომ პოლიომიელიტის გლობალური აფეთქება, გავრცელებული ავადმყოფობის კი არა, ვაქცინური შტამის შედეგი უფრო იყო. ეს კი ნიშნავს, რომ ბავშვების ჯანმრთელობის დაკარგვა, ზუსტად გეიტსის ვაქცინით იყო გამოწვეული. პოლიომიელიტის ,,ეპიდემიის” ანალოგიური ისტორია განვითარდა კონგოში, ფილიპინებსა და ავღანეთში. ბავშვების სიკვდილიანობისა და დადამბლავების მიზეზი, აქაც გეიტსის აცრები გახდა. 2014 წელს გეიტსის ფონდმა დააფინანსა ადამიანის პაპილომების ვირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტალური ვაქცინების გამოცდა. ექსპერიმენტში 23.000 ახალგაზრდა ქალი მონაწილეობდა ინდოეთის სხვა და სხვა პროვინციიდან.  მათგან დაახლოებით 1.200-ს მძიმე გვერდითი ეფექტები დაეწყო, მათ შორის აუტოიმუნური დაავადებები და უნაყოფობა. საშინელ თანჯვას ყველამ ვერ გაუძლო და შვიდი გოგონა გარდაიცვალა. გამოძიების მიმდინარეობისას დაფიქსირდა სასამართლო პროცესში ჩარევის, ჩინოვნიკების მოსყიდვის, გოგონების დაშინების და სხვა ფაქტები. მედიის ცნობით, ახლა ამ საქმეს ინდოეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს. 2010 წელს გეიტსის ფონდს მალარიის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული გამოკვლევაც დაუფინანსებია. ამ ვაქცინის მიღების შემდეგ, 151 აფრიკელი ბავშვი გარდაიცვალა. უბედურება ამით არ დამთავრებულა, იმ 5049 ბავშვიდან, რომლებზეც ექსპერიმენტს ატარებდნენ, 1048-ს სერიოზული უარყოფითი დაავადება განუვითარდა, მათ შორის დამბლა და ფებრილური კრუნჩხვები.

რუსული პრესის მიხედვით მოამზადა ანი გოგაშვილმა