მოდენას შეყვარებულების ხელჩაკიდებული ორივე ჩონჩხი აღმოჩნდა მამაკაცის

მოდენას შეყვარებულების ხელჩაკიდებული ორივე ჩონჩხი აღმოჩნდა მამაკაცის

მკვლევარებმა დაადგინეს რომ ხელჩაკიდებული ჩონჩხების წყვილი, რომელსაც მოდენას შეყვარებულები ჰქვია, მამაკაცებს ეკუთვნით.
მკვლევარებმა ვერ განსაზღვრეს ჩონჩხების სქესი, როდესაც ისინი აღმოაჩინეს იტალიაში 2009 წელს, რადგანაც ისინი ცუდად იყო შემონახული. მაგრამ თანამედროვე ტექნიკამ, რომელმაც შეისწავლა კბილის ემალის ცილის შემადგენლობა დაადგინა მათი სქესი.
ჩვენი წელთაღრიცხით მეოთხე მეექვსე საუკუნეების ჩონჩხების ნამდვილი ურთიერთობა რჩება საიდუმლოდ.
მკვლევარები ამბობენ რომ ორი სრულწლოვანი მამაკაცი განზრახ არის დასაფლავებული ხელიხელ ჩაკიდებული.

ზოგიერთის მოსაზრებით ისინი არიან ძმები, ნათესავები ან ჯარისკაცები, რომლებიც ერთად დაიღუპნენ ბრძოლაში. ამ იდეის ავტორმა ფრედერიკო ლუიჯიმ განაცხადა თავის მოსაზრება იტალიის Rai new site-ზე.

მკვლევარები ამბობენ, რომ მათი საფლავი მდებარეობს ომში დაღუპულთა სასაფლაოზე.
ბოლონიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ბუნების კვლევის ჟურნალში (Nature research journal) განაცხადა რომ აღმოჩენილ ჩონჩხები ატარებს დასაფლავების ცერემონიალის ღრმა ტრადიციას იმ დროინდელ იტალიაში

მასალა მოამზადა მარინა სუხიშვილმა

წყარო BBC NEWS