ანზორ საკანდელიძე: ბატონო ბიძინა, მილიონი ქართველის საქართველოში დასასაქმებლად, გთხოვთ, ერთი 21-მილიონიანი კონტრაქტი ჩვენც გაგვიფორმოთ!

როგორც ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის ნოემბრის მიწურულს, ტელეიმედისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მმართველი პარტია უცხოეთში, ძირითადად, გერმანიასა და პოლონეთში, ორ მილიონამდე ქართველის ლეგალურად დასაქმების პრობლემებს დაალაგებს და შესაბამის კონტრაქტებს გააფორმებს, თუმცა ამას რამდენიმე ათეული წელი დაჭირდებაო. . ,,რეფორმატორთა კავშირის" თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება, რაც მათი ვარაუდით, ბატონ ბიძინას მისმა ეკონომიკურმა გუნდმა მიაღებინა.ამიტომაც მივმართავთ ამ გუნდის წევრებს, ბატონებო, სანამ ასეულ ათასობით ქართველის, უცხოეთში კანონიერ დასაქმებას და შესაბამისი კონტრაქტების გაფორმებას დაალაგებთ, მანამდე რატომ არ დაალაგეთ, მცირე მეწარმეობის კანონის საფუძველზე, ამ ქართველების კანონიერი დასაქმება საკუთარ სამშობლოში? იცით თუ არა, რომ უმუშევრობის, ამ სახალხო ტრაგედიის ძირითადი მიზეზი, მცირე მეწარმეობის შესახებ კანონის "გაუქმებაა", აცხადებს ანზორ საკანდელიძე და ამ კანონის მიღება-გაუქმების მოკლე ისტორიასაც იხსენებს. ანზორ საკანდელიძე: როდესაც მცირე მეწარმეობის დაუძინებელმა მტერმა ზურაბ ნოღაიდელმა, საკუთარი მასშტაბური კორუფციული მიზნებიდან გამომდინარე, მიზანმიმართულად დაიწყო,,მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ” მარეგულირებელი კანონის საფუძველზე შექმნილი სახელმწიფო სამსახურების მიზანმიმართული განადგურება, 2005 წელს პრესის ფურცლებიდან განვაცხადე, რომ საქართველოს #1 მტერი, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იყო. აღნიშნული კანონი ჩვენი ორგანიზაციის დიდი ძალისხმევით, 1999 წელს მიიღო ხელისუფლებამ, რაც ფაქტობრივად ერთადერთი მარეგულირებელი კანონი იყო. ნოღაიდელმა მცირე საწარმოთა მართვის ცენტრის საშტატო ერთეულები 43-დან 14-მდე დაიყვანა, საერთოდ გააუქმა მცირე საწარმოთა საინვესტიციო ფონდი და ა.შ. საქართველოს მტერი ნოღაიდელისთვის უსაფუძვლოდ არ მიწოდებია, იგი მიზანმიმართულად ანადგურებდა მსოფლიო მასშტაბით დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელ მცირე მეწარმეობას, რითაც ქვეყანაში მალევე დაამკვიდრებდა ტოტალურ უმუშევრობას, შესაბამისად სიღატაკეს, რაც რეალობად გვექცა. ჩემმა საჯარო განცხადებამ იმ დონეზე გააღიზიანა ნოღაიდელი, რომ აზროვნების უნარი დაკარგა და რამდენიმე თვეში, კერძოდ, 2006 წლის 24 მაისს, საერთოდ გააუქმა მცირე მეწარმეობის მარეგულირებელი ერთადერთი კანონი, რითაც ქართველი ხალხი ქრონიკული უმუშევრობა-სიღატაკისთვის გაწირა. სამწუხაროდ, ეს ვითარება დღემდე გრძელდება.
აი, აქედან მოდის საქართველოში ქრონიკული ეკონომიკური სიდუხჭირე და არ დამთავრდება, სანამ არ აღვადგენთ ქართველი ხალხისთვის ფაქტობრივად, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ზემოხსენებულ კანონს. ეს ანბანური ჭეშმარიტება მერვე წელია ვერაფრით შევაგნებინეთ ბატონი ბიძინას ეკონომიკურ გუნდს, არადა ზურაბ ნოღაიდელის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, სააკაშვილის ეკონომიკური გუნდი მიხვდა და 2009 წლის ბიუჯეტში ჩავადებინეთ 21 მილიონი ლარი ,,მცირე საწარმოთა მხარდაჭერის კანონის" აღდგენისთვის. გარდა ამისა, ჩვენს მიერ მიგნებული საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების (შემდეგში,,სსთ”) ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, ევრო-ამერიკული მოდელის შესაბამისი მცირე მეწარმეობის განვითარებისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა (მათ შორის ორ მილიონზე მეტი მეანაბრეა) ზარალის ანაზღაურება-კომპენსაციის ერთიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების მეგაპროგრამის (შემდგომში ,,მეგაპროგრამა") დასამუშავებლად. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ნაციონალებს ჩვეულმა სიხარბემ სძლია და,,მეგაპროგრამისთვის” გამოყოფილი 21 მილიონი ლარი, ამ პროგრამის გვერდის ავლით, მცირე მეწარმეობის სულ სხვა მიმართულებით, საკუთარი კორუფციული ინტერესებისთვის გამოიყენეს. კატეგორიულად არ ვეთანხმებით ხსენებულ ინტერვიუში ბატონი ბიძინას, ფაქტობრივად კი მისი ეკონომიკური გუნდის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც, რომ საქართველოში კარგი ეკონომიკისა და კოორდინაციის პირობებშიც, მხოლოდ 50 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიძლება შეიქმნას და დანარჩენი თურმე საზღვარგარეთ გვქონია საძებნი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელ უფროსს მაია ცქიტიშვილს რომ არ დაემალა ბატონი ბიძინასთვის რომ არ დაემალა 2013 წლის 23 ივნისს გაგზავნილი ჩვენი ოფიციალური წერილი, რომელსაც დღემდე ვინახავთ პირად არქივში, შეიძლება ჩვენს მიერ შექმნილ უნიკალურ ,,მეგაპროგრამას" მწვანე შუქი ანთებოდა, შეიქმნებოდა ასობით მცირე სამრეწველო საწარმო 150 ათასი ახალი სამუშაო ადგილით და სულ სხვა საქართველოში ვიცხოვრებდით. მით უმეტეს, რომ 2015 წელს, ამ პროგრამას დავუმატეთ ახალი ეკონომიკური რეფორმების ნოვაციები და საბოლოოდ ჩამოყალიბდა მოცულობით სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად სათაურით,,,საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა”, რომელიც უკვე დაპატენტებულია.