რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე?!
ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ბოლო ინფორმაციით, ირანმა საჰაერო იერიში მიიტანა ერაყში განლაგებულ სამხედრო ბაზაზე (აინ-ალ-ასადი). სარაკეტო სროლების დროს, ამერიკული მხარის ასაფრენ ბილიკზე განადგურებული იქნა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთი თვითმფრინავი. ერაყი, რომელსაც ხან დემოკრატიას უწუნებდა ,,ცივილური” დასავლეთი და ხან ბირთვული იარაღის წარმოებაში ადანაშაულებდა, ლამის ოცი წელია საბრძოლო მოქმედებების პოლიგონადაა ქცეული.