ტეხასელებმა ,,დიდი გადატვირთვა’‘ ჩაშალეს

Spread the love

  ობობამ აბლაბუდიდან გაქცეული ხარაბუზა რომ შენიშნა, გაალმასებულმა დასჭყივლა, ოხ, შე ნეანდერტალელო, ბრდღვნი არა, ამ ,,მშვენიერ’‘ აბლაბუდასო. ზუსტად ეს უთხრა ,,არჩეულმა’‘ პრეზიდენტმა ბაიდენმა ტეხასელებს, რომლებმაც მისი მასობრივი რეჟიმისგან თავის დაღწევა გაბედეს. ბაიდენი დარწმუნებული იყო, რომ ყველაფრის ,,სადავეები’‘ ჰქონდა ხელში აღებული, რომ მას შეუძლია მთელი სამყარო შეიყვანოს ,,დიდი გადატვირთვის’‘ რეჟიმში, გუგლის ალგორითმებით მართული ნიღბიანი მონების სასტიკ ანტიუტოპიაში, მაგრამ ტეხასელებმა ისტორიას სვლა-გეზი შეუცვალეს. მათ ჩააგდეს ,,დიდი გადატვირთვა’‘ და მათ სხვა შტატებიც მიყვნენ, მისისიპი, აიოვა, მონტანა და ჩრდილოეთ დაკოტა. ეს ის შტატებია, რომლებმაც ხმა დონალდ ტრამპსა და თავისუფლებას მისცეს. ,,დეილი მეილის’‘ ცნობით, ამ შტატების მოსახლეობამ, აღფრთოვანებით მიიღო ადგილობრივ ხელისუფალთა ეს გაბედული გადაწყვეტილება, მისისიპიში მთელი ოჯახები სტუმრობდნენ რესტორნებს, დადიოდნენ საყიდლებზე. ფლორიდაში იხუვლეს საცურაო კოსტუმებში გამოწყობილმა გოგონებმა და გადაავსეს პლაჟები და მაიამის ბარები. მიმდინარე კვირას, აიდაჰოს შტატში მას შემდეგ, რაც ზემოხსენებულმა შტატებმა გადაწყვეტილება მიიღეს, აკრძალვებზე უარი ეთქვათ და სამსახურებში დაბრუნებულიყვნენ, ხალხი შტატის ადმინისტრაციის  შენობასთან შეიკრიბა პროტესტის გამოსახატად, კოვიდ-19-ის შეზღუდვების საწინააღმდეგოდ, ნიღბები რომ დაეწვათ.

  აი, ზუსტად ამ ქმედებების გამო მოიხსენია ბაიდენმა ისინი ნეანდერტალელებად. მწერალი და პუბლიცისტი ისრაელ შამირი ბაიდენის ამ განცხადებას, ტრამპის ამომრჩევლების განადგურების მუქარად აფასებს. ნეანდერტალელები, ჩვენი ჭკვიანი, მაგრამ ბევრი ლაპარაკის არმოყვარული წინაპრები იყვნენ, რომლებიც მოწყენილობამ კი არ მოკლა, მათზე უფრო ,,პრადვინუტმა’‘ ბიძაშვილ-მამიდაშვილებმა გაანადგურეს. აშშ-ის პრეზიდენტი ფაქტობრივად დაემუქრა თავის ხალხს, რომ ნეანდერტალელებივით ამოხოცავდა. ამ მიზნის მისაღწევად, ბაიდენი ჰიუსტონში ახალი ვირუსის დათესვას აპირებსო, კითხულობს პუბლიცისტი. ბაიდენი გეგმავს ტეხასელების ტრამპერებად და ლათიონამერიკელი ახალი იმიგრანტების შთამომავლებად დაყოფას, რომლებიც ბაიდენს მისცემენ ხმას? მან ამის გამო გახსნა ჭიშკარი მექსიკის საზღვარზე და დაარღვია ტრამპის შეთანხმება ლათინოამერიკელებთან. სწორედ ამის შესახებ საუბრობდა ტრამპი თავის ბოლო საპრეზიდენტო სიტყვაშიო, რომლის მოძიებაც თითქმის შეუძლებელი ყოფილა ინტერნეტსივრცეში. ვთვლი, რომ ეს მუქარა კარგი საბაბია ბაიდენის იმპიჩმენტისთვის, თუ ეს არ გამოვა, მაშინ შტატის გამოსაყოფად. ტეხასელების გაბედულ ქმედებებს დიდი გამოხმაურება მოყვა, მსოფლიოში თავისუფლების ნიავმა დაუბერა. ახლახანს რუსეთში, კოვიდთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა მოიხსნა. თეატრები და ტაძრები ჩვეულებრივ რეჟიმში, მთელი დატვირთვით მუშაობენ. ისრაელში ყველაზე მკაცრად მორწმუნეებმაც კი მიიღეს რამდენიმე დღით შედარებითი თავისუფლება. აეროპორტიც კი გახსნეს მოკლე ხნით, რამდენიმე თვიანი თვითშეზღუდვის შემდეგო.

  ,,ყველას არ მოწონს, როცა ხალხი ციხიდან გარბის. დავოსის ფორუმმა გულახდილობის ჟამს განაცხადა, რომ ლოკდაუნი უმნიშვნელოდ აუმჯობესებს  ქალაქებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თქვენ იტანჯებოდით, მათ კი ეს მოეწონათ. ცნობისთვის, გლობალური ელიტების გეგმები არახალია. 1944 წლის სექტემბერში, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჰენრი მორგენტაუმ წინადადება წამოაყენა, რომ გამარჯვების შემდეგ, გერმანიის მთელი მრეწველობა გაენადგურებინათ. გერმანია უნდა გამხდარიყო აგრარულ-ფეოდალური სახელმწიფო, ისეთი, როგორც ათასი წლის წინ იყო. შვაბის დიდი გადატვირთვა, ეს მორგენტაუს გეგმაა, მაგრამ არამხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, პირველ რიგში კი, ევროპელებისთვის. გერმანელები მორგენტაუს გეგმისგან სტალინმა გადაარჩინა, მან უთხრა ,,არა’‘ ამერიკის პრეზიდენტს და ამ უკანასკნელსაც, დათანხმება მოუწია. შეძლებს კი ვლადიმერ პუტინი სტალინის როლის შესრულებას და დავოსური გეგმებიდან მსოფლიოს გადარჩენას’‘, აცხადებს ისრაელ შამირი.

                                                                                                                                                                                                                       უცხოური პრესის მიხედვით მოამზადა მანანა სუხიშვილმა.