ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, სომეხმა იდეოლოგებს გამალებული მზადება დაუწყიათ, აფხაზეთში სომხური ავტონომიის პროექტის გასაფორმებლად. ყველა წინაპირობა, რაც სხვის ტერიტორიებზე სომხურ მცოცავ ექსპანსიას ახასიათებს, აფხაზეთში უკვე გამოკვეთილია: სომხური მოსახლეობის სიმრავლე; ბიზნესის მიტაცება, საკვანძო პოზიციების დაკავება ადმინისტრაციული მმართველობის სისტემაში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მედიაში. ხსენებული ომის შემდეგ, რომელიც სომხური მხარის წაგებით დასრულდა, გააქტიურდა ყარაბაღელი სომხების ნაწილის აფხაზეთში, კერძოდ, გაგრის რაიონში ჩასახლება იმ მიზნით, რომ ამ ტერიტორიაზე სომხური ავტონომია შეიქმნას. ისტორიის გაყალბებაზე ხელგაწაფულ ,,პოლიტიკურ’‘ სომხობას სასწრაფოდ ,,გამოუცხვიათ’‘ სომხური ავტონომიის ,,რუკები’‘ და ,,დროშები’‘. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ე.წ. სომხური ავტონომიისთვის, რუსეთიდან 25 მილიონი დოლარი გამოიყო, აფხაზეთის დახმარების ეგიდით. ამ პროექტში აქტიური მონაწილეობა მიუღიათ კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეების სომხურ დიასპორას. საქმე იმაშია, რომ აფხაზეთში სტატუსის მიღება, სომხურ პოლიტიკურ თემს შეუმსუბუქებდა სომხური ავტონომიის ანალოგიური მოდელის შექმნას რუსეთის ზემოხსენებულ რეგიონებში, რომლებიც ასევე მჭიდროდაა დასახლებული სომხებით და დიდი გავლენებიც აქვთ. აფხაზეთში ფული, ეთნიკური სომხური კომპონენტის შემცველი კრიმინალური სტრუქტურებიდანაც მიედინება. მათ აქვთ ,,ალყა’‘ დარტყმული, შავი ზღვის პერიმეტრში არსებულ შემოსავლიან ბიზნესზეო.
ერთი სიტყვით, ყბადაღებული პროექტი ‘‘არცახი’‘, რომელიც ყარაბაღში ჩაფლავდა, თურმე აფხაზეთში უნდა აღსდგეს, მაგრამ სომხები ანგარიშში აქაც მოტყუებულან. თუ ადრე მოსკოვი ხელს უწყობდა, სომხების მიერ აფხაზეთის გადაყლაპვას, დღეს უკვე მინისტრ ლავროვსა და რუსეთის მედიის ,,დედა’‘ სიმონიანსაც კი აღარ შეუძლიათ, სომხეთის პროდასავლური და ანტირუსული კურსის დამალვაო. რუსეთის ხელმძღვანელობამ შეცვალა პრიორიტეტები აფხაზეთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ სოხუმში დააკავეს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა, რომელსაც ყველა მისის მცველი და თანაშემწეც ზედ მიაყოლეს. ავიძბა სოჭელი ყოფილა, მას მჭიდრო კავშირები აქვს სოჭელ და მთლიანად კრასნოდარის მხარის სომხობასთან. კარგად ინფორმირებული წყაროები სოციალური ქსელში წერენ, რომ ახრა ავიძბა ერთადერთი აფხაზი ჩინოვნიკი გახლდათ, რომელიც ღიად უჭერდა მხარს, აფხაზეთში სომხების ჩასახლებას. ფაქტობრივად, ის იყო ამ ჩასახლებისა და არცთუ შორეული სამომავალო პერსპექტივის, სომხური ავტონომიის შექმნის ფარული კურატორი. შესაბამისად, მისი მეშვეობით უნდა მომხდარიყო ასტრონომიული თანხების გადაქაჩვა ღარიბ აფხაზეთში, რაც ბევრ ვინმეს აუფუთფუთებდა ტვინს სოხუმსა თუ გაგრაში. ავიძბას დაპატიმრებამ ცხადყო, რომ ,,სომხური ავტონომიის’‘ კიდევ ერთი პროექტი ჩაიფუშა. როგორც ჩანს, მავანთ გადაწყვიტეს ეს პროექტი ან დაეხურათ, ანდა ადგილობრივი კურატორი შეეცვალათ, რაც ნამდვილად არ იქნებოდა სოხუმის ინიციატივაო.
ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ,,რუსეთის გამყიდველი’‘ სომეხი ნაციონალისტები, მოსკოვიდან მეტად ვეღარ მიიღებენ დახმარებას. რუსეთისთვის ახალ რეალობაში, მით უმეტეს, დიდი ეკონომიკური პერსპექტივების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მოკავშირეები აზერბაიჯანისა და საქართველოს სახით. რუსეთი მიზანმიმართულია, რომ დსთ-ის ყველა ქვეყანასთან გაიუმჯობესოს ურთიერთობა. ამიტომაც აღარ იქნება მეტად ,,არცახი’‘ კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში. მოსკოვში პატრიოტები იმარჯვებენო, ამიტომაც არ ჩარეულა მოსკოვი ყარაბაღის ომში.