ვაგრძელებთ საუბარს სამოქალაქო აქტივისტსა და ჟურნალისტთან ირაკლი ჯანყარაშვილთან, რომელიც ყოველწლიურად ათი მილიონი ლარით დაფინანსებულ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და მის ,,ლიდერშიფს” შეეხება. სააგენტოს შეფინია თამარ იოსელიანის კარიერას ,,დასაბამი”, ნაცების მმართველობისას აქვს აღებული, თუმცა მისი შეფის ქალბატონი თურნავას მსგავსად, ზენიტს ,,ქართული ოცნების” მმართველობისას მიაღწია.
ირაკლი ჯანყარაშვილი: მეკობრეებმა გაიტაცეს გემი ,,პანტელენა”, რომელზეც 11 ქართველი მეზღვაურიც იმყოფებოდა. ისინი კარგა ხანს იყვნენ გაუჩინარებულნი, ორი მათგანის ოჯახები, მათი მშობლები ჩვენც დაგვიკავშირდნენ და დახმარება გვთხოვეს. ისინი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან დახმარებას, მინიმუმ ინფორმაციის მოძიებას ითხოვდნენ. ჩვენ რა თქმა უნდა მივმართეთ სააგენტოს დირექტორს ქალბატონ იოსელიანს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს. თამარ იოსელიანმა იმის მაგივრად, რომ მეზღვაურებს დახმარებოდა, რაც მისი, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელის უშუალო კომპეტენციაა, ლიკანში გაიქცა დასასვენებლად, თან ყოველგვარი შვებულების გარეშე. ხომ შეიძლებოდა დატყვევებული მეზღვაურების ოჯახის წევრები, ენუგეშებინა მაინც, მაგრამ არა, ,,იდუმალად” გაუჩინარდა, სასწრაფო წესით წააყვანინა თავი აგარაკზე, რათა თავი აერიდებინა ,,აურზაურისთვის”. ქალბატონმა იოსელიანმა გათიშა ტელეფონი და თანამშრომლებიც მკაცრად გააფრთხილა, რომ მისი სახელით, ანუ სააგენტოს სახელით არავის გაეკეთებინა განცხადება, სანამ ეს საკითხი, თავისით არ ჩადგებოდა კალაპოტში. მერე მისი მოადგილე ვანიკო-ივანე აბაშიძე თითქოს ცდილობდა, რომ რაღაც ეაქტიურა, დატყვევებული მეზღვაურების სახლებში მისულიყო, მათი მშობლები დაემშვიდებინა, მაგრამ ისიც ვერ ისიც ვერ აკეთებდა კონკრეტულ განცხადებას, ვერ დგამდა რაიმე ქმედით ნაბიჯს. იოსელიანის, აბაშიძის და მთლიანად სააგენტოს კომპეტენცია და უშუალო ვალდებულება-მოვალეობაა, რომ ასეთი შემთხვევების დროს ჩაერიოს და დახმარება გაუწიოს მეზღვაურების ოჯახის წევრებს და თავად მეზღვაურებს, რომ თავი დაიხსნან. პირდაპირ გეტყვით, იოსელიან აბაშიძის ხელში, იმდენად დისკრედიტებული და გამარგინალებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, იმდენად დაკნინებული და თავად სტრუქტურა ჩამოშლილი, რომ ძალიანაც რომ უნდოდეთ ვინმეს დახმარება, ამას ვერ შეძლებენ. იოსელიანი-აბაშიძის ტანდემს, საკმარისი არც ავტორიტეტი აქვთ, არც ცოდნა და პროფესიონალიზმი. როგორც აღვნიშნე, მათ ხელში სტრუქტურაც უკვე დაშლილი და დანაწევრებულია.
ზუსტად ამიტომაც გაქცა ქალბატონი თამარი ,,დასასვენებლად” 13-19 აგვისტოს, არასაპატიო მიზეზით დაემალა პასუხისმგებლობას. მან აწ უკვე ყოფილ მძღოლს ხომ წააყვანინა თავი ლიკანში, იქიდან რომ დაბრუნდა ეს მძღოლი დაიბარეს დირექტრისას კაბინეტში, ამ უკანასკნელის ,,გაპრესვის ცერემონიას” თურმე იოსელიანის მრჩეველი ვლადიმერ წილოსანის ესწრებოდა და ეს ადამიანი მათ მუქარას ემსხვერპლა. მძღოლს დააბრალეს, რომ თითქოს იგი უთვალთვალებდა თამარ იოსელიანს და ორი შვილის მამა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. რეალური მიზეზი ის იყო, რომ მისი ლიკანური ,,ვოიაჟი” და სხვა თანმდევი ამბები არ გამჟღავნებულიყო. ამ ამბებს ,,შეეწირა” სააგენტოს პიარ-მენეჯერიც. მას იოსელიანმა დირექტივა მისცა, რომ არ ეპასუხა ჟურნალისტებისა თუ მეზღვაურთა ოჯახის წევრების სატელეფონო ზარებისთვის. ეს ადამიანიც იოსელიანის უკანონო ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის გამო, იძულებული გახდა სამსახურიდან წასულიყო, იძულებით დააკარგვინეს 2600-ლარიანი ანაზღაურება. ივანე აბაშიძემაც, ამაოდ რომ ჩაუარა ,,მცდელობებმა”, ტოლი არ დაუდო შეფინიას, ისიც გაექცა პასუხისმგებლობას და რამდენიმე დღით (15-17 აგვისტო) თურქეთში გაემგზავრა დასასვენებლად. ერთი სტყვით, საზღვაო ფლოტის ეს ორი არშემდგარი შეფი, კრიტიკულ მომენტში ,,ერთგულად” დაუდგა გვერდით, ჩვენს დატყვევებულ მეზღვაურებს. ყველაზე ამაზრზენი კი ისაა, რომ თამარ იოსელიანი 2018 წლის 24 აგვისტოს, დიდი ,,მოამაგესავით” გამოჩნდა ტელეკამერების წინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებთან ერთად. ე.ი. იმ დროს, როცა მეზღვაურები უკვე გათავისუფლებული იყვნენ.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, როგორ გადაარჩინეს თამარ იოსელიანი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, როცა მას სააგენტოს დრექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ჩემი ინფორმაციით, 2014 წლის გაზაფხულზე, მის მიმართ სს-ის საქმე იყო აღძრული ავიაბილეთის ფასის ინვოისის გაყალბებასთან დაკავშირებით. იოსელიანი მივლინებით მიემგზავრებოდა ინგლისში, ის ცდილობდა ,,გაბერილი”, თითქმის გაორმაგებულფასიანი ელექტრონული ავიაბილეთის ინვოისი წარედგინა. კერძოდ, თამარ იოსელიანი სამივლინებო ხარჯებს ,,ბერავდა”, თუ თვითმფრინავის ბილეთი პირობითად 50 აშშ დოლარი ჯდებოდა, ეს 150 დოლარს უთითებდა, ვთქვათ, სასტუმრო 200-250 ევრო ღირდა, ქალბატონი თამარი 400 ევროს წერდა და ა.შ. ეს არის ინვოისების გაყალბება, ანუ ის ინვოისებს აყალბებდა და ფასთა სხვაობა ჯიბეში იდებდა. რამდენადაც ვიცი, სწორედ ინგლისის ე.წ. მივლინებასთან დაკავშირებით იყო სამართლებრივი დავა დაწყებული და სააგენტოს მაშინდელმა დირექტორმა მამუკა ახალაძემ გადაარჩინა იოსელიანი დაჭერას. საქმეს ანტიკორუფციული სააგენტო იძიებდა, ეტყობა ოპერატიული დამუშავების პროცესში ინფორმაციამ გაჟონა, მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ახალაძეს სურდა, იოსელიანი რამენაირად მოეშორებინა სააგენტოდან, ფაქტობრივად გადაარჩინა, ერთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერა, რამაც სასაწაულად გადაარჩინა ეს ქალბატონი. ნაცების მმართველობისას, შეუძლებელი იყო მისი კანონით დასჯა, 2014 წელს ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ რამდენადაც ვიცი ახალაძეს და სულხან ტყეშელიაძეს (ადმინისტრაციული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) მაინც შეეშინდათ სააგენტოში საგამოძიებო უწყების შესვლა. იოსელიანს წინა რიცხვით გაუუქმეს ხელოვნური მივლინებაო, ეი. პასუხისმგებლობას ასცდა და საქმეც დაიხურა. სამაგიეროდ, 2018 წელს, მამუკა ახალაძე დაითხოვეს სამსახურიდან, მის ადგილზე კი, ეს ქალბატონი დანიშნეს”.
რა ,,დამსახურებებისთვის” დააწინაურეს ქალბატონი იოსელიანი ,,მეოცნებეებმა” ვერაფერს მოგახსენებთ, ფაქტია, არც შესაბამისი განთლება აქვს და მით უმეტეს, გემის კაპიტნად არ უმსახურია ,,ომამდე”. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ყოფილა იურისტის დიპლომით. არც ,,ქართული ოცნება” ეხატება თურმე გულზე ქალბატონ თამარს და შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ არ გალანძღოს. განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილა მისთვის მიუღებელი.
ირაკლი ჯანყარაშვილი: ,,2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მეორე ტური რომ დაინიშნა, რომელიც გადამწყვეტი ფაქტორი იყო ხელისუფლებაში ნაცების დაბრუნება-არდაბრუნების, თამარ იოსელიანი გრიგოლ ვაშაძის აქტიური მხარდამჭერი გახლდათ. იგი ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, უწოდებდა ერის სირცხვილს, მოიხსენიებდა რაღაც პროვოკაციად. თანამშრომლებს უფლებას არ აძლევდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ აქციებზე გასულიყვნენ. სამსახური ხომ საღამოს 6 საათზე მთავრდება, იოსელიანი განგებ ტოვებდა მათ 7-8 საათამდე, რომ შეკრებებზე არ გასულიყვნენ. ირაკლი ღარიბაშვილს მოიხსენიებდა ბნელ, ჰომოფობ, ქსენოფობ ,,ღრუზინად”, რომელიც გასული საუკუნის 50-იანი წლების საქართველოშია ,,ჩარჩენილი”. ერთი სიტყვით, ამ ქალბატონისთვის ყველაზე მიუღებელი ფიგურა ბატონი ირაკლია, ფაქტობრივად თურმე მის გამო აქვს ,,ქართული ოცნების” სიძულვილი. რაც მე გესაუბრეთ და კიდევ გავაგრძელებთ მომავალშიც, ამას მარტო მე არ ვამბობ. პრესაში გამოქვეყნდა ყოფილი თანამშრომლის ინტერვიუ, ამაზე საუბრობს 11.000 მეზღვაური, გემის კაპიტნები, ბათუმელები, ერთი სიტყვით, ყველა, ვინც მაგ სფეროში ჩახედულია. ჯერჯერობით ინარჩუნებს ეს ქალბატონი თანამდებობას, ეს მისი გავლენიანი ლობისტების დამსახურებააო, მათ შორის, ასახელებენ ბათუმელ ბრიტანელ ქართველ შალვა ბრეუსსაც, რომელიც რუსეთში ,,მოღვაწე” ბიზნესმენია.