საინტერესოა, ნუთუ ისეთმა გამოცდილმა ჟურნალისტმა, როგორიც ვლადიმერ პოზნერია, არ იცის რით შეიძლება დამთავრებულიყო მისი სადღესასწაულო ვიზიტი თბილისში? ან იქნებ შეგნებულად მიდიოდა იგი მორიგი ანტირუსული სკანდალის პროვოცირებაზე საქართველოში, ახლა შთამბეჭდავი კომპანიაც რომ იახლა, 50 კაცი, სკანდალი უფრო მასშტაბური რომ გამოსულიყო. ახლა ხომ გლობლისტების დღის წესრიგში ფრიად მოთხოვნადია, ნებისმიერი ანტირუსული პროვოკაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. პრაქტიკულად, იმავე დროს ძაბავენ ვითარებას უკრაინაში, საქართველოში კი პოზნერი ,,ეხმარება”. რაო, ისევ დამთხვევაა? შემთხვევით მართვად პროვოკაციებთან ხომ არ გვაქვს საქმე?
პოზნერს თავის დროზე, იმდენი ანტიქართული განცხადება აქვს გაკეთებული თავისი სომეხი მეგობრების სასარგებლოდ, რომლებსაც ხელში აქვთ ჩაგდებული აფხაზეთი, რომ ძნელი წარმოსადგენი არ იყო, თბილისში მისი დაბადების დღე ლაყე კვერცხებისა და პროტესტის ფონზე რომ ჩაივლიდა. პოზნერს გამოუვიდა სკანდალი, რეზონანსი – რუსეთის და საქართველოს სოციალურ ქსელების მომხმარებელთა დაპირისპირება. გვჭირდება ჩვენ ეს, კითხულობს რუსი ჟურნალისტი. რა საჭიროა ქართულ და რუსულ საზოგადოებებს შორის არსებული, ისედაც რთული ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვა? პოზნერს მადა კიდევ უფრო გაეზარდა, ქართული ლაყე კვერცხების ჩამორეცხვა ვერ მოასწრო, რომ ახლა სომხური ჭაობის ტალახში ჩავარდა, როცა თავის გადაცემაში მიიწვია სამხედრო დამნაშავე, სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი. იგი ერთ-ერთი ,,თავი-კაცია” იმ ყარაბაღული კლანის, რომელმაც გააჩაღა გრძელვადიანი, სისხლიანი ომი ყარაბაღში. თუ არა მიზანმიმართული პროვოკაცია, სხვაგვარად როგორ უნდა შეფასდეს პოზნერის მიერ მისი სომეხი სტუმრის წარდგენა? პოზნერს ქოჩარიანი ,,ყარაბაღის პირველ პრეზიდენტად” მოუხსენიებია. უკაცრავად, მაგრამ რუსეთმა როდისმე აღიარა ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმი ,,სახელმწიფოდო”, ,,ეჭვი” გაუჩინა ამერიკის მოქალაქე პოზნერმა რუს კოლეგებს. მათ გაამერიკელებულ მხცოვან კოლეგას ,,დიაგნოზი” დაუსვეს, პოზნერმა ,,პირველი არხის” ეთერში ფეხქვეშ გათელა საერთაშორისო სამართალი, ამასთანავე შეაფურთხა რუსეთის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციასო.
რატომ ,,უზრუნველყოფს” პოზნერი მსოფლიო მაუწყებლის, ტელეკომპანია ,,პირველი არხის” ტრიბუნით ქოჩარიანს, რაში ჭირდება რუსეთს ეს პოლიტიკური გვამი? მისი ადგილი საერთაშორის ტრიბუნალის სკამზეა, მაგრამ ვიღაცას ძალიან უნდა რუსეთის იმიჯის დაკნინება, ქოჩარიანისთანა ტოქსიკურ პოლიტიკოსებთან მეგობრობით. რაც შეეხება თავად ,,პირველ არხს”, ამ სახელმწიფო მედიასაშუალების პოზიცია, ყველაზე ნაკლებად ეხმიანება რუსეთის ფედერაციის ინტერესებს. ამ ტელეარხის ხელმძღვანელი კონსტანტინე ერნსტი, თავისი ყველა ,,მახასიათებლითა” და ნიშან-თვისებით, გერმან გრეფის, ანატოლი ჩუბაისის, ნაბიულინის, რუსეთის ჟურნალისტიკის ,,დედის” სიმონიანის და სხვათა, ანუ გლობალისტების მიერ რუსეთში ჩანერგილ-აღზევებული პერსონების ,,ელიტარული” გუნდიდან არისო.