ხელისუფალნო, როდისმე ,,გააჩუმებთ” ამაზრზენად აღმუვლებულ ავტომოტოტრანსპორტს?!
კომპეტენტური ადამიანების განცხადებით, აქ მარტო ყოფილი საგზაო პოლიციის პროფესიონალ თანამშრომლებს არ ვგულისხმობთ, სერიოზულადაა დასახვეწი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. რაც შეეხება ამ პროფესიონალებს, მათ რატომღაც ვერ დააკმაყოფილეს ე.წ. ვარდოსნების ,,განათლება-ერუდიციის” დონე და 2004 წლის ივნისში, ერთი ხელის მოსმით გაყარეს ქუჩაში. ეს ხალხი მართლაც უდიდესი პროფესიონალები არიან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა