„მიმინომ“ რუსებს გული ვერ მოულბო

რუსეთის „შემფურთხებელი“ კიკაბიძის მხრიდან გულის გადახსნას, რუსეთის მოქალაქეების მკვახე პასუხი მოყვა, წერს რუსული ინტერნეტმედია. ცნობილმა საბჭოთა და ქართველმა არტისტმა ვახტანგ კიკაბიძემ რუსეთელების ძალზე ხისტი რეაქცია მას შემდეგ დაიმსახურა, რაც თავის გაჭირვებულ მდგომარეობაზე დაიჩივლა. რამდენიმე ხნის წინ, მომღერალმა აღიარა, რომ სერიოზულ ფინანსურ შეჭირვებას განიცდის. ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებულმა შეზღუდვებმა, კიკაბიძეს კონცერტები და კორპორატივები შეუმცირა, რაც მაშინვე აისახა მის მოგებაზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, რუსეთში კონცერტებს არ მართავდა, აქტიურად სტუმრობდა პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებს, საიდანაც კარგ შემოსავლებს ღებულობდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კიკაბიძე ამჯობინებს თავისი სიმღერები რუსულ ენაზე შეასრულოს, რაც დიდად არ სიამოვნებთ მის თანამოაზრეებს ოპოზიციური პარტია ნაცმოძრაობიდანო. ჟურნალისტი გასული წლის შემოდგომაზე მომხდარსაც იხსენებს, ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს მდივანმა ნიკა მელიამ აღიარა, რომ შოკში ჩავარდა, როცა კიკაბიძის მიერ რუსულად ნამღერი „თბილისო“ მოისმინა. თუმცა მელიამ ისიც თქვა, ბუბა კიკაბიძეს ეს ეპატიებაო. იგივე აზრზეა ნაცმოძრაობის წევრი დავით ნებიერიძეც, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, ბოლომდე დაუჭიროს მარი თანაპარტიელს, მას შემდეგ, რაც მან რუსეთს სახეში „შეაფურთხა“. რუსეთის ფედერაციის მოსახლეობამ სოციალური ქსელის მეშვეობით, მკვახე, უკმეხი პასუხი გასცეს კიკაბიძის საჩივარს, საბჭოთა კავშირმა, რომელიც კიკაბიძეს დღეს ასე სძულს, ძალიან ბევრი მისცა. ერთადერთი, რაც მან 82 წლის ასაკშიც ვერ შეძლო მოეგროვებინა, ჭკუაა… მათ ისიც აღნიშნეს, რომ კიკაბიძის შეჭირვებული მდგომარეობა ბედის „საჩუქარია“ იმ რუსოფობური გამონათქვამების გამო, რაც მან თავისი ცხოვრების მანძილზე აკეთა. „გინდოდათ რუსეთისგან გათავისუფლება – მიიღეთ. აღმოჩნდა, რომ არავის ჭირდებით. მადლობა ღმერთს, რომ ისევ რუსული ენა გადგებათ, ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში რომ იმოგზაუროთ“, მიმართავს ერთ-ერთი სოციალური ქსელების მომხმარებეკი კიკაბიძეს. ჟურნალისტის განცხადებით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვახტანგ კიკაბიძეს ნაცმოძრაობის მიტინგ-კონცერტზე „თბილისოს“ რუსულ ენაზე შესრულების გამო, თავის მართლება მოუწია.