ჟურნალისტი და ბლოგერი ალექსანდრე როჯერსი, უკრაინის გენერალური კონსულის რუსეთში ალექსანდრე სოსონიუკის პეტერბურგში დაკავებასაც ეხმაურება: „ახლა რაც შეეხება დაკავებულ უკრაინელ სოსუნოკს (ძუძუმწოვარა), უკაცრავად, სოსონიუკს, იგი „ცხელ კვალზე“, ფულით ხელში აიყვანეს. ჯაშუშური საქმიანობის ყველა მტკიცებულება სახეზეა. ასე რომ კიევი ნურც იზუზუნებს და ნურც იღრუტუნებს, არამედ, ბოდიში მოიხადოს, თან ორჯერ (ყოველი შემთხვევისთვის), თუმცა ისინი ისტერიკაში ჩავარდნენ და გამოაცხადეს, რომ რუს დიპლომატს გამოაძევებენ, ისე, უბრალოდ… მათ საერთოდ არ ესმით დიპლომატიური ეტიკეტის საფუძვლები.
მიმდინარე წლის 16 აპრილს, პეტერბურგში, რამდენიმე საათით დააკავეს უკრაინის გენერალური კონსული ალექსანდრე სოსონიუკი. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, იგი დახურული ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მას მოუწოდა 72 საათის განმავლობაში დაეტოვებინა რუსეთის ტერიტორია. უკრაინამ მისი დიპლომატის დაკავება, მტრულ ქმედებად შეაფასა.
ალექსანდრე როჯერსი: „რა შემთხვევაში აძევებენ დიპლომატს, იციან? კარგი, გამოაძევებენ რუს დიპლომატებს და მერე რა, ვისი მდგომარეობა გაუარესდება? თუმცა არ ღირს ამათზე საუბარი. რუსი დიპლომატების გამოძევება სხვადასხვა ქვეყნებიდან (ზოგიერთიდან სამი, რომელიღაციდან ხუთი) ეს არის ერთგვარი შემოწმება, დამსწრეების გვარ-სახელებს რომ ამოიკითხავენ ხოლმე, აშშ-ის მიმართ ერთგულების დადასტურება, მისი ვასალიტეტის მხრიდან. ამავდროულად, იმის მცდელობაცაა, რომ როგორმე ყურადღება გადაიტანონ, ბელორუსიაში ჩაფუშულ ამერიკული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან. რაც შეეხება კონკრეტულად ჩეხეთს, იქ ცდილობენ ჩაშალონ ატომური ელექტროსადგურის ახალი ბლოკის მშენებლობა, რაზეც იყო წინასწარი მოლაპარაკება როსატომთან. ასევე აღარ მოხდეს ჩეხეთის მხრიდან რუსული ვაქცინის შესყიდვა, ამის გამო, რომ კოვიდისგან შეიძლება უფრო მეტი ჩეხი დაიღუპოს, ეს არც ამერიკელებს აღელვებთ და არც მათ ადგილობრივ მარიონეტებს. საქმე იმაშია, რომ ჩეხური ელიტის ნაწილს, მათ შორის, ჩეხეთის პრეზიდენტ ზიმანს უნდა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა. ახლა იქ ფარული ბრძოლა მიმდინარეობს ამ ძალებს შორის. ჯერჯერობით პროამერიკული ძალები იმარჯვებენ, მაგრამ პეტროვისა და ბაშიროვის ფოტოების გამოქვეყნება, რომ თითქოს მათ ააფეთქეს ჩეხეთში სამხედრო საწყობი, ძალიან გავს ელიტის ელიტის პრორუსული ნაწილის ტროლინგს. პრინცპში, ჩეხეთისთვის ბრძოლა ღირს.
დასასრულ საქმეთა სამინისტროს (და არამხოლოდ) განცხადებები: რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი არაკომერციული ორგანიზაციების (ენჯეოები) – უცხო ქვეყნების აგენტების, რომლებიც ამერიკის ხელისუფლებისგან იღებენ დაფინანსებას, ასე ვთქვათ, მოვლა. ამასთანავე პროკურატურის მოთხოვნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდი (ალექსეი ნავალნის ორგანიზაცია) აღიარებული იქნას ექსტრემისტულ ორგანიზაციად. ყველაფერი იქით მიდის, რომ ჩვენ აშშ-თან უფრო ხისტ და უკომპრომისო კონფრონტაციაზე გადავდივართ. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ხისტი პოზიცია დაიკავა. ახლა, დაძაბულობის ზრდის ფონზე მთელ „მეხუთე კოლონას“, კანონიერი გაანეიტრალებენ. პლანეტა, თიხის ფეხებზე შემდგარი ჰეგემონის დაცემით გამოწვეულ, ტურბულენტობის ზონაში შედის. იწყება მსოფლიოს, გავლენის ზონებად გადანაწილება, მაგრამ ზოგიერთები ამას ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან. გთხოვთ, შეიკრათ ღვედები და სიმშვიდე შეინარჩუნოთ“.