პუტინის პროვოცირებას ახდენენ

ფრანგებმა პუტინის გზავნილი, დასალეთისთვის წაყენებულ ულტიმატუმად ჩათვალეს, წერს რუსი მედია. ცნობილი ფრანგული გაზეთის „ფიგაროს“ მკითხველებმა მხარი დაუჭირეს ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რაც დასავლეთთან ურთიერთობას შეეხებოდა. მან ფედერალური თათბირის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ რუსეთი ასიმეტრიულად უპასუხებს ნებისმიერ პროვოკაციას, რომელიც რუსეთის უსაფრთხოებას დაემუქრება. პარალელურად, მან აზი გაუსვა, რომ მოსკოვის სურვილია, კეთილი ურთიერთობა ჰქონდეს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან. რუსეთის პირველმა პირმა გააფრთხილა სხვა ქვეყნები, ე.წ. წითელი ხაზების გადაკვეთასთან დაკავშირებით, რომლის საზღვარიც ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთის მიერ იქნება განსაზღვრულიო. „რა გასაკვირია, რომ ბატონმა პუტინმა ეს ულტიმატუმი წამოაყენა, ძალიან დიდი ხანია, ისინი, ვინც თავიანთ თავს სამყაროს ბატონ-პატრონად თვლიან, ღიად უწევენ მას პროვოცირებას კონფლიქტზე და რა თქმა უნდა ისე, რომ ჩვენთვის, ხალხისთვის აზრის კითხვა ავიწყდებათ“, წერს ერთი მკითხველი და  აღნიშნავს, რომ მას არ ესმის, რუსეთის მიმართ ეს მუდმივი გაწიწმატება. „ეს არის მშვენიერი ქვეყანა, მისი მოსახლეობა ჩვენთვის ძალზე ახლობელია, ისინი ჩვენი მეგობრები იყვნენ. რატომ ხდება მუდმივად რუსების პროვოცირება, როცა სხვა ხალხები და ლიდერები ბევრად უსამართლოები არიან?“, დასძინა მან. ბევრმა სხვა ასე ვთქვათ, კომენტატორმაც შეადარა პუტინი ევროპის ქვეყნების ლიდერებს და დასკვნაც, მის სასარგებლოდ გამოიტანა – ბოლოს და ბოლოს, ვხედავთ ნამდვილ პრეზიდენტს, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებს. მართალია ის თუ არა, ყველა შემთხვევაში იგი რუსეთს იცავს. ეს განასხვავებს მას ევროპელი უნდილებისგან“, წერს ერთი და მის პოზიციას „ფიგაროს“ სხვა მკითხველებიც იზიარებენ. „პუტინი იმაშია მართალი, რომ ის თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს, ევროპას სამწუხაროდ, არ ყავს მისი შესაფერისი თანამოსაუბრე… დიადი ევროპული ქვეყნებიდან, არცერთს არ ყავს მასშტაბური ლიდერი“, ეთანხმება მეორე. სოციალური ქსელის მომხმარებელი ერთ-ერთი ფრანგის აზრით, საერთაშორისო ურთიერთობებში შექმნილ ვითარებაში დამნაშავე, აშშ-ის ხელისუფლების ქმედებებია. „ფიგაროს“ მკითხველები, პუტინის გამოსვლებში მის თავშეკავებულობასა და დიპლომატიურობას უსვამენ ხაზს, რომელსაც არასდროს  მიუქცევია ყურადღება, უფრო ზუსტად, ყოველთვის რეგირების გარეშე ტოვებდა ჯო ბაიდენისა და ჰილარი კლინტონის მხრიდან, მის მიმართ გაკეთებულ უაზრო და ისტერიკულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.