თუ მოგვიახლოვდებით – პრობლემები შეგექმნებათ

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, ამერიკულ უპილოტო საფრენ აპარატს შეუტიეს. ორი ასეთი სამხედრო აპარატიდან ერთს იმ დროს შეუტიეს, როცა იგი დაზვერვას აწარმოებდა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრში. სამხედრო ექსპერტების განცხადებით, ხსენებული აპარატი RQ-4A „გლობალ-ჰოუკი“ პატრულირებაზე შავი ზღვიდან შემოფრინდა, მაგრამ დონბასისთავზე საჰაერო სივრცეში შესვლისთანავე, სიგნალი მისცა – კავშირის დაკარგვის შესახებ, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი – საძახილით FORTE-12 შებრუნდა და მუდმივი დისლოკაციის ადგილისკენ გაეშურა. სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე მიხაილოვსკი ვარაუდობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატს შესაძლოა ხელი შეუშალა რადიოლოკაციურმა საბრძოლო საშუალებებმა. ეტყობა „გლობალ ჰოუკი“, რომელიც რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მიფრინავდა, ამ აპარატურის მოქმედების ზონაში მოხვდა. მოგეხსენებათ, რუსმა სამხედროებმა მიუთითეს „წითელ ხაზებზე“, რომელზეც არაერთხელ ისაუბრა კრემლმა, თავად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, როდესაც განცხადება გააკეთა ვაშინგტონის პოლიტიკასთან დაკავშირებით, განმარტა ექსპერტმა. პუტინის განცხადებით, ამ „წითელ ხაზებს“ ყველა შემთხვევაში, თავად რუსეთი დაადგენდა. დიდი ალბათობით, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი „წითელი ხაზების“ ზონაში მოხვდა. „ახლოს მოხვალთ – პრობლემებს ელოდეთ“, ხაზგასმით აღნიშნა მიხაილოვსკიმ.