პუტინმა ამერიკელებს განუმარტა, რომ რუსულ რაკეტებს ოკეანის გაღმაც ვერ დაემალებიან, აცხადებს რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო ექსპერტი, ჟურნალ „სამშობლოს არსენალის“ მთავარი რედაქტორი ვიქტორ მურახოვსკი. ჟურნალისტი დაინტერესდა, რა დგას ამ განცხადების უკან, რომელიც ცოტა ხნის წინ გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა. კერძოდ, მან თქვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნიდან დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, საპასუხო დარტყმები ამ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე განხორციელდება. მურახოვსკის განცხადებით, მთავარსარდალს უფლება აქვს ზოგ შემთხვევაში გაასაჯაროოს ამ დოკუმენტებიდან ზოგიერთი გარკვეული რამ. თუ ბოლომდე ვერ გაასაჯაროებს, უკიდურეს შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მათზე მიანიშნოს. ზუსტად ამ შემთხვევაშიც გაკეთდა სერიოზული მინიშნება, უმაღლესი მთავარსარდლის მხრიდან. პუტინმა მკაფიოდ აუხსნა აშშ-ს, რომ ევროპაში შეზღუდული ბირთვული ომის ორგანიზება და წარმოება, რომელიც თავად ამერიკის ტერიტორიას არ შეეხება, არ გამოვა და რომ ეს, მხოლოდ ფანტაზიის სფეროა. მურახოვსკიმ განმარტა, რომ ასეთი გეგმები გასული საუკუნის 70-იან წლებშიც იყო, როდესაც აშშ-ში მუშავდებოდა მცირე ბირთვული ომის სტრატეგია, ევროპასა თუ შორეულ აღმოსავლეთში.
ვიქტორ მურახოვსკი: „მაშინაც და ახლაც, არაერთხელ ჩატარებული სტრატეგიული სწავლებების დროს, მყისიერად გაირკვა, რომ ძალიან სწრაფად, ზუსტად რამდენიმე საათის განმავლობაში, ეს „მცირე“ ომი, დიდ სახელმწიფოებს შორის, სრულმასშტაბური ბირთვული დარტყმების გაცვლამდე მიგვიყვანს. ასე რომ, პრეზიდენტმა პუტინმა უბრალოდ შეახსენა მათ, რომ ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. ეს რა თქმა უნდა სერიოზული კოზირია, რომელიც ამსხვრევს ნებისმიერი ამერიკელი ექსპერტისა და თეორიტიკოსის გეგმებს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ შესაძლებელი იქნება, სადღაც რუსეთისა თუ იაპონიის საზღვრებთან ტაქტიკური ბირთვული „ბომბუკების“ ჩამოყრა, ხოლო თვითონ ჩრდილში დარჩებიან“. ექსპერტმა პუტინის ის განცხადებაც გაიხსენა, რომელიც ამერიკის გეგმებს შეეხებოდა – ევროპაში განლაგდეს საშუალო სიშორის რაკეტები. „აქაც განიხილება ჩვენი ოკეანის გაღმელი მეზობლების აშკარა სურვილი, რომ ევროპაში განვალაგებთ საშუალო სიშორის რაკეტებს, რომლებიც ვიღაცებთან სწრაფად მიფრინდებიან, მაგრამ საპასუხოდ გამოშვებული რაკეტები, ამერიკამდე ვერ მოაღწევსო. მოკლედ, ომი სადღაც იქ, ევრაზიის საომარი მოქმედებების თეატრში იქნება, ჩვენ კი, თითქოს არაფერ შუაში ვიქნებითო. ჰოდა, პრეზიდენტმა პუტინმა აუხსნა მათ, არა ყმაწვილებო, ასე არ გამოვა, თქვენამდეც მოაღწევსო“, დასძინა მურახოვსკიმ.