სამხედრო ექსპერტი ხსნის, რატომ არის შეშფოთებული ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაში ნავიგაციის შეზღუდვებით. რუსეთის მხრიდან ეს შეზღუდვები, დაკავშირებულია ალიანსის განზრახვასთან, ახლო მომავალში ამ რეგიონში სამხედრო სწავლებები ჩაატაროს. ამ თემაზე თადარიგის პირველი რანგის კაპიტანი ვასილ დანდიკინი საუბრობს. ადრე ალიანსმა ოფიციალური მიმართვა გაავრცელა, საიდანაც რუსეთს მოუწოდა, რომ არ შეზღუდოს ნავიგაციის თავისუფლება ქერჩის სრუტეში. ნატოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მოსკოვის მსგავსი გადაწყვეტილება, გაუმართლებელი ქმედება იქნება, ნაწილი, რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების უფრო ფართო სპექტრისა. დანდიკინმა განმარტა რას ნიშნავს პრაქტიკაში, ნავიგაციის შეზღუდვა. ახლა გემებმა, რომლებმაც ასე თუ ისე უნდა გადაკვეთონ რუსეთის ტერიტორიული წყლები, რუსეთს უნდა სთხოვონ ნებართვა. „აქ შეუძლებელია, არ გავიხსენოთ უკრაინული ხომალდები, რომლებსაც ნებართვის გარეშე უნდოდათ ქერჩის ხიდის ქვეშ გავლა. ასე უცხოური გემებისთვისაც შეუძლებელი გახდება, საწვავის მარაგის შესავსებად, შავი ზღვის პოლიგონებზე შესვლა, როცა იქ სწავლებები მიმდინარეობს. ასეთი პრაქტიკა იყო საბჭოთა კავშირის დროს და ასეთია ახლაც. რეალურად, იგივე მიდგომა იქნება სამხედრო თვითმფრინავების ფრენების მიმართაც. უკრაინაში სულ ამერიკული ბ-54-ები დაფრინავენ, მაგრამ ეს კიევის სუვერენული უფლებაა, თავიანთ ტერიტორიაზე რაც უნდათ ის აკეთონ, ჩვენს ტერიტორიაზე კი, თვითონ ვიქნებით უფროსები. მათ შორის, ჩვენს ტერიტორიულ წყლებშიც დავამყარებთ, ნავიგაციის კუთხით წესრიგს.
სამხედრო ექსპერტმა ყველას შეახსენა, რომ ქერჩის სრუტე, ისევე როგორც მთელი ყირიმი, მოსკოვის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება. „ნატო კი, უკაცრავად და ჩრდილოატლანტიკური ბლოკია, სად ჩრდილო ატლანტიკა და სად შავი ზღვა? როგორც ჩანს, ბრიუსელში, ზოგიერთები მწყრალად არიან გეოგრაფიასთან“, განაცხადა დანდიკინმა და ისიც ახსნა, რა აკავშირებს ნატოს ოფიციალურ განცხადებას ეტაპობრივ სწავლებებთან, რომლის ჩატარებასაც გეგმავს ალიანსი. „ამერიკელები, დიდი ხნის შემდეგ, პირველად გადმოისვრიან კონტინენტიდან ათეულ ათასობით ჯარისკაცსა და ათასობით ერთეულ ტექნიკას. ეს ყველაფერი გაივლის ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე გადაჭიმულ ტერიტორიაზე. რუსეთი ბუნებრივია, დააკვირდება ნატოს ამ სწავლებებს ნავიგაციის ნაწილშიც, წყალზეც, წყლის ქვეშაც და ჰაერშიც. ხომ აშკარაა, რომ ყველა ეს მანევრი, აპრიორი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული“, აცხადებს ექსპერტი. იგი დარწმუნებულია, რომ ნატოს განცხადება, სათანადო შეფასებას მიიღებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან. „სანამ ჩვენ, მაპატიეთ გამოთქმაზე, ისეთი მოუსვენარი მეზობელი გვყავს, რომელიც ჩლიქებით უკაკუნებს ჩრდილო ატლანტიკურ ბლოკსა და ევროპას იმაზე ოცნებით, რომ გაექცეს „რუსული სამყაროს“, იძულებული ვართ, პრევენციული ზომები მივიღოთ, რათა მისი პროვოკაციებისგან თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ“, დასძინა დანდიკინმა.