ისრაელელი პოლიტოლოგი, სამხედრო ექსპერტი, სპეცსამსახურ „ნატივის“ ექს-შეფი იაკობ კედმი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი არ წავა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების არც აღიარებაზე, არც მათ რუსეთთან მიერთებაზე. „ღმერთმა არ ქნას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ამ ორი რესპუბლიკის რუსეთთან მიერთება აღიაროს, ეს ნიშნავს მთელი იმ პოლიტიკის კრახს, რასაც რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში აწარმოებდა. პუტინს უნდა, რომ მთელი უკრაინა სხვანაირი იყოს“, განაცხადა კედმიმ „რუტებ-კანალის“ ეთერში. ექსპერტის აზრით, თუ პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის (ყოფილი ვოროშილოვგრადი) ოლქების მხოლოდ ნაწილით დაკმაყოფილდება, ეს ნიშნავს, რომ მან უარი თქვა მთელს უკრაინაზე. „არ მგონია პუტინი ასე ფიქრობდეს და ასე მოიქცეს. ეს არალოგიკურია იმ პუტინისთვის, რომელსაც ვიცნობ, არალოგიკურია იმ პუტინისთვის, როგორიც ის იყო და ახლაცაა გამოხატული, როგორც რუსეთის ხელმძღვანელი“, აღნიშნა ანალიტიკოსმა და დაამატა, რომ პუტინი არ ანსხვავებს ერთმანეთისგან დონეცკს, ოდესას, კრემენჩუგსა და კიევს. უკრაინის უშიშროების სამსახურიც კი აღარ მალავს, რომ ქვეყნის ბევრ ოლქში, ოდესაშიც, კრემენჩუგშიც, კრივოი როგშიც, აღარაფერს ვამბობ ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკზე, ვითარება რომ აფეთქების ზღვარზეაო. „რუსეთს ამ რეგიონების დაპყრობა არ ჭირდება, ხალხი თვითონ მიესალმება. რა თქმა უნდა, უკრაინაში არის ნაწილი ხალხისა, რომელშიც სხვა განწყობაა, როდესაც 1941 წელს, იქ გერმანელები მოვიდნენ, ასეთებიც იყვნენ. როდესაც ოდესაში რუმინელები მივიდნენ, ასეთები იქაც იყვნენ, ყოველთვის მოიძებნებიან, მაგრამ ისინი არ არიან ოდესა და უკრაინა. აი, ამ უკრაინისგან არ უნდა რუსეთის პრეზიდენტს უარის თქმა. არც იმ დახმარებაზე უარის თქმისთვისაა მზადაა პუტინი, რომელიც რუსეთმა უკრაინას უნდა მისცეს, რომ იქაურები ბოლოს და ბოლოს, თავისუფალი ხალხი გახდეს“, განაცხადა იაკობ კედმიმ.