რუსო, რაღაც მაინც იყიდე!

  როგორ ცხოვრობს საქართველო რუსი ტურისტების გარეშე, ამ სათაურით აქვეყნებს რუსული საიტი პუბლიკაციას, რომელიც ზედიზედ ორი ტურისტული სეზონის ჩავარდნას და ამ სფეროში თვითდასაქმებულ, ვალებში გახვეულ ქართველ მცირე მეწარმეებს შეხეება. ე.წ. ქართულ მედიას სად სცალია ამ ხალხის და მათ უკან მდგომი ოჯახების პრობლემების განსახილველად, „პოლიტპატიმრები“ ყავთ ციხიდან გამოსაყვანი, ისიც გასარკვევია, რომელი ნულოვანი რეიტინგის მქონე ინებებს პარლამენტში შესვლას და ა.შ. გეგონება, ამ ქვეყანას და მის მოსახლეობას მეტი პრობლემა არ აწუხებდეს.

  37 წლის მამუკა პატარა სასტუმროს მეპატრონეა, რომელიც აცხადებს რომ „დამწვრის სუნი“, ჯერ კიდევ 2019 წლის, 8 ივლისს იგრძნო, როცა ოფიციალურად შეწყდა რუსეთიდან ფრენები. მანამდე ველურმა სკანდალმა იფეთქა, თბილისში ვიზიტით ჩასული რუსეთის დუმის დეპუტატი, ზრდილობის გამო მიიწვიეს, პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩამჯდარიყო, რამაც აღაშფოთა ოპოზიცია. კერძოდ, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია, რომელმაც პროტესტი გამოხატა რუსეთის მიმართ შეურაცხმყოფელი ლოზუნგებით და დაუპირისპირდა პოლიციას. ისე, რუსი ჟურნალისტი რატომღაც არ აკონკრეტებს, ვინ იყო ამ „სკანდალის“ თავი-ქალი, რომ „კაგებესა“ და შემდგომ „ფეესბეს“ პატრონაჟის ქვეშ მყოფი „მგიმოს“ (მოსკოსვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი) კურსდამთავრებული პარლამენტარი უმცირესობიდან ელენე ხოშტარია გახლდათ. რომ ამ ქალბატონის სადიპლომო „მოღვაწეობის“ ხელმძღვანელი, სწორედაც „გაპროტესტებული“  დეპუტატი გავრილოვი გახლდათ. რუსეთის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს არეულობები საფრთხეს უქმნიდა რუსი ტურისტების სიცოცხლეს და დახურა ავიამიმოსვლები საქართველოსთან. ყოველწლიურად, საქართველოს 1.600.000 ადამიანი სტუმრობდა რუსეთიდან, რომლებიც ქართულ „ქისებში“ ერთ მილიარდ დოლარს ტოვებდნენ. „ხალხი მირეკავდა პიტერიდან, მოსკოვიდან, კრასნოდარიდან და „ჯავშანს“ ხსნიდნენ“, მწარედ ახსოვს მამუკას, „მე სულ ათი ნომერი მაქვს და აქედან მინიმუმ შვიდს, რუსეთიდან ჩამოსულები იკავებდნენ. ეს საშინელება იყო“. საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთის მოქალაქე ტურისტებს, ადვილად ჩაანაცვლებდნენ სხვა უცხოელებით. მამუკამ ირონიულად ჩაიცინა, მეტად საქართველოში აღარავინ ჩამოსულა, სასტუმროებმა და რესტორნებმა იზარალეს, ვალებში გაეხვივნენო. კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ ხომ, საერთოდ, საქართველოში ტურიზმს, სპილენძის ზარფუში დაეხურა. „ევროპიდან ჩვენთან ახლა ვინ ჩამოვა, იქ ყველგან კარანტინია, თვითმფრინავები არ დაფრინავენ“, ღელავს მამუკა, „ერთადერთი იმედი, რუსი ტურისტები არიან, მაგრამ რუსეთთან ავიამიმოსვლა არ აღუდგენიათ. ცოტა ხანში, საჭმელიც აღარ გვექნება ჩვენი „ბრძენი“ პოლიტიკოსების გამო“.

რუსო, რაღაცა მაინც იყიდე!

  მთლად თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმროში, ერთი ღამის გათევა 1500 რუბლი დამიჯდაო, წერს რუსი ჟურნალისტი. ორი წლის წინ კი, ამავე სასტუმროში 3500 რუბლი გადაუხდია. „სასტუმროში მარტო ვარ, სამ სართულზე სხვა არავინაა, ისეთი ვითარებაა, როგორც საშინელებათა ფილმში. მივუყვები კოტე აფხაზის სახელობის ქუჩას (ყოფილი ლესელიძე) და ისეთი შეგრძნება გიჩნდება, რომ თითქოს ატომური ბომბია ჩამოვარდნილი. სრული სიცარიელეა, თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამვლელს. კაფეების ფანჯრები აჭედილია, ოჯახური სასტუმროების კარები ჩარაზული, აბრებზე საღებავი ჩამოცვენილა, არც ნეონის აბრები ანთია, ტურისტული სააგენტოები მამონტებივით „გადაშენებულან“, გამორთულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ტაბლოები. ღვინის მაღაზიები, რომლებიც კინოფილმ „მიმინოდან“ ფრაზებით იზიდავდნენ ხალხს, იმ ზაფხულშივე ჩაიძირნენ, შიგნით სიცარიელეა, იატაკი ქაღალდის ნაგლეჯებითა და გადაყირავებული ავეჯითაა მოფენილი, გეგონება იქიდან სასწრაფოდ გაიქცნენო. ასეთი საქართველო, სამოქალაქო ომის დროს ვნახე, როცა 1993 წლის შემოდგომაზე, ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას რაზმები, თბილისისკენ მიიწევდნენ. ეული გარე მოვაჭრე ქალი შეფრთხიალდა, „ჩურჩხელა, მისტერ, ვერი გუდ!“, „მისტერი არ ვარ, ვპასუხობ“, „ოი, ღმერთო, რუსი, ისევ აქ ხართ, ნუთუ დაბრუნდით? გეთაყვა, გთხოვთ, რაღაცა მაინც იყიდეთ!“. ყველგან ფირფიტებია წარწერით – ქირავდება, მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი იქირავებს ახლა კაფეს, ან სუვენირების მაღაზიას. ქუჩებიდან ის ღატაკებიც კი გამქრალები არიან, ტურისტებისგან „დიდ და ძლიერ“ ფულს რომ მათხოვრობენ. ზოგიერთი გათვლებით, საქართველოში იმ კაფეებისა და სასტუმროების 95% გაკოტრდა, რომლებიც ძირითადად, ჩამოსულებზე იყვნენ ორიენტირებული.

მოამზადა მანანა სუხიშვილმა