სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი ირაკლი ჯანყარაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„2018 წლიდან დავიწყე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში არსებული დანაშაულობების და იქ ჩაბუდებული, სააკაშვილის რეჟიმის მხარდმჭერების ლუსტრაცია!…
სააგენტოში არსებული განუკითხაობის „ინფორმაციულ დაკონსერვებას“, ხელი შეუწყო იქ მყოფმა ოდეერმა, რომელიც ხოჯევანიშვილის კლანს წარმოადგენს დღემდე და მის მიერ დაშინებულმა და დაშანტაჟებულმა თანამშრომლების სიჩუმემ. გამოვაქვეყნე ჩანაწერი, თუ როგორ ბილწავდნენ ქართული ისტორიის სიწმინდეებს და უარყოფდნენ ფაქტებს, ამით კი აიძულებდნენ თანამშრომლებს, მოეგონათ ტყუილი და ასე აბითურებდნენ სამინისტროს თამრიკო იოსელიანი, ვანჩიკო აბაშიძე და ვლადიმერ წილოსანი. ათობით გაქცეული პროფესიონალი თანამშრომელი და შემდგომ, იოსელიანის მიერ მიღებული და დაწინაურებული – თაკო სალაყაიას სადაქალო, აგრეთვე, ხელისუფლების მიმართ ზიზღით გამსჭვალული ნაცაქტივის ნარჩენები. კორუფციული გარიგებები და შესყიდვები, რომელთა გამოძიებისთვის, იმედია, ეხლა მოიცლის შესაბამისი სამსახურები.
მოვუწოდებ თანამშრომლებს, ეხლა მაინც ამოიღონ ხმა, გაიხსენონ ყველა ის დღე, თუ როგორ აყავდათ ისინი იოსელიანსა და წილოსანს ზემოთ კაბინეტებში და როგორ ხდებოდა მუქარა, შეურაცხყოფა და დაშინება. ეკონომიკის სამინისტროს კი მოვუწოდებ, ყურადღება მიაქციონ ვინმე თეა რუსიტაშვილის საქმიანობას, ვისი დამსახურებით და ხელის შეწყობითაც ხდებოდა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში არსებული დანაშაულობების გადაფარვა. მინდა ვუთხრა თანამშრომლებს, რომ ვლადიმერ წილოსანმა დაკარგა საყრდენი სუს-ში, აღარ წარმოადგენს ფიგურას და დღეს რანგით გაგითანაბრდათ. ნუღარ დაუჯერებთ მის მუქარებს. ამოიღეთ ხმა და ყველაფერი დაუდევით სააშკარაოზე ახალ ხელმძღვანელობას“.
ირაკლი ჯანყარაშვილის ამ მიმართვის ადრესატები პირველ რიგში არიან – „ქართული ოცნება“ ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ალექს ახვლედიანი.