გიორგი თევზაძე: ადვოკატის პროფესიაში, მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და ეთიკაა
გთავაზობთ ინტერვიუს ცნობილ უფლებადამცველსა და ადვოკატ გიორგი თევზაძესთან. ბატონო გიორგი, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი? პირველ რიგში, სამართალი, ყოველთვის მიმაჩნდა საზოგადოებისთვის ძალზე მნიშვნელოვან და საჭირო სფეროდ. მჯერა, რომ სამართალი ის ინსტრუმენტია, რომელიც ეხმარება ადამიანებს თავიანთი უფლებების დაცვასა და სამართლიანობის აღდგენაში. მეორე მიზეზია, ჩემში არსებული ინტერესები, ადამიანის უფლებების და სოციალურ საკითხებზე.