ადვოკატები, კოლეგის დამსახურებას არ ივიწყებენ

2024 წლის, 8  ნოემბერს, ადვოკატთა პროფესიულ დღეს, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით,  ადვოკატთა  ინსტიტუტის განვითარებაში, ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის და პრაქტიკული საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, ადვოკატი ბატონი გოჩა კვარაცხელია არჩეული იქნა  საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის საპატიო წევრად.  

როგორც  საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი  პროფკავშირისა და ადვოკატთა სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ცნობილმა უფლებადამცველმა,  ბატონმა გიორგი თევზაძემ   განაცხადა, იგი მიესალმება საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი  პროფკავშირის გამგეობის წევრთა გადაწყვეტილებას,  ბატონ გოჩა კვარაცხელიას ადვოკატთა დამოუკიდებელი  პროფკავშირის საპატიო წევრად არჩევასთან დაკვშირებით.

გიორგი თევზაძე: „აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია, რაც საქართველოში 8 ნოემბერი აღინიშნება ადვოკატთა პროფესიულ დღედ. ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის, ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობის წევრის, ბატონ ზაზა ხატიაშვილი ინიციატივით იქნა ეს თარიღი სიმბოლურად დადგენილი,  რადგან სწორედ 8 ნოემბერს აღინიშნება დიდი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის იუბილე, რომელიც პროფესიითაც ვექილი გახლდათ, ამიტომაც, სწორედ  8 ნოემბერს  აღვნიშნავთ, ადვოკატთა  პროფესიულ დღეს“.