ცნობილი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, ადვოკატთა ასოციაციის, ადვოკატთა პროფესიული პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარე, ცნობილი უფლებადამცველი ბატონი გიორგი თევზაძე,  ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის სახელით ულოცავს, ადვოკატებს პროფესიულ დღეს 8 ნოემბერს. იგი  გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს  „ ჩემს ძვირფას კოლეგა ადვოკატებს ვულოცავ პროფესიული დღეს, 8 ნოემბერს და ვუსურვებ  პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს. ადვოკატთა პროფესიული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია ადვოკატის პროფესიული ღირსების დაცვა, ამაღლება და განმტკიცება, საზოგადოებაში, ადვოკატის ავტორიტეტის გაზრდა.  ამ ძირითადი მიზნის მიღწევისათვის, ადვოკატთა კორპუსისათვის მნიშვნელოვანია, თავისუფალი პროფესიის განვითარება, ადვოკატის დამოუკიდებლობა პროფესიული საქმიანობისას და ადვოკატთა სოციალური უზრუნველყოფის ხელშეწყობა. ასევე, გადაუდებელი  რეაგირება ჩვენი ორგანიზაციის წევრი ადვოკატების უფლებების ხელშეშლისა და შეზღუდვის ფაქტებზე, საქართველოს სამართალდამცავ, პროკურატურისა და იუსტიციის სისტემის სამსახურებში. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სხვა სახელმწიფო უწყებებში  ღირსეულ წარმომადგენლობას და თანამშრომლობას, თუმცა კონსტრუქციულობის ფონზე, ვიქნებით კრიტიკულები და პრინციპულები, რადგან, როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ადვოკატთა კორპუსი ქმნის უმნიშვნელოვანეს და საპასუხისმგებლო რგოლს, მართლმსაჯულების სისტემაში და ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეში, რომლის სწორად განმხორციელებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ქვეყნის და საზოგადოების შემდგომი დემოკრატიული განვითარების საქმეში.  ადვოკატები ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე და ხელისუფლებას მივმართავთ, უზრუნველყოს ყველა აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა, ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობისა და ადვოკატებისათვის სოციალური გარანტიების  შესაქმნელად,  რადგან  ქვეყანაში დემოკრატიულ ფუნდამეტს წარმოადგენს, ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვა.  ადვოკატები მომავალშიც შეასრულებენ, ისტორიულად, საუკუნეების მანძილზე დაკისრებულ პოზიტიურ როლს და იტყვიან თავის მნიშვნელოვან სათქმელს ქართული საზოგადოების წინაშე“ –ნათქვამია, გიორგი თევზაძის თევზაძის მისალოც განცხადებაში.