ხელისუფალნო, კიდევ რამდენი ტრაგედია უნდა მოხდეს, რომ მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოიცალოთ?
გადაჭარბებული სიჩქარითა და გამაყრუებელი ხმაურით მოძრავი ავტომოტოტრანსპორტისგან შეწუხებული დიდუბელების სახელით, ჯერ კიდევ 2023 წლის 1 დეკემბერს, მივმართე წერილობით შსს-ს. ცნობისთვის, იმ პერიოდში, წერეთლის გამზირი, თითქმის მთლიანად გადათხრილი იყო რეაბილიტაციის მიზნით, თუმცა ხსენებულ სატრანსპორტო საშუალებებს ხელი არ შეშლია, მოსახლეობის „დანევროზებაში“. წერილში ვთხოვდი განემარტათ, რომელი უწყება იყო პასუხისმგებელი, აღეკვეთა დიდი სიჩქარით (და