ცნობილი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტს აქვეყნებს სათაურით, „რა იქნება საქართველოში ათი, თუ ორმოცდაათი წლის შემდეგ?!“, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისში რომ გავივლი, უცებ მგონია, საქართველოს დედაქალაქში კი არ ვარ, არამედ ინდოეთში, პაკისტანში, ირანში, ჩინეთში, რუსეთში და ა.შ. ჩემი სახლის ეზოს რომ დავინახავ, მაშინღა ვხვდები, რომ სადმე სხვაგან კი არა, თურმე თბილისში ვყოფილვარ, მაგრამ, რატომღაც ქუჩაში, ქართველებზე მეტი, უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულები მხვდებიან. მართლაც ამდენი ტურისტი თუ სტუმრობს საქართველოს, მაგას რა სჯობს, ეს ნამდვილად გამახარებს, რადგან ბევრი ტურისტის შემოსვლა, სოლიდური თანხების შემოდინებაზე მიანიშნებს, ეს კი, ქვეყანაში ფულის ერთეულის მეტ ბრუნვას ნიშნავს. მაგრამ საგანგაშოა ის მონაცემები, რის შესახებაც, ანალიტიკოსი, ბატონი დემურ გიორხელიძე საუბრობს. კერძოდ, სააკაშვილმა 18.000 უცხოელს რომ მისცა საქართველოს მოქალაქეობა.
ამიტომაც უთხრა – წადი, საქართველოს მოსახლეობამ 2012 წლის არჩევნებზე ნაცმოძრაობას და მის ლიდერს, ნდობა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა, მაგრამ, როგორც დემურ გიორხელიძე ბრძანებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, დღემდე 312.000 უცხოელს მიეცა საქართველოში ბინადრობის უფლება, 83.000 უცხოელს მოქალაქეობა, ხოლო ნახევარ მილიონამდე ლტოლვილი იქნა ქვეყანაში შემოყვანილი. თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ ვითარებას, კერძოდ, ირანსა და ისრაელს შორის არსებულ დაძაბულობას, რამდენი ლტოლვილი ისურვებს საქართველოში შემოსვლას, თუ მანამდე არ გამოვაცხადეთ, საზღვრის გადმოკვეთის შეზღუდვა? ამასთანავე, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში არსებული სოციალური პირობებიდან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, იძულებულია სამუშაოს საძიებლად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიდეს, უნებლიეთ იბადება კითხვა, რა იქნება საქართველოში ათი, თუ ორმოცდაათი წლის შემდეგ?… განსჯა თქვენთვის მომინდია“.