გიორგი თევზაძე: საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად, უკონტროლო მიგრაცია და დემოგრაფიული პრობლემები იქცა

გთავაზობთ ინტერვიუს, ცნობილ უფლებადამცველთან გიორგი თევზაძესთან.

ბატონო გიორგი, როგორც ვხედავთ, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა, თანდათან უარესდება. სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობა მასობრივად გადის ქვეყნიდან, ზოგი სამუშაოს საძებრად, ზოგი სასწავლებლად, მათი დიდი ნაწილი კი, უკან აღარ ბრუნდება. ამას ემატება, უცხო ქვეყნებიდან, საქართველოში მასობრივად შემოსული მიგრანტების რაოდენობა, რასაც ხელს უწყობს, მაღალი რისკისმქონე ქვეყნებთან, უვიზო რეჟიმის დაწესება. თქვენი აზრით, რამდენად საგანგაშო ნიშნულზე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, დემოგრაფიული ვითარების მიხედვით?

გიორგი თევზაძე: სამწუხაროდ, დემოგრაფიული მდგომარეობის თანდათანობით გაუარესება, მართლაც სერიოზული გამოწვევაა საქართველოსთვის. თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ,  მოსახლეობის გადინება, დაბალი შობადობა და უცხოელი მიგრანტების მასობრივი შემოდინება, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ სტაბილურობას აზიანებს. გვიფიქრია, თუ ასე გაგრძელდა, რა დემოგრაფიულ შედეგს მივიღებთ ათი, ან თუნდაც ორმოცდაათი წლის შემდეგ?! ქართველები ხომ ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ, ეკონომიური სიდუხჭირის გამო, მოსახლეობის სოლიდური ნაწილი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის გასული. ამ პროცესების შეჩერება და გამოსწორება, ერთიან, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას მოითხოვს. ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, ერთობლივად  უნდა  იზრუნონ, დასახონ გეგმები, რამეთუ ეს ეხება ქვეყნის მომავალს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებას, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უპირველეს ყოვლისა,  მნიშვნელოვანია, მაღალი მიგრაციული რისკის მქონე ქვეყნებთან, უვიზო რეჟიმის გადახედვა და კონტროლის გამკაცრება, რადგან საქართველოს არ წაადგება, მაღალი  რისკის მქონე ქვეყნებიდან შემომსვლელთა მიმართ. ასეთი ღია კარის პრინციპით მიდგომა.  დასაწესებელია, რაღაცა სახის შეზღუდვა, ასევე გასამკაცრებელია ბინადრობის უფლების და საქართველოს მოქალაქეეობის გაცემა,  იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ვინც არ დაბადებულა საქართველოში, ეროვნებით არ წარმოადგენენ ქართველებს, არც  მშობელი ჰყავს ქართველი, გენეტიკურად არაფერი აკავშირებს ქართველ ერთან, არ იცის ქართული ენა და ისტორია. მარტო ის, რომ მან  შეიძინა ქონება, ან დააფუძნა შპს და დაიწყო კომერციული საქმიანობა, ანდა მოიპოვა სამუშაო ადგილი, ეს არ უნდა აძლევდეს უფლებას  უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საგამონაკლისო წესით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. რა თქმა უნდა, ეს შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს ქვეყანაში ტურისტულად შემოსულ, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რადგანაც ამის რეგულაცია,  საქართველოში შემოსვლისას შეიძლება მოხდეს და გახდეს ცნობილი, თუკი სასაზღვრო პუნქტში შემოსული ვიზიტორი შეავსებს შესაბამის კითხვარს და დააფიქსირებს თავის პოზიციას  ტურისტულად ეწვია ქვეყანას, თუ მიგრანტად და ა.შ,  ამასთანავე სახელმწიფომ უნდა შექმნას  ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომელიც ხელმისაწდომი იქნება სახელმწიფო სტრუქტურებისა და ძალოვანი უწყებისათვის და აღნიშნულ ინფორმაციას განათავსებს. ასევე სახელმწიფო უნდა ატარებდეს რეგულარულ მონიტორინგს ქვეყანაში,  თუ მონიტორინგის ჩატარებისას აღმოჩენილი იქნება კანონდამრღვევი, მიღებული უნდა იქნას კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

თქვეი აზრით, ხელისუფლებამ, უმეტესწილად, რა კონკრეტული, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას, დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად?

 კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, იმის გათვალისწინებით, რომ  საქართველოს წინაშე ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა, არის დემოგრაფიული ვარდნა – შობადობის კლება, მოსახლეობის სერიოზული მიგრაცია და შრომისუნარიანი მოქალაქეების ქვეყნიდან გადინება, პარალელურად, უცხოელი მიგრანტების რაოდენობის ზრდა, რაც სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ბალანსზე მოახდენს ახლო მომავალში  გავლენას. ვითარების გამოსასწორებლად მნიშვნელოვანია: საქართველოს მოსახლეობის, რაოდენობრივი და ხარისხობრივი სტაბილურობის მიღწევა, შრომისუნარიანი ახალგაზრდების დაბრუნების წახალისება, შობადობის ზრდის ხელშეწყობა და რეგულარული მიგრაციის პოლიტიკის ჩამოყალიბება. მოკლედ მოგახსენებთ ძირითად ფაქტორებს, რაც მნიშვნელოვანი იქნება დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად. პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა მნიშვნელიოვანია, ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ასევე მოკლედ წარმოგიდგენთ, რამდენიმე მნიშვნელოვან მოსაზრებას,  კერძოდ,

1. ეკონომიკური განვითარება და დასაქმების გაზრდა

შიდა სამუშაო ადგილების შექმნა: სტიმულირება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში.

გადასახადების ლიბერალიზაცია: სტარტაპების, სოფლის მეურნეობის და საინოვაციო ბიზნესების მხარდაჭერა.

ინვესტიციების მოზიდვა ადგილობრივ დონეზე: პრიორიტეტული სექტორების (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა) განვითარება.

   2. განათლება და ახალგაზრდების მხარდაჭერა

ახალგაზრდების ქვეყანაში დაბრუნების სტიმულირება: უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდებისთვის საგრანტო/დასაქმების პროგრამები.

უნივერსიტეტებისა და პროფესიული კოლეჯების მოდერნიზება: თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული განათლების სისტემა.

საკონტრაქტო პროგრამები: სტუდენტებს განათლების საფასურს დაუფარავს სახელმწიფო, თუ ისინი 10 წლის განმავლობაში იმუშავებენ საქართველოში.

3. შობადობის გაზრდის სტიმულირება

დემოგრაფიული წახალისების პოლიტიკა:

 მესამე და მომდევნო შვილებზე ფინანსური დახმარება.    დედებისთვის ან მამისთვის დეკრეტული შვებულების გაზრდა და ანაზღაურება.

  ბაღებისა და სკოლების ხელმისაწვდომობა და ხარისხის გაუმჯობესება.

   ბინათმშენებლობის კუთხით, მხარდაჭერა ახალგაზრდა ოჯახებისთვის  

 ხელმისაწვდომი იპოთეკური სესხები და თანადაფინანსება.

4. მიგრაციის პოლიტიკის გადახედვა

უვიზო რეჟიმების გადახედვა:

მაღალი მიგრაციული რისკის მქონე ქვეყნებთან, უვიზო რეჟიმის გადახედვა და კონტროლის გამკაცრება.

შრომითი მიგრაციის რეგულირება:

უცხოელი მუშახელის რეგისტრაცია, კონტრაქტი და კვოტების სისტემის დანერგვა.

ინტეგრაციისპოლიტიკა:

შემოსული მიგრანტებისთვის მკაცრი კულტურულ-საგანმანათლებლო მოთხოვნები.

5. გრძელვადიანი დემოგრაფიული სტრატეგიის მიღება

მრავალწლიან დემოგრაფიულ სტრატეგიაზე მუშაობა:  სტაბილური მოსახლეობის შენარჩუნება როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად. 

მისასალმებელი იქნება, თუ ხელისუფლება შექმნის დემოგრაფიის ეროვნულ საბჭოს: ექსპერტების, ეკონომისტების, ისტორიკოსების, სოციოლოგების, იურისტების, საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით,  რომელიც იმუშავებს დემოგრაფიული  პოლიტიკის ფორმირებაზე, შეიმუშავებს დემოგრაფიული უსაფრთხოების, მრავალწლიან სამოქმედო პროგრამას და რეალურად შეაფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. ოღონდ, ეს საბჭო, არ უნდა იყოს დაკომპლექტებული, პარტიული ნიშნით.