თვალახვეული თუ „დაბრმავებული“ თემიდა

ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმისგან, თუ მისი წინამორბედის მმართველობისას დაზარალებული ადამიანების მიმართ, როდისმე აღდგება სამართლიანობა, თუ არა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ისევ ხომ არ შემოიდება თაროებზე მათი საქმეები, მართლაც საკითხავია…!

ერთ-ერთი ასეთი დაზარალებული, ქალბატონი ბელა კვანტალიანის ოჯახიცაა. დაზარალებულმა ქალბატონმა, გასულ წელს განცხადებით 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას, თუმცა რა რეაგირება მოჰყვა მის განცხადებას, ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ.

ბელა კვანტალიანის მეუღლემ, გიორგი მელაძემ, 1999 წელს, 2-ოთახიანი ბინა (ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში) შეიძინა ფირმა „კავუნიტექსისგან“. აღმოჩნდა, რომ ეს ფირმა თაღლითურ საქმიანობას ეწეოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ფირმის წევრები, თაღლითურ მოქმედებებს ახორციელებდნენ, კერძოდ, საბუთებს აყალბებდნენ საჯარო რეესტრში და ბელა კვანტალიანის მეუღლის მიერ შეძენილი ბინა, ფირმის მეპაიე წევრებმა, ერთმანეთზე არაერთხელ გადაყიდეს. ყოფილმა პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა, თურმე არაერთხელ მიმართა საქაართველოს გენერალურ პროკურატურას, რომ ხსენებულ საქმეზე დამდგარიყო სამართლებრივი შედეგი. ბატონ კობას წერილობითი სახით განუმარტეს მოკვლევის შედეგები, როგორ თაღლითობდნენ ზემოაღნიშნული პირები. კობა დავითაშვილს კვანტალიანი-მელაძის ოჯახისთვის უთქვამს, რომ გიორგი მელაძის მიმართ მომხდარი ავტოავარია, ირიბად ეხებოდა ზემოხსენებულ ბინის საქმეს, რადგან ამ საკითხის გასარკვევად მიმავალს დაეჯახა, თუ დააჯახეს ავტომანქანა. რომ ამ თაღლითთა ირიბ დანაშაულზე მეტყველებდა ეს ფაქტი. აღნიშნული ფირმისა და თაღლითთა ჯგუფის საქმიანობაზე, სტატია გამოქვეყნებულა გაზეთში „ხვალინდელი დღე“, სათაურით, „რამდენჯერ შეიძლება გაიყიდოს ერთი და იგივე ბინა კანონდარღვევით“ (12 ივლისი, 2006 წ.) ამ ავტოავარიის შედეგად, გიორგი მელაძე პირველი ჯგუფის მუდმივ ინვალიდად დარჩა. ბელა კვანტალიანს არაერთხელ უსაუბრია კობა დავითაშვილთან პარლამენტის შენობაში, ის ერთ-ერთი ადამიანი იყო, ვისაც სურდა სამართალი გვეპოვაო.

ბელა კვანტალიანის განცხადებით, თაღლითთა მოქმედებები კარგად ჩანს ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერებში. ოჯახმა სხვა დოკუმენტებთან ერთად, კომისიას წარუდგინა გამგეობის კრების ოქმი, სადაც ნახავდნენ, ვის ჰქონდა შეხება „კავუნიტექსთან“. ასევე ბინათა სააღრიცხვო ჟურნალიდან ამონაწერი, სადაც მიმდინარეობდა ბინების შესახებ ჩანაწერის გაკეთება. აქ კარგად ჩანს, როგორ არის ჩამატებული ჩანაწერი, თითქოს მახარაშვილის (ფირმის მეპაიე წევრი) სახელზე, 2002 წელს, გაიცა აღნიშნული ბინის ცნობა-დახასიათება, მისი გასხვისების მიზნით. წარდგენილია კომპანია „თელასის“ წერილიც, სადაც ნათქვამია, რომ გიორგი მაკასარაშვილზე (ფირმის მეპაიე წევრი) არ ფიქსირდება დოკუმენტაცია, ხოლო კომუნალური ქვითრები მოდიოდა სწორედ, ამ პიროვნების სახელზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბელა კვანტალიანის მეუღლე გიორგი მელაძე, ხსენებული ბინის საკითხის გარკვევისას მოჰყვა ავტოავარიაში, დარჩა პირველი ჯგუფის მუდმივ ინვალიდად და მოგვიანებით გარდაიცვალა. მის ოჯახს კი, ახლაც უწევს სამართლის პოვნისთვის ბრძოლა.

როგორც ბელა კვანტალიანი ზემოხსენებული კომისიისაადმი მიმართვაში წერს, მისმა ოჯახმა ორი წელი იცხოვრა „კავუნიტექსისგან“ შესყიდულ ბინაში, მაგრამ მოულოდნელად მოხდა მათი სასტიკი წესით გამოსახლება, პირველი ჯგუფის ინვალიდ მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, იძულებით დაატოვებინეს ბინა. ხათუნა ბაკურაძე და თემურ სოფრომაძე (ფირმის მეპაიე წევრები) მეზობლებს ეუბნებოდნენ, რომ თუ ვინმე გამოვიდოდა სახლიდან ამ ოჯახის დასაცავად, სპეცრაზმის წარმომადგენლებს მოიყვანდნენ და ყველას გაუსწორდებოდნენ. მეზობლები არ შეუშინდნენ მსგავს დაშინებას და მოიყვანეს ტელეკომპნი „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტები. ისაუბრეს რომ ხდებოდა ქალბატონი ბელას ოჯახის უკანონო გამოსახლება, მაგრამ ეს სიუჟეტი ეთერში არ გასულა. თაღლითებს, გამოსახლებისას გამოუძახებიათ „სასწრაფო დახმარება“ და ექიმ მანანა უგრეხელიძისთვის უბრძანებიათ, რომ ქალბატონი ბელასთვის გაეკეთებინათ ნემსი და ისე გადაეყვნთ საავადმყოფოში მეუღლესთან ერთად, მაგრამ ექიმმა მათი მითითება არ შეასრულა. იმ დროსაც არსებობდნენ კეთილსინდისიერი ექიმებიო. შემდეგ ბინასთან დაცვა დაუყენებიათ, რომ ოჯახი არ შესულიყო მათ მიერვე შეძენილ ბინაში.

„ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, საკვები შევაწოდე და ვკითხე, ვინ იყვნენ,, „სტანდარტ ბანკის“ თანამშრომლები ვართო. ამასთან, ჩვენ გამოსახლებას ესწრებოდა „სტანდარტ ბანკის“ იურისტი გიორგი ჭელიძე. რა ესაქმებოდათ ბანკის წარმომადგენლებს ჩვენს ბინასთან? როგორც ჩანს, ამ თაღლითთა ჯგუფს, ბანკიდან თანხები ჰქონდა გამოტანილი. ამ საზარელი შემთხვევის შემდეგ, ადგილობრივმა პოლიციამ (ვაკის რაიონი) ჩვენს ბინაში შეიყვანა ჩვენივე კორპუსში, მეორე სართულზე მცხოვრები ნანა ვაშაძე. პოლიციას ამის არანაირი უფლება არ ჰქონდა. ნანა ვაშაძე გახლავთ პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის ბიძაშვილი, ის კარგად იცნობდა და მეგობრობდა „კავუნიტექსის“ მეპაიე წევრებთან. იგი გაურიგდა თაღლითთა ჯგუფს, იმ პერიოდში მოღვაწეობდა საჯარო რეესტრშიეს ბიძაშვილი, პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე, როდესაც მოხდა საბუთების გაყალბება. თავდაპირველად საჯარო რეესტრში ფიქსირდება ნანა ვაშაძის წილობრივი საკუთრება აღნიშნულ ბინაზე, ხოლო მოგვიანებით, იგი ერთპიროვნულ მესაკუთრედ გვევლინება“, აცხადებს ბელა კვანტალიანი.

მანანა სუხიშვილი

599512824

(გაგრძელება იქნება)