როგორ იხსენებს 37 წლის შემდეგ, 1989 წლის, 9 აპრილის აქციის მონაწილე დაზარალებული, ცნობილი უფლებადამცველის გიორგი თევზაძე მაშინდელ 9 აპრილს .
advokat
გიორგი თევზაძე: ოცდაჩვიდმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლშევიკური რუსეთის საბჭოთა იმპერიამ, თავისი ჩვეული ძალმომრეობა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველ ერს და მსოფლიოს, 1989 წლის 9 აპრილის გამთენიისას, როცა თავისუფლების მოყვარე ქართველ ერი, ერთსულოვნად ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. მოგეხსენებათ, შემდგომ, 1921 წლის 25 თებერვალს, ბოლშევიკები ძალმომრეობით და ხოშტებით შემოვიდნენ საქართველოში, რომლებსაც მხარს უჭერდნენ და ორგანიზატორთა შორის იყვნენ მოღალატე ქართველებიც. თუ რა მძიმე შედეგები მოუტანა ამან საქართველოს და ქართველ ერს ამაზე აღარ შევჩერდები….
უდავოა, რომ 1989 წლის 9 აპრილი , უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში თავისი მნიშვნელობით, როგორც საქართველოს სიმამაცის, ქართული სულის გამოღვიძებისა და თავისუფლების ბრძოლის თავგანწირვის მაგალითი, 1989 წლის 8 აპრილს რუსეთიდან გამოგზავნილ სადამსჯელო რაზმის ხელმძღვანელებს ეგონათ, რომ თუ ისინი თბილისის ქუჩებში ჯგუფ-ჯგუფად გადაადგილდებოდნენ, ასევე მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტანკებით, ამ მანევრით შეშინდებოდნენ აქციის მონაწილეები. მათ არ იცოდნენ ქართველი ერის ბუნება, საპირისპირო შედეგი მიიღეს, რომელსაც ეტყობა არ ელოდნენ. პირიქით, ისინიც გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე, ვინც არც აპირებდა ქუჩაში გამოსვლას, თუმცა სოლიდარული იყვნენ მომიტინგეტა მიმართ. 9 აპრილს, გამთენიისას, 4 საათზე, როცა საბჭოთა არმიის, ანუ რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლები და სპეცდანიშნულების რაზმის ჯალათები, ალესილი ბარებით, რკინის ხელკეტებით, დაუდგენელი ნივთიერების მომწამვლელი გაზებით, ტანკებით აღჭურვილი იდგნენ მაშინდელი ლენინის მოედანზე(ამჟამინდელ თავისუფლების მოედანზე),ხოლო გაერთიანებული ქართველი ერის პატრიოტი მამულიშვილები, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით იდგა მთავრობის სასახლის წინ ამ დროს აქციაზე, მობრძანდა მისი უწმინდესობა, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. მან აქციის მონაწილეებს მოგვმართა – „თქვენ იცით, რომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი განსაცდელი უნახავს საქართველოს და მრავალგზის უფალსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გადაურჩენია საქართველო. აი დღესაც ჩვენ ვდგავართ რეალური საშიშროების წინაშე. მე მოვედი იმისათვის, რომ დაგლოცოთ თქვენ. მთელი საქართველო ხედავს თქვენს თავდადებას, მთელი საქართველო ხედავს თქვენს ღვაწლს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ შეგვიძლია არ დავინახოთ ის რეალური საშიშროება, რომელიც დგას ჩვენს წინაშე. აი ამიტომ მე მოვედი აქ, რომ დაგლოცოთ, რომ დამთავრდეს ეს შეყრილობა. მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევსწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ, ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევსწიროთ უფალს. თქვენ ნუ იფიქრებთ იმას, რომ მე მთხოვა მთავრობამ. ახლა მოვიდნენ ჩემთან წარმომადგენლები, რომელთაც მითხრეს, რომ ეს საშიშროება რეალურია და მე ნება არ მქონდა არ მოვსულიყავი და ახლა თქვენთან ერთად არ ვყოფილიყავი.“
აქციის მონაწილეებმა, ყველამ ერთმად შევძახეთ – არა. ფიცი გვაქვს ნათქვამი და სანთლები ყველამ ავანთეთ, ეს არ ნიშნავდა პატრიარქის შემოთავაზებულ ინიციატივაზე უარის თქმას, როგორც ეს შემდეგ ზოგიერთებმა წარმოაჩინეს, არამედ ეს იყო თითოეულის გამოძახილი, როგორც იტყვიან „აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“, რის შემდეგაც ჩამოვარდა რამდენიმე წამიანი სიჩუმე. აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა ირაკლი წერეთელმა აქციის მონაწილეებს მამაო ჩვენო წაგვიკითხა, რასაც აქციის მონაწილეები ხმამაღლა ვიმეორებდი. გაისმა ეროვნული მოძრაობის ლიდერის, უდიდესი მამულიშვილის, ბატონ მერაბ კოსტავას მგზნებარე ომახიანი მიმართვა აქციის მონაწილეებისადმი შემდეგი სიტყვებით – საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლის ღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი, წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე. ამის შემდეგ გაისმა უსინათლო დედა-შვილის მიერ მთელი გულით შესრულებული „დაუკარით , რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს …” სიმღერა რომელიც დაუჩოქებელი ერის ჰიმნად იქცა. და ასე, საქართველოს სიყვარულითა და თავისუფლების მოპოვების სურვილით აღსავსე, შეუპოვარნი შევხვდით ქართველობა საბჭოთა იმპერიის შეიარაღებულ ჯალათებს. თითოეულს გვწამდა, რომ სწორედ იმ დღეს, იმ წუთებში წყდებოდა საქართველოს მომავალის ბედი. რუსეთის საჯარისო ნაწილის სამხედრო ჯალათები, თავს დაესხნენ და უმოწყალოდ დაასახიჩრეს აქციის მონაწილეები. ჯანმრთელობისათვის მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდა, დაუდგენელი შემადგენლობის მომწამვლელი გაზის გაშვება, რის შედეგადაც მოიწამლა აქციის მონაწილეები. მათ უმეტესი ნაწილს, დღესაც თავს ახსენებს შერყეული ჯანმრთელობა. მათ შორის, მეც მძიმედ დავშავდი,
ნებისიერი ხელისუფლება ვალდებულია, სათანადოდ დააფასოს 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს თავისუფლებისათვის შეწირული გმირები, რომელთა ღვაწლი შეუფასებელია. საქართველოს უახლოესი ისტორიაში, ასევე პატივისცემას იმსახურებს იქ მყოფი, აქციის თითოეული მონაწილე, ,რომელთათვისავ უცნობი იყო მათი ხვალინდელი დღე, რადგან თითოეული მათგანი შეიძლებოდა ყოფილიყო, რუსეთიდან ჩამოყვანილი ჯალათების მიერ მოკლულ 21 ქართველს შორის. გარდაცვლილთა შორის იყო სამი არასრულწლოვანი. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის 4000-ზე მეტი მონაწილე, სხვადასხვა მძიმე დაზიანებით იქნა საავამყოფოში მოთავსებული. დაუდგენელი შემადგენლობის აირით, აქციის 2000 -მდე მონაწილე მოიწამლა რომლებსაც განუვითარდათ სხვადასხვა მძიმე დავადებები, ეს იყო თანამედროვე დიდგორი, ბრძოლა თავისუფლებისათვის, რომელშიც ქართველმა ერმა, თავისი ერთსულოვნებით გაიმარჯვა. ასევე უნდა აღინიშნოს ქართველი მოლიციელების მოქმედება, რომლებიც ქართველების სასტიკი დარბევისას, აქციის მონაწილეთა მხარეზე დადგნენ და ბევრი მათგანი გადაარჩინეს, რუსი ჯალათის შურისძიებისგან. რუსი ჯალათებმა დაამსხვრიეს ქაშუეთის ტაძართან მდგომი, „სასწრაფო სამედიცინო დახმარებისმანქანა“, რომელსაც დაზარალებულები საავადმყოფოში უნდა გადაეყვანა. ჯარისკაცები ცდილობდნენ ეკლესიის ეზოში შევარდნას, რისი საშუალებაც ქართველმა მილიცელებმა არ მისცეს. მაშინ ერი და ბერი გაერთიანდა. საბჭოთა პროპაგანდა რა სიცრუესაც ავრცელებდა აქციის სისასტიკით დარბევის შემდეგ, ყოველგვარ სინდისის საზღვრებს სცილდებოდა, თუმცა საბჭოთა იდეოლოგებისაგან გასაკვირი არაფერი ყოფილა. საბედნიეროდ, რუსეთშიც აღმოჩდნენ ღირსეული, პრინციპული პიროვნებები, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში, სრულად გაეცნენ მიმდინარე მოვლენებს და ფაქტებით გააცნეს მსოფლიოს, საქართველოში ბოლშევიკების მიერ ჩადენილი ვანდალიზმის შესახებ. მათ შორის იყო ცნობილი ჟურნალისტი იური როსტი, რომელმაც გაარღვია საინფორმაციო ვაკუმი, ხოლო საბჭოთა კავშირის სახალხო ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, ქართველის ერის სათქმელი თქვა ცნობილმა აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ. .
ბატონო გიორგი, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაშიც ეწერა, რომ „ყველა მოკავშირე რესპუბლიკას აქვს თვითგამორკვევის უფლება და შეუძლია თავისუფლად გავიდეს კავშირიდან “. თითქოს აქციის მონაწილენი კანონსაწინააღმდეგოს არაფერს ითხოვდით, თუმცა კრემლს მაინც ჰქონდა მწვავე, აგრესიული რეაქცია თქვენს მოთხოვნაზე. იქნებ დეტალურად გაიხსენოთ ეროვნული მოძრაობის პერიოდი. თქვენ წმინდა ილია მართლის საზოგადოების ჩამოყალიბებისთანავე, ერთერთი ჯგუფის ხელმძღვანელი იყავით, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობდა, ხოლო შემდეგ, ამავე ორგანიზაციაში ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდით.
გ.თ: როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, მომქმედ საბჭოთა კავშირის მოქმედ კონსტიტუციაში, ფორმალურად ეწერა მკვდრადშობილი მუხლი, რომელიც „უფლებას აძლევდა მოკავშირე რესპუბლიკებს, საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას“, კრემლი, ყოველთვის ებრძოდა ნებისმიერი ეროვნულ ღირებულების გამოვლენას და ეროვნულ თვითგამორკვევას, თავისი ცნობილი მეთოდებით… თუ წარსულის მოკლე მონაკვეთსაც გავიხსენებთ, კრემლის იდეოლოგები ცდილობდნენ, 1978 წელს, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციიდან ამოეღოთ სახელმწიფო ენა ქართული და შემოეღოთ მხოლოდ სახელმწიფო სავალდებულო ენა რუსული, ეს კი, უმძიმეს შედეგებს მოუტანდა ქართველ ერს და მომავალ თაობებს. ეს იყო გარუსების, იდენტობის წაშლის პოლიტიკის გატარების მცდელობა, რომელსაც მაშინდელი საბჭოთა იდეოლოგი, ქართველთმოძულე მიხეილ სუსლოვი ხელმძღვანელობდა. კრემლის ამ მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან მას დაუპირისპირდნენ ქართველი მეცნიერები, სტუდენტი-ახალგაზრდობა, მთელი ერის საერთო სახალხო მღელვარება და სამართლიანი პროტესტი, რამაც უკან დაახევინა კრემლის იდეოლოგებს და საქართველოს შეუნარჩუნდა სახელმწიფო ენად – ქართული. 1987 წელს, ეროვნული მოძრაობის ლიდერების, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ციხიდან გათავისუფლებამ, ქართველ ერს გაუჩინა იმედის ნაპერწკალი, რომ ეროვნული ღირებულებებისათვის და საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლა, საბოლოოდ შედეგის მომტანი იქნებოდა, თუკი გაერთიანდებოდა ქართველი ერი. სწორედ იმ პერიოდში, ქართველ ერში გამოღვიძება დაიწყო, 70 წლის წინ მიძინებულმა ეროვნულმა სულმა, რამაც იგი ეროვნული ღირებულებების დაცვისაკენ შემოაბრუნა და გაერთიანა, სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის მოთხოვნით.
ბატონ მერაბ კოსტავას ინიციატივით, ჩამოყალიბდა საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე გახდა ეროვნული მოძრაობის ერთერთი ლიდერი, ეროვნული გმირი, ბატონი მერაბ კოსტავა. მანამდე უკვე ჩამოყალიბებული იყო ჰელსინკის კავშირი. წმინდა ილია მართლის საზოგადიების შექმნისთანავე, ჩამოყალიბდა ჯგუფები, ერთერთ ჯგუფის ხელმძღვანელობა, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობდა, მე დამევალა. მაშინ ხელისუფლება „არაფორმალებს“ გვიწოდებდა. შემდგომ გაუქმდა ეს ჯგუფები და ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებების დაცვის სექტორი , ამის შემდეგ კი, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი, რომელშიც გაერთიანდა ყველა სექტორი, რომელსაც ვხელმძღვანელობდი. 1989 წლის 13 ოქტობერს, იმ ბურუსით მოცული საავტომობილო ავარიის შემდეგ, რომელსაც ბატონ მერაბ კოსტავას სიცოცხლე ემსხვერპლა, წმიდა ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარედ, არჩეული იქნა ერონული მოძრაიბის ლიდერი, ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე ბატონი ზვიად გამსახურდია. რაც შეეხება ეროვნული მოძრაობის განვლილ პერიოდს, ამ მოძრაობის ლიდერების ორგანიზებით და სტუდენტი- ახალგაზრდობის მონაწილეობით, 1988 წელს, ჩატარდა დიდი საპროტესტო აქცია თბილისის იპოდრომზე, რომელიც დაკავშირებული იყო საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან, საბჭოთა კონსტიტუციაში შეეტანათ ცვლილება, რომლის მეშვეობითაც, სერიოზულად იზღუდებოდა მოკავშირე რესპულიკათა სუვერენული უფლება, მოკავშირე რესპუბლიკებს, საბჭოთა კავშირის შემადგენობიდან გასვლის უფლება ერთმეოდათ. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნა იყო, კონსტიტუციაში მოკავშირე რესპუბლიკების საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის უფლების შენარჩუნება. პარალელურად, ანალოგიური მასშტაბური აქციები მიმდინარეობდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებშიც, რის შემდგომ, კრემლი იძულებული გახდა,კონსტიტუციაში სსრკ-დან რესპუბლიკების გასვლის მუხლი დაეტოვებინათ. თბილისში ასევე საპროტესტო აქციები გაიმართა, დავით გარეჯთან პრობლემასთან დაკავშირებით, სადაც განლაგებული იყო რუსეთის საოკუპაციო ჯარების პოლიგონი და მათი სამხედრო მანევრების გამო, ზიანდებოდა ქართული სამონასტრო კომპლექსი და უნიკალური ფრესკები. 1989 წლის 18 მარტს, აფხაზეთში ლიხნის ასამბლეა ჩატარდა, სადაც სეპარატისტებმა საქართველოდან გამოყოფა, დამოუკიდებელი რესპუბლიკა მოითხოვეს და მიმართვა გაუგზავნეს კრემლს. ამ სეპარატისტულმა ქმედებამ, თბილისში 4 აპრილს, მთელი საქართველოს მოსახლეობის სამართლიანი პროტესტის ტალღა გამოიწვია, რაც შემდგომ, მთელ საქართველოში ეროვნული დამოურჩილებლობაში გადაიზარდა. გაიფიცა თითქმის ყველა სამსახური, ქარხანა თუ ფაბრიკა, სამოქალაქო ტრანსპორტი და ა.შ აქციის მონაწილეთა ნაწილმა, შიმშილობა დაიწყო მთავრობის სასახლის წინ, რის შემდგომაც ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ, სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. 7 აპრილიდან, უკვე გაისმა მთავარი მოთხოვნა, საქართვლოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რომელსაც სრულიად საქართველო მიესალმა და მხარი დაუჭირა. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ქართველი ერის უკომპრომისო ბრძოლამ და 1989 წლის 9 აპრილმა, იძულებული გახადა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის საქართველოს ფილიალის წარმომადგენლები, 1990 წელს, უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესიაზე ეღიარებინათ, 1921 წლის 25 თებერვლის, ბოლშევიკური რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპაცია, ანექსია და ძალმომრეობით გასაბჭოება, რის შემდეგ კომუნისტური პარტიის უმაღლესმა საბჭომ, 1990 წლის 28 ოქტომბერს დანიშნა მრავალპარტიული არჩევნები. ჩატარებული მრავალპარტიული ლეგიტიმური არჩევნების შედეგად, საქართველოს მოსახლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, აირჩია პოლიტიკურ ბლოკი „ მრგვალი მაგიდა თავისუფალ საქართველო“, რომლშიც წამყვანი ორგანიზაციები იყვნენ წმინდა ილია მართლის საზოგადოება და ჰელსინკის კავშირი. პირველივე სხდომაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ეროვნული მოძრაობის ლიდერი საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ბატონი ზვიად გამსახურდია, რომლის ინიციატივით და ახლად არჩეული უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით, „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისიის აქტის საფუძველზე, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელი მასშტაბით, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ჩათვლით. ხმების აბსოლუტური უმრავლესობით, მოსახლეობამ აიჩია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, ეს არის ისტორიული დოკუმენტი რომელსაც რუსეთმაც ვერაფერი მოუხერხა, მცდელობის მიუხედავად. ამ დოკუმენტის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე, ეს იყო ნანატრი დღე ქართველი ერის ისტორიაში ამიტომაც ეს დღე იქცა სახალხო სიხარულისა და დღესასწაულის დღედ, ეს იმ გმირების დამსახურებაა რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს თავისუფლების მოპოვებას შესწირეს თავი.