ჟურნალის ირაკლი ჯანყარაშვილის განცხადებით, ნიკოლოზ მჟავანაძის ქმედებები, სცდება ჩვეულებრივი კრიტიკის ფარგლებს და პირდაპირ ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

ირაკლი ჯანყარაშვილი: „პრაგმატიზმის წინააღმდეგ ქმედებაა, როგორ ცდილობს მჟავანაძე, მოსკოვში საქაართველოს შესახებ, მცდარი სურათის შექმნას.
ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზება, დიალოგის აღდგენა და მომავალში სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობებისკენ სვლა, მხოლოდ ორი სახელმწიფოს ინტერესს არ წარმოადგენს. ეს მთელი რეგიონის სტაბილურობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ. გასაკვირი არ არის, რომ ამ პროცესს, თავისი მოწინააღმდეგეები ჰყავს: ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკური, თუ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობენ ორ ქვეყანას შორის არსებული უფსკრული, კიდევ უფრო გააღრმაონ. სამწუხაროდ, ამგვარ ფიგურებს შორის, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც ბოლო პერიოდში, მოსკოვში, სისტემატურად ცდილობს ისეთი სააინფორმაციო ფონის შექმნას, თითქოს საქართველოში რუსოფობია მძვინვარებდეს, თითქოს ქვეყანაში რუსეთის მიმართ, მტრული დამოკიდებულება იყოს გაბატონებული და თითქოს ქართულ საზოგადოებას, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა არ სურდეს. ეს ყველაფერი კი, რეალობისგან ძალიან შორს დგას.
მჟავანაძის ქმედებები, სცდება ჩვეულებრივი პოლიტიკური კრიტიკის ფარგლებს და პირდაპირ ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. მისი მხრიდან, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ. ეს ყალბი ნარატივი, პირდაპირ ურტყამს საქართველოს ტურიზმის სფეროს, ინვესტიციებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, რაც საქართველოს ათასობით მოქალაქის ფინანსურ კეთილდღეობას აზარალებს“.