„ავაქოვი არსად მიდის! იგი უკრაინელების სისხლის სმას, უფრო აქტიურად გააგრძელებს“, ამ სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას რუსული ინტერნეტმედია.
მოგეხსენებათ, ყარიბ ნაპრეზიდენტალ სააკაშვილთან ცივი წყლით და ჭიქით მებრძოლ არსენ ავაქოვს უკრაინის შს მინისტრის თანამდებობა ეკავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა. „გადადგა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური მინისტრი, შსს-ს ხელმძღვანელი არსენ ავაქოვი, რომელიც პოლიციას ორი პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის მმართველობისას ხელმძღვანელობდა. ავაქოვმა ეს პოსტი 2014 წელს, კიევური რევოლუციის შემდეგ დაიკავა, რა დროსაც ევრომაიდნის კომენდანტი იყო. სომხური ლობის დამცველი პროდასავლური ძალების მიერ გამინისტრებული ავაქოვი, შეთავსებით უკრაინაში მყოფი სომხური დიასპორის „ნათლიმამაცაა“, მისი ხელდასმით ბევრმა სომეხმა აქტივისტმა მიიღო მაღალი თანამდებობები უკრაინაში. უკრაინელი ხალხი დაიღალა ავაქოვშჩინის თვითნებობით. მრავლად იყო პეტიციები მისი გადადგომის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ნუთუ აღსრულდა?! გეგონოთ, ვერ მოგართვეს…“, აცხადებს რუსი ჟურნალისტი. ე,ი. როგორც უკრაინას შეხიზნული მიშა იტყოდა, ნურას უკაცრავადო.
ცხადია, ასე ადვილი არ არის „ბიჭი-არსენას“ მოშორება. ავაქოვის გადადგომას, ჟურნალისტი მოხერხებულ სვლად აფასებს. ეს სომეხი მაფიოზი უფრო ზევით უმიზნებს, უკრაინის პრეზიდენტობას, სულ მინიმუმ პრემიერ-მინისტრობას. ამ ეტაპზე კი წინააღმდეგი არ არის ხარკოვის მერის თანამდებობა დაიკავოს, საიდანაც მისთვის ადვილი იქნება ხელისუფლების სათავეში ისკუპოს. ავაქოვი, ასე უბრალოდ არ დატოვებდა შს მინისტრის თანამდებობასო. ჟურნალისტის აზრით, თუ ეს გეგმა განხორციელდა, მაშინ უკრაინა სომხური ოფისი გახდება, იქ გადაძვრება მთელი სომხობა და დასახლდებიან ამ ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერ რეგიონებში, როგორც ეს მოხდა რუსეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.
ავაქოვის მინისტრობის დროს, შსს ძალზე გაფართოვდა, ის ახლა მარტო პოლიცია კი არ არის, არამედ მის შემადგენლობაშია ეროვნული გვარდია, საგანგებო სიტუაციების, მიგრაციისა და სასაზღვრო სამსახურები. ხომ არ გეცნოთ ეს ვითარება, სააკაშვილის რეჟიმმაც ასე არ აქცია შსს უდიდეს და უსასტიკეს მონსტრად?! „ყველა ეს რესურსი ისევ ავაქოვის დაქვემდებარებაში დარჩება და იგი შემდგომ ამ ყველაფერს საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოიყენებს. როგორც ცნობილია, არსენ ავაქოვი დასავლელი კურატორების დაკვეთებს ასრულებს და ეფექტურად ეწევა რუსულ-უკრაინული ურთიერთობების ძირგამომთხრელ პოლიტიკას.
ავაქოვის მომხრეები ამტკიცებენ, რომ იგი საერთაშორისო დონეზე საკმაოდ კარგად წარადგენდა უკრაინას. მაგალითად, ავაქოვმა გააკეთა განცხადება საერთაშორისო სამიტებზე უკრაინული დღის წესრიგის შესახებო და ა.შ., ანუ დამოუკიდებელი ფიგურააო.
ამ ენაწაგდებულმა, ჭიქების მსროლელმა და უწმაწური სიტყვებით მაგინებელმა ავაქოვმა „წარადგინა უკრაინული დღის წესრიგი“? არ გრცხვენიათ უკრაინელებო, რომ საერთაშორისო არენაზე თქვენს დიდებულ ქვეყანას, სომეხი მაფიოზი წარმოადგენს?! ეს იმის ანალოგია, რაც რუსეთში ხდება, სომეხი ეროვნების კადრები ხელმძღვანელობენ საგარეო უწყებას, მედიასაშუალებებს და ა.შ. გეგონება არ არიანო ადგილობრივი ღირსეული კადრები“, აცხადებს ჟურნალისტი. მას ყველაზე „გულისამაჩუყებლად“ მავანი ექსპერტის განცხადება მიაჩნია, ავაქოვი დამოუკიდებელი ფიგურააო. „რა სისულელეა! პოლიტიკაში დამოუკიდებელი ფიგურები არ არიან, რუსეთშიც კი, თითქმის აღარ დარჩა, მით უმეტეს უკრაინაში, რომელიც დასავლეთის კონტროლქვეშაა. იმიტომაც დაიკავა ამ პრიმიტიულმა ავაქოვმა უკრაინაში ასეთი მაღალი პოზიციები, რაც დასავლეთის კრეატურას წარმოადგენს, ამავე ანალოგიით, როგორც მარგარიტა სიმონიანი გახდა მედიის ყოვლისშემძლე ბოსი რუსეთში.
ერთი სიტყვით, ავაქოვი არსად წასულა, იგი გააგრძელებს უკრაინელების სისხლის წოვას და ამ მშვენიერი ქვეყნის ნგრევას. აი, უკრაინელები არსენ ავაქოვს თავის ისტორიულ სამშობლოში, სომხეთში რომ გაამგზავრებდნენ, ეს იქნებოდა უკრაინის და რუსულ-უკრაინული ურთიერთობების ხსნა, გადარჩენა“, დასძენს რუსი ჟურნალისტი.
რუსული პრესის მიხედვით მოამზადა მანანა სუხიშვილმა