საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ, გიორგი თევზაძე აირჩიეს

2025 წლის, 14 დეკემბერს, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, მმართველი ორგანოების ახალი შემადგენლობა აირჩია. საერთო კრების მიერ, ხმების უმრავლესობით, სარევიზიო კომისიის წევრად და შემდგომ, თავმჯდომარედ არჩეული იქნა ცნობილი უფლებადამცველი და ადვოკატი გიორგი თევზაძე.

advokat

ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებამ, 15 კანდიდატს შორის ხმათა უმრავლესობით, სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩია: ლელი ბჟალავა, გიორგი თევზაძე, დარიკო თორდია, ზვიად კორძაძე, მარინე ნიქაბაძე.

ასოციაციის წესდებით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, სარევიზიო კომისიის წევრებმა, საკუთარი შემადგენლობიდან სარევიზიო კომისიის თავმჯომარედ გიორგი თევზაძე აირჩიეს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების თანახმად, სარევიზიო კომისია აირჩევა საერთო კრების მიერ და ანგარიშვალდებულია, საერთო კრების წინაშე. კომისია კონტროლს ახორციელებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასულებელი საბჭოს, აღმასრულებელი მდივნისა და მათ მიერ დანიშნული ან დამტკიცვებული პირების მიერ, კანონისა და ასოციაციის წესდების შესრულებაზე, აგრეთვე, ფინანსური სახსრებისა და ქონების მიზნობრივ გამოყენებაზე.

სარევიზიო კომისია შედგება ხუთი წევრისგან, რომლებიც ოთხი წლის ვადით, ფარული კენჭისყრით აირჩევიან. კომისიის თავმჯდომარეს, თავად კომისია ირჩევს წევრთა უმრავლესობით, ღია კენჭისყრის გზით. უფლებამოსილების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, სარევიზიო კომისია ვალდებულია, ყოველწლიურად, კონკურსის წესით შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი.

ცნობისთვის: გიორგი თევზაძეს აქვს საადვოკატო საქმიანობის 28-წლიანი გამოცდილება და სხვა და სხვა დროს იკავებდა არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობას.

წყარო

https//www.gba.ge/ka

სრული ბიოგრაფიული ინფორმაცია – http:www.nplg.gov.ge/bios/ka/00014935/