ავტორი: Marina Moravia

ცნობილი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, ადვოკატთა ასოციაციის, ადვოკატთა პროფესიული პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარე, ცნობილი უფლებადამცველი ბატონი გიორგი თევზაძე,  ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის სახელით ულოცავს, ადვოკატებს პროფესიულ დღეს 8 ნოემბერს. იგი  გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს  „ ჩემს ძვირფას კოლეგა ადვოკატებს ვულოცავ პროფესიული დღეს, 8 ნოემბერს და ვუსურვებ  პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს. ადვოკატთა პროფესიული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია ადვოკატის პროფესიული ღირსების დაცვა, ამაღლება და განმტკიცება, საზოგადოებაში, ადვოკატის ავტორიტეტის გაზრდა.  ამ ძირითადი მიზნის მიღწევისათვის, ადვოკატთა კორპუსისათვის მნიშვნელოვანია, თავისუფალი პროფესიის განვითარება, ადვოკატის დამოუკიდებლობა პროფესიული საქმიანობისას და ადვოკატთა სოციალური უზრუნველყოფის ხელშეწყობა. ასევე, გადაუდებელი  რეაგირება ჩვენი ორგანიზაციის წევრი ადვოკატების უფლებების ხელშეშლისა და შეზღუდვის ფაქტებზე, საქართველოს სამართალდამცავ, პროკურატურისა და იუსტიციის სისტემის სამსახურებში. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სხვა სახელმწიფო უწყებებში  ღირსეულ წარმომადგენლობას და თანამშრომლობას, თუმცა კონსტრუქციულობის ფონზე, ვიქნებით კრიტიკულები და პრინციპულები, რადგან, როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ადვოკატთა კორპუსი ქმნის უმნიშვნელოვანეს და საპასუხისმგებლო რგოლს, მართლმსაჯულების სისტემაში და ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეში, რომლის სწორად განმხორციელებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ქვეყნის და საზოგადოების შემდგომი დემოკრატიული განვითარების საქმეში.  ადვოკატები ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე და ხელისუფლებას მივმართავთ, უზრუნველყოს ყველა აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა, ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობისა და ადვოკატებისათვის სოციალური გარანტიების  შესაქმნელად,  რადგან  ქვეყანაში დემოკრატიულ ფუნდამეტს წარმოადგენს, ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვა.  ადვოკატები მომავალშიც შეასრულებენ, ისტორიულად, საუკუნეების მანძილზე დაკისრებულ პოზიტიურ როლს და იტყვიან თავის მნიშვნელოვან სათქმელს ქართული საზოგადოების წინაშე“ –ნათქვამია, გიორგი თევზაძის თევზაძის მისალოც განცხადებაში. 

ადვოკატები, კოლეგის დამსახურებას არ ივიწყებენ

2024 წლის, 8  ნოემბერს, ადვოკატთა პროფესიულ დღეს, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით,  ადვოკატთა  ინსტიტუტის განვითარებაში, ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის და პრაქტიკული საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, ადვოკატი ბატონი გოჩა კვარაცხელია არჩეული იქნა  საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის საპატიო წევრად.   როგორც  საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი  პროფკავშირისა და ადვოკატთა სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ცნობილმა უფლებადამცველმა,  ბატონმა გიორგი თევზაძემ   განაცხადა, იგი

„სენსაცია“ – ექსპერტები ადვოკატებს უჩივიან

                                                                                                              „ახალგაზრდა ადვოკატებს“, პრემიერთან გაგზავნილი წერილის გამო, სამხარაულის ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა სასამართლოში უჩივლეს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის, პაატა თუშურაშვილის, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დოდო ჩორგოლაშვილისა და ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის თეო ხუჭუას მიერ

გიორგი თევზაძე: ადვოკატის პროფესიაში, მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და ეთიკაა

გთავაზობთ ინტერვიუს ცნობილ უფლებადამცველსა და ადვოკატ გიორგი თევზაძესთან. ბატონო გიორგი, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი? პირველ რიგში, სამართალი, ყოველთვის მიმაჩნდა საზოგადოებისთვის ძალზე მნიშვნელოვან და საჭირო სფეროდ. მჯერა, რომ სამართალი ის ინსტრუმენტია, რომელიც ეხმარება ადამიანებს თავიანთი უფლებების დაცვასა და სამართლიანობის აღდგენაში. მეორე მიზეზია, ჩემში არსებული ინტერესები, ადამიანის უფლებების და სოციალურ საკითხებზე.

უფლებადამცველ გიორგი თევზაძეს, ევრომილის პრეზიდენტი, ბატონი ემანუელ ჟაკობი სტუმრობდა

2024 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენს, უფლებდამცველ გიორგი თევზაძეს, საქართველოს ვეტერანთა ფედერაციის თავმჯდომარეს მიხეილ წიქარიძეს, სტუმრად ეწვია ევროგაერთიანების ევრომილის პრეზიდენტი ემანუელ ჟაკობი. მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

პოლონეთის ეროვნული, ქართველი გმირი – პოლკოვნიკი თევზაძე

პოლონეთის ეროვნული გმირის, ვალერიან თევზაძის საფლავი, „თევზაძეთა საგვარეულო კავშირის წევრებმა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს და 26 მაისი აღნიშნეს.. მიმდინარე წლის 22 მაისს, ვარშავის უნივერსიტეტის მიწვევით, პოლონეთში იმყოფებოდნენ „თევზაძეთა საგვარეულო კავშირის“ წარმომადგენლები: კავშირის თავმჯდომარე კლიმენტი თევზაძე; აღმასრულებელი მდივანი, ცნობილი უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, სამხედრო ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე;

ქალის მანიპულაციის ძალა

ანუ როგორ მანიპულირებენ, „ფოკუსნიკობენ“ ქალები მამაკაცებთან უცხო სიტყვათა ლექსიკონში ვკითხულობთ, მანიპულაცია (ლათინურად manipulatio) – 1. რაიმე რთული მოქმედება, რთული ხერხი ხელით მუშაობისას; 2. (გადატ. მნიშვნ.) ოინი, ყალთაბანდობა. მანიპულატორში კი, იგულისხმება ცირკის მსახიობიც (მეფოკუსე), რომელიც ოსტატურად აკეთებს მანიპულაციებს სხვადასხვა საგნით. რასაც ახლა მოგითხრობთ, „ბნელი“ ქართველების ნააზრევი არ გახლავთ, კენიური წარმოშობის ამერიკელი

დაიღალა ბათუმი იმის ცქერით თუ როგორ არ უჩანს დასასრული განუკითხაობას, არ უჩანს დასასრული “კორუფციულ გაირეგებებს”…

დაიღალა ბათუმი იმის ცქერით თუ როგორ არ უჩანს დასასრული განუკითხაობას, არ უჩანს დასასრული “კორუფციულ გაირეგებებს”… [ როგორ რეცხავენ ქართული ოცნების გულანთებულ მხარდამჭერებს, მათ ადგილს კი ყოფილი ზონდერები და სააკაშვილის სადამსჯელო რაზმების ექსმეთაურები იკავებენ ] ხულო შეჭამა ანზორ ბოლქვაძემ (#მარადმწვანე #ანზორამ), ყველა ხელისუფლებას, რომ ერგება და რეგიონში არსებული სოციალური მდგომარეობა მისთვის

ვაგრძელებთ საუბარს აჭარაში პორტირებულ-კოჰაბიტირებულთა მიერ „მონოპოლიზებულ“ ბიზნესსფეროზე

ვაგრძელებთ საუბარს აჭარაში პორტირებულ-კოჰაბიტირებულთა მიერ „მონოპოლიზებულ“ ბიზნესსფეროზე. ხულოს მუნიციპალიტეტში ბოლქვაძე-რიჟვაძის კლანის სამთო-სატყეო „მოღვაწეობის“ შესახებ, გარკვეულწილად უკვე ვისაუბრეთ. ისე, მონოპოლიზების გარდა რა შეიძლება დაერქვას „პატიოსან გვამთა“ ქმედებას, რის შესახებაც სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი ირაკლი ჯანყარაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერ „გარედან“ შესულ კომპანიას, რომელსაც შესაბამისი დოკუმენტაცია სრულ წესრიგშიც რომ ჰქონდეს და ითხოვდეს, ხულოს მუნიციპალიტეტიდან

ვინ ჩააბარა „მარადმწვანე“ ანზორას და ექს-„შერიფ“ მამა-რიჟვაძეს, აჭარის ბიზნესსფერო?!

როგორც სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი ირაკლი ჯანყარაშვილი აცხადებს, როგორც ყველგან, აჭარაშიც სახეზეა ნაცებისდროინდელი და მოქმედი, კოჰაბიტირებული მაღალჩინოსნების საქმიანი „ტანდემი“. ამ მაღალჩინოსნებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) წარმომადგენლებიც იგულისხმება. მართლაც საშიშია, როცა ოფიცრის მუნდირში გამოწყობილი ინდივიდები განიხილავენ მშენებლობისა თუ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ნებართვების გაცემა-გასხვისების საკითხს. აჭარაში მავანთა მიერ მონოპოლიზებულ ბიზნესსფეროზე, ირაკლი ჯანყარაშვილი უფრო