დღე: იანვარი 8, 2020

ექს-პრემიერ კვირიკაშვილისეული ,,ნოვაციები”, რამაც ათეულობით მილიონი ლარი ქარს გაატანა

,,რეფორმატორთა კავშირის” თავმჯდომარის ანზორ საკანდელიძის განცხადებით, მათ მიერ შექმნილი ,,კონცეფცია-პროგრამა” 2016 წლის 22 იანვარს პარლამენტში წარადგინეს განსახილველად. საკანონმდებლო ორგანომ თავის მხრივ, დოკუმენტაცია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს გადაუგზავნა განსახილველად. 2016 წლის 25 თებერვალს, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის თავმჯდომარეობით შექმნილი ცხრაკაციანი კომისიის (წევრები მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები) სხდომაზე მოხდა