მაქსიმ შევჩენკო: საქართველოს სომხეთის როლისთვის ამზადებენ

Spread the love

  ცნობილმა ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა მაქსიმ შევჩენკომ ეს ანალიზი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, გასული წლის ნოემბრის დასაწყისში გააკეთა, სადაც იგი საუბრობს, რომ დასავლეთი სომხეთის საქართველოთი ჩანაცვლებისთვის ემზადება. რომ საქართველოს, კავკასიაში დასავლეთის ანტირუსულ და ანტითურქულ დასაყრდენად, ანუ პლაცდარმად გადააქცევენ.

  შევჩენკოს აზრით, ყარაბაღში პროდასავლელი სომხების მარცხის შემდეგ და სომხეთის ასევე პროდასავლელი პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის შესაძლო დამხობის შემთხვევაში, კავკასიაში პროდასავლური სატელიტის ,,დაფნის გვირგვინი”, საქართველოში გადაინაცვლებს. საქართველოს ყველა მთავარი პერსონა, ანუ ხელისუფლების პირველო საფრანგეთის მოქალაქეობას ფლობდა. საფრანგეთი კი, ხისტად და მკაფიოდ მუშაობს, როგორც თურქეთისა და რუსეთის, ასევე მათი დაახლოების წინააღმდეგ. აქვთ ამ უკანასკნელთ საპასუხო სტრატეგია დიდ კავკასიაში, სადაც სამი სახელმწიფო, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი მდებარეობს, კითხულობს ჟურნალისტი. ამ ვიწრო, ბოთლის მსგავსი რეგიონის მნიშვნელობა-დანიშნულება, ბაქოდან ბათუმამდე, აზერბაიჯანიდან საქართველომდე, განუზომლად დიდია, ვიდრე თავად ამ ქვეყნების ბედ-იღბალი, იმიტომ, რომ სამხრეთ კავკასია უმოკლესი სატრანზიო დერეფანია. მით უმეტეს, რომ ის არის უძველესი დერეფანი, ნაწილი ,,აბრეშუმის გზისა” და სხვა სატრანზიტო-სატრანსპორტო არტერიებისა, რომელიც მიემართება რესურსებით მდიდარი აზიიდან, ევროპისკენ. ამიტომ კავკასიაში უპირატესობის მოპოვება, მარტო რეგიონალური კი არა, მსოფლიო მნიშვნელობისაა.

  მაქსიმ შევჩენკო: ,,მას შემდეგ, რაც მსოფლიო სომხურმა თემმა დამარცხება იწვნია აზერბაიჯანთან და მათ მიერ ხელისუფლები სათავეში მოყვანილ ფაშინიანს ხელისუფლებიდან ჩამოშორება დაემუქრა, მან უკვე დაწყო რუსეთის დადანაშაულება ყარაბაღში ომი რომ წააგეს. ერევანში არსებული ვითარება არ ნიშნავს, რომ მართლაც დაამხობენ ფაშინიანიანს, რადგან გამართლდა ჩემი არაერთხელ გაკეთებული პროგნოზი, რომ სომხების მარცხში რუსეთს დაადანაშაულებდა. ყარაბაღის ომში სომხეთის წაგება რომ გარდაუვალი იყო, ესეც არაერთხელ მითქვამს, თუმცა ამაში ძალიან ეპარებოდათ ეჭვი, სხვადასხვა ავტორიტეტულ სომხურ ლობისტებს, რასაც აფიქსირებდნენ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებსა და სატელევიზიო სივრცეში. მე ვამბობდი, რომ სომხების კრახის შემდეგ, ფაშინიანი აუცილებლად იტყოდა, რუსეთმა გაგვყიდა, ჩვენ გამოვდივართ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციიდანო.  ფაშინიანი ამას იმიტომ იტყოდა, რომ ის არის დასავლეთის ერთგული, ბეჯითი ე.წ. აგენტი დიდ კავკასიაში, ამ რეგიონში გლობალური სომხური დიასპორული სტრუქტურების ერთგული წარმომადგენელი,  რომელიც დასავლეთზეა ორიენტირებული. არის მოსკოვზე ორიენტირებული სომხური დიასპორაც, მაგრამ მას მილიონჯერ ნაკლები გავლენები აქვს, ვიდრე პროამერიკულსა და პროფრანგულს. ასეა თუ ისე, იმ დამარცხებამ, რაც სომეხმა სამხედროებმა, რუსეთის ჩუმი ჩაურევლობით განიცადეს აზერბაიჯანის არმიისგან, მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონი. ამან შესაძლებელი გახადა სახმელეთო დერეფანში საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა რუსეთსა და თურქეთს შორის, ვგულისხმობ, აზერბაიჯანსა და მის იურისდიქციაში მყოფი ნახჭევანის ოლქის დამაკავშირებელი დერეფანი, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გადის და სომხები აკონტროლებენ. რა თქმა უნდა, ეს მონაკვეთი რუსეთისთვისაც უმოკლესი სახმელეთო გზაა თურქეთთან დასაკავშირებლად.

  რუსეთ-თურქეთს შორის პარტნიორობას, დასავლეთი უკიდურესად მტკივნეულად აღიქვამს, ამიტომაც კავკასიისთვის ბრძოლის აქცენტი, სომხეთიდან, სადაც დასავლური აგენტურა ვერ არის მთლად სახარბიელო მდგომარეობაში, საქართველოში გადააქვთ. ადრეც არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, საქართველო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური რეგიონია არამარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთელს კავკასიაში. ვისაც საქართველოში ფეხი მყარად აქვს მოკიდებული, აკონტროლებს მას, კარგი ურთიერთობა აქვს ქართველ ხალხთან, სწორედ ის აკონტროლებს მთელს კავკასიას. სამხრეთ კავკასია ბოთლს შევადარე, საქართველო ამ ბოთლის ყელია, რომელსაც შეუძლია ამ რეგიონის გახსნაც და ჩაკეტვაც. მაპატიონ ქართველებმა ეს შედარება, მაგრამ რეალურად ასეა. ჩემი აზრით, ახლა საქართველოს ხელისუფლებაშიც, თან ერთმნიშვნელოვნად, ე.წ. აგენტურაა, ოღონდ მთელი დასავლეთის კი არა, მის ერთი  ნაწილის, საფრანგეთის. თეა წულუკიანის დანიშვნას გეგმავენ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელიც გადეპუტატებამდე იუსტიციის მინისტრი იყო. თუ მის ბიოგრაფიას გადავხედავთ, იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული საფრანგეთთან, მუშაობდა საფრანგეთის სახელმწიფო ორგანოებში, სწავლობდა სპეციალურ აკადემიაში, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლების პატრონაჟის ქვეშაა. ერთი სიტყვით, წულუკიანი საიმედო და ერთგულ აგენტად ითვლება, ოღონდ არა იმ გაგებით, რომ გადაბირებულია (,,დავერბოვკებული”), უბრალოდ, საფრანგეთის სახელმწიფო ინტერესებს წარმოადგენს. ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქე იყო, ამ ქვეყანაში დაბადებული. ისიც იმიტომ ჩამოვიდა საქართველოში, რომ საფრანგეთის მორიგი ინტერესი წარმოედგინა და განეხორციელებინა. საქართველოს კანონმდებლობით, შეუძლებელია ორმაგი მოქალაქეობა, ამიტომაც საფრანგეთში დაბადებულმა ზურაბიშვილმა უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, საქართველოს პრეზიდენტი რომ გამხდარიყო. ამ ორი ქალბატონის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მულტიმილიარდერი და ქველმოქმედი, როგორც ვიკიპედიაშია მითითებული. მას ბიზნესი ჰქონდა რუსეთში და არამხოლოდ რუსეთში, რუსეთშიც იშოვა ფული. ბიძინა ივანიშვილიც გარკვეული პერიოდი საფრანგეთის მოქალაქე იყო, იმ დროს, როცა იქ ძალზე ძვირადღირებული უძრავი ქონება იყიდა. როდესაც იგი არჩევანის წინაშე დადგა, დარჩენილიყო ქართულ პოლიტიკაში, თუ დაეტოვებინა საფრანგეთის მოქალაქეობა, ბიძინამ ქართული პოლიტიკა აირჩია. მან საფრანგეთს მოქალაქეობა კი დაუბრუნა, მაგრამ იქ რჩება მისი ქონება, რაც მას საშუალებას არ აძლევს, რომ საფრანგეთის ინტერესებისგან დამოუკიდებლად და თავისუფლად იგრძნოს თავი.

  მოგეხსენებათ, მაკრონის საფრანგეთი არამხოლოდ ანტითურქულ პოლიტიკას ატარებს, არამედ რიგი საბაბებით ანტირუსულ პოლიტიკაც აქვს გაჩაღებული, ნავალნის მოწამვლა და ა.შ. ცხადია, მას არ უნდა, რომ სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტოდერეფანი, რუსეთ-თურქეთის კავშირის, მათი ერთობლივი მოქმედების არეალში აღმოჩნდეს. ამ ორ ქვეყანას შორის, რეალურად არ არსებობს ფორმალური ხელშეკრულება სამხედრო თუ ეკონომიკური ურთიერთ დახმარების შესახებ, მაგრამ მათი ინტერესები, წინააღმდეგობაში მოდის სომხური ლობის ინტერესებთან. რუსეთ-თურქეთის კავშირს რომ ცდილობენ წინ აღუდგნენ რუსეთში მოქმედი სომხური ლობი, თუ საქართველოში მოქმედი ფრანგული ლობი, ეს სრულიად აშკარაა. ამ ურთიერთობაში რუსეთი და თურქეთი თანაბარ პარტნიორებად გამოდიან, ერთმანეთს არ ემლიქვნელებიან, მათი ინტერესებიც გასაგებია, უკვე არსებობს სახელმწიფო, რომლის საზღვრებშიც შეიძლება ურთიერთთანამშრომლობა. ეს არის აზერბაიჯანი, სირიის შემდეგ, მეორე კონფლიქტური ზონა, სადაც რუსეთისა და თურქეთის ურთიერთთანამშრომლობა დარწმუნებული ვარ, სრულიად კონსტრუქციულად და ნაყოფიერად იქნება წარმოდგენილი. საერთოდაც, აქ ბევრი შორს მიმავალი პერსპექტივაა. პლიუს ამას საქართველო, რომელიც მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების თანახმად (1920-21 წწ), იურიდიულად რუსეთისა და ისტორიული თურქეთის რესპუბლიკის ერთობლივი მოქმედების ზონას წარმოადგენს, რადგან ყარსის ხელშეკრულება ჯერ კიდევ ლენინისა და ათა თურქის ხელმოწერილია. ცხადია, ლენინის სახელით, საბჭოთა დიპლომატები მოქმედებდნენ, შემდეგ 1973 წელს  დამტკიცდა საბჭოთა დიპლომატების მიერ და ეს შეთანხმება აგრძელებს აქტუალობას. ხელშეკრულებას, 2021 წელს ასი წელი უსრულდება, ზოგიერთი ამბობს, რომ მიმდინარე წელს მას ვადა ეწურება, სინამდვილეში ის უვადო იყო, მაგრამ ბათუმის ოლქის შესახებ, საკმაოდ მკაფიოდ არის იქ გაწერილი. კერძოდ, რომ ეს ტერიტორია არის ისტორიული საბჭოთა კავშირის, რომლის სამართალმემკიდრეც რუსეთის ფედერაციაა და თურქეთის რესპუბლიკის ერთობლივი მოქმედების ზონა.

  მოამზადა მანანა სუხიშვილმა

                (გაგრძელება იქნება)