რუსეთს ,,სამარეს”, მოსკოვშივე უთხრიან

Spread the love

  თურმე ასეთ კომენტარები, მრავლად შეგხვდებათ სოციალურ ქსელში მოსკოვში ჩატარებულ  კონფერენციასთან დაკავშირებით, რომლის სახელწოდებაცაა ,,გენოციდი და პირველი მსოფლიო ომი. საერთაშორისო ხელშეკრულება. ისტორიული პარალელელები”. რუსეთის სომეხთა მიერ მოწყობილ ამ კონფერენციას ერთ-ერთი რუსული ინტერნეტგამოცემა პროვოკაციულს უწოდებს. ამ ანტირუსულ კონფერენციაზე, სომხეთის ელჩმა რუსეთში ვარდან ტოგანიანმა თავხედურად განაცხადა, რომ თითქოს რუსეთში მასობრივი საინფორმაციო მუშაობა მიმდინარეობს, ისტორიული ფაქტების გასაყალბებლად ,,სომხების გენოციდთან” დაკავშირებით. აშკარაა, რომ სომხეთის ელჩმა ვერ შეძლო შეესრულებინა თავისი მისია, ჩაეთრია რუსეთი ყარაბაღის ომში, შესაბამისად, რუსეთ-თურქეთს შორის სამხედრო შეტაკებაში, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ცდილობდა. ამიტომაც ახლა ეს სომხური ,,ხროვა”, სხვა ,,ფრონტიდან” ცდილობს იგივე ამოცანების გადაწყვეტას. გარდა ამისა, თუ იმასაც გათვალისწინებთ, რომ რუსეთის მედიასაშუალებების უმტესობას სომხები ხელმძღვანელობენ, ეს უკვე  არსებითად ეწინააღმდეგება ტოგანიანის გამონათქვამებს. სომეხი მედიამენეჯერები და ჟურნალისტები რა თქმა უნდა, მასშტაბური გაყალბებებით არიან დაკავებული, ოღონდ სულ სხვა თემებისო. რაც შეეხება ,,სომხების გენოციდს”, გვახსოვს, რუსეთში როგორ ,,კეთილსინდისიერად” და რა ოდენობის ფულის სანაცვლოდ ,,დაამუშავეს” ეს თემა,  მარტიროსიანის კომედი-ქლაბიდან დაწყებული, ჟურნალისტიკის ,,დედოფალ” სიმონიანის ბებიებითა და იატაგანებით დამთავრებულიო. ხსენებულ კონფერენციაზე მედიდურად ყოფილან წამოჭიმული ის პერსონები, რომლებსაც ჟურნალისტი იმ აგენტებად მოიხსენიებს, რომლებიც სომხების ინტერესებს ემსახურებიან რუსეთში. კერძოდ, რუსეთში სომხების მთავარი ლობისტი, ფსევდო რუსეთელი დეპუტატი კონსტანტინე ზატულინი, ჟურნალისტი და პედაგოგი ვიტალი ტრეტიაკოვი, რომელმაც რუსეთს მოუწოდა, მესამე მსოფლიო ომი გაეჩაღებინა სომეხი ოკუპანტების ინტერესების დასაცავად. ამ სომხურ კომპანიაში ,,რაღაცნაირად” აღმოჩენილა ისტორიკოსი ნატალია ნაროჩნიცკაიაც. ნეტა ეს ქალბატონი სომხურმა ლობიმ, იმ გახმაურებული, წარუმატებელი ინტერვიუს შემდეგ ხომ არ აიყვანა მზრუნველობაზე, რომელიც მას უცხოელ ჟურნალისტთან ჰქონდაო, კითხულობს ჟურნალისტი.

  სომხების რუსული ,,მომსახურეობა”, მარტო ,,სომხების გენოციდით” კი არ არის დაკავებული, პარალელურად თავს ესხმიან რუსეთში მცხოვრებ იმ ჟურნალისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს, ვისაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. კერძოდ, ამ ჩვენმა სომეხმა პატრიოტმა ზატულინმა, იმდენად განიცადა ეს ყველაფერი, რომ ობსტრუქცია მოუწყო პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის მაქსიმ შევჩენკოსა და სხვათა პოლიტიკასო. ,,პატრიოტს”, მათთვის თურქეთის ინტერესების ლობისტები უწოდებია (ეტყობა სტაჟიან დუმელ კოსტიას, სომხური ინტერესების ლობისტობა, თუ ქართველების შიგადაშიგ წაკბენა, ,,წმინდა” საქმე ჰგონია. – მ.ს.) ,,მე დონელი კაზაკი ვარ და რუსეთ-თურქეთს შორის 13 ომის შემდეგ, არ მინდა იმის ახსნა, ვინ არის მტერი და ვინ მეგობარი”, პათეტიკურად განაცხადა ტყუილებში გახლართულმა ზატულინმა, რითაც პირველ რიგში ყველა დონელი კაზაკი შეურაცხყო, ამ რუსულ პატრიოტულ კატეგორიას რომ ეტმასნებაო. ზატულინი დიდი ხანია ერთგულად, რაც მთავარია, გვარიანი დაფინანსების სანაცვლოდ ემსახურება იმ სომხური დიასპორის ინტერესებს, რომელიც ყუბანელი კაზაკების დიკრედიტებას და მათ ჩანაცვლებას ეწევა. რუსეთში  მყოფი სომხური ლობი, ცდილობს საერთოდ გააუქმოს კაზაკობის ინსტიტუტი, რადგან კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეების სრული არმენიზაციის ყველაზე მეტად  ხელისშემშლელები, კაზაკები არიან. რაც შეეხება ზატულინის განსწავლულობას, ,,ვინ მტერია და ვინ მოყვარეს” მიმართულებით, აქაც ანტირუსულ ნაბიჯს დგამს, რადგან  რუსეთისთვის, ამ ეტაპზე უკიდურესად მნიშვნელოვანია თურქეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან კავშირი. გამორიცხულია, ზატულინმა, როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა ეს არ იცოდეს, მაგრამ მას ყოფნის თავხედობა, რომ ღიად შეეწინააღმდეგოს სახელმწიფოს მეთაურის, ვლადიმერ პუტინის პოზიციებს, რომელიც ცდილობს სომხური თავების ,,გაგრილებას” და არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვსა და ანკარას სტრატეგიული ინტერესები აქვთ, რომ მხარს უჭერენ სტაბილურ პოლიტიკურ დიალოგს, რომ რეალობა შეცვლილია. ასე რომ, ზატულინმა კვლავ აჩვენა, სინამდვილეში ვინც არის რუსეთის ,,მტერიო”. ჩემი მხრიდან დავამატებდი, მოცემულ მომენტში რუსეთის პრეზიდენტის ქმედება ცხადყოფს, რომ პოლიტიკაში მართლაც არ არიან მუდმივი მტრები და მეგობრები, რომ მუდმივი მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებია.

  მაქსიმ შევჩენკო სოციალური ქსელის მეშვეობით, მყისიერად გამოხმაურებია ,,ედინორუსი” (მმართველი პარტიის წევრი) დეპუტატი კონსტანტინე ზატულინის ,,ბრალდებებს”. ,,დონელი კაზაკი”, როგორც თავს წარმოგვიდგენს ზატულინი, თურქეთთან 13 ომს ახსენებს, რაც ცხადყოფს მის დამოკიდებულებას რუსულ-თურქული ურთიერთობების მიმართ და როგორც ჩანს, ემზადება რომ ამას დაბრკოლება შეუქმნასო. ,,დონელი კაზაკი ვარ და 13 ომის მერე არ მინდა ახსნაო, ამ წინადადებით უკვე განსაზღვრა თავისი პოლიტიკური პოზიცია, ყარაბაღელი სომეხი მებრძოლების ამ ცნობილმა ლობისტმა. რუსეთის 7 მილიონი მოქალაქე, რომლებიც საკურორტო სეზონის ,,პიკის” დროს იმყოფებიან თურქეთში, ასევე ის მილიონამდე ადამიანი, რომლებიც რუსეთ-თურქეთის წარმატებული და დინამიური ეკონომიკური კავშირების ფარგლებში მუშაობენ, როგორც ჩანს, არაფერია ამ ,,ედიანაია რასიას” მხცოვანი წარმომადგენლისთვის. რუსეთ-თურქეთის 2-3 საუკუნის წინანდელი და პირველი მსოფლიო ომი განსაზღვრავს მის პოლიტიკურ ხედვებს. იგი თურქეთს რუსეთის  მტრად თვლის, რომელსაც მხოლოდ ომის ენაზე უნდა ველაპარაკოთ. ზატულინის აზრით, ეს აშკარად შეესაბამება რუსეთის ხალხთა ინტერესებს?! რას იზამ, შემოქმედებითი, ორიგინალური პოზიციაა, თუმცა პირდაპირ ვთქვათ, საკამათოა და ჩემი აზრით, უგუნური. აშკარაა, ეს მმართველი პარტიის პოზიციაა, რადგან  ხმას არ აკმენდინებენ თავინთ ცნობილ დეპუტატებს, ზატულინსა და მილოვანოვს, რომლებიც სიძულვილსა და შუღლს სთესავენ რუსეთ-თურქეთს შორის. დიდი განსჯა არ ჭირდება, რომ ზატულინის მიმართ ყველაფერში სოლიდარული იქნება სომხეთის ელჩი ვართან ტოგანიანი, პედაგოგი ვიტალი ტრეტიაკოვი, ისტორიკოსი ნატალია ნაროჩნიცკაია, არა აბრამიანი და სხვა ცნობილი მოღვაწენი რუსეთის კონსერვატიულ-პატრიოტული ფლანგიდან. დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება სიუჟეტი”, წერს შევჩენკო.

  რას უნდა დავაკვირდეთ, როცა სომხების ამ რუსულ მომსახურეობას, ომისკენ და რეგიონის ქვეყნებთან დაძაბული ურთიერთობისკენ მივყავართო, აცხადებს ჟურნალისტი და დასძენს, რომ ,,ეს მთლიანად შეესაბამება გლობალისტური დასავლეთის და მათი სომეხი დამქაშების ინტერესებს. აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი, უკვე რუსეთის პრეზიდენტის ღიად შეურაცხყოფაზე გადავიდა. ზემოხსენებულ, თავისი შინაარსით ანტირუსულ კონფერენციას, მხარი დაუჭირა მოსკოვის (კრემლის) ხელისუფლებამ. ნეტა სომეხმა ოლიგარქებმა, აბრამიანის, ვარდანიანისა და კარაპეტიანის სახით ხომ ,,იმუშავეს” ამაზე?”…

 

რუსული პრესის მიხედვით მოამზადა მანანა სუხიშვილმა