სომხური ლობის მოსკოველი ხელისბიჭები

  ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით რაც მოხდა თბილისში, კვერცხებით ,,პატრიოტულად” რომ გამოეკიდნენ ეროვნებით ებრაელ, ამერიკის მოქალაქე მოხუც ჟურნალისტს, გაურკვეველი წარმოშობა-ორიენტაცისს მაქარაშვილად წოდებული არსება, ასევე ,,კაგებე-ეფესბეს” პატრონაჟის ქვეშ მყოფი ,,მგიმოს” კურსდამთავრებული ელენე ხოშტარია და ,,და-ძმანი” მათნი, საღად მოაზროვნე საზოგადოებამ მაშინვე დასვა ,,დიაგნოზი”, ესეც ისეთივე ერთობლივი ,,ოპერიდან” არის, როგორც ე.წ. გავრილოვის ღამეო. ახლა არ დაიწყოს ვინმემ ამ ,,კამანდის” პატრიოტობაზე ,,ჭიკჭიკი”, არც მაქარაშვილად წოდებული მყავს ჯადოქარი და არც ,,სვისტოკით” მორბენალი, ნაგვის მანქანებზე მოხტუნავე ხოშტარია ჯადოქრული ჯოხის მქონენი, რომ მათი ,,პატრიოტიზმის” შეურაცხყოფისთანავე აღიჭურვნენ ხუთჯვრიანი დროშებით, ,,სვისტოკებით” თუ ლაყე კვერცხებით. ერთსა თუ მეორე შემთხვევაში, ვის წისქვილზე მოხდა წყლის დასხმა? 2019 წელს მთლად ბოლომდე ვერ გამოუვიდათ ,,მაქარა-ხოშტარიას და კომპანიას” და ვიმედოვნებ, არც ახლა გამოუვათ სომეხი ეროვნების ,,ტუროპერატორების” გაბედნიერება სომხეთში, ყირიმსა თუ კრასნოდარის მხარის შავი ზღვისპირეთში. ყელგამოწეული ეხვეწებოდნენ ეს ძალადმაცხონე ,,მასპინძლები” რუსეთის მოქალაქეებს, ხომ ხედავთ ქართველები როგორი რუსეთმოძულეები არიან, მობრძანდით ჩვენთან, ღირსეულად დაგხვდებითო, ფრენებიც აიკრძალა, მაგრამ რუსი, უკრაინელი თუ ბელორუსი ტურისტები მაინც ვერ დაიყოლიეს. მათ მაინც საქართველოში დასვენება არჩიეს და კერძო საუბრებშიც აღფრთოვანებულები აღნიშნავდნენ საქართველოს სილამაზესა და ქართველების სტუმართმოყვარეობას.

  თბილისში მომხდარს ,,ოპერატიულად” გამოეხმაურა ,,ყველაფრჩიკი”, რუსული, თუმცა სინამდვილეში სომხური ტელეკომპანია ,,არტი”-ს თანამშრომელი იგორ მალცევი. ამ ტელევიზიას კრასნოდარელი სომეხი, ოკეანისგაღმა ,,განათლებამიღებული” მარგარიტა სიმონიანი ,,მეთაურობს”, რომელსაც დიდი წარდგენა არ ჭირდება. მე არაფერს ,,ვაბრალებ”, თავად რუსეთელი ჟურნალისტები უწოდებენ სომეხ ნაციონალისტს და სხვა უფრო მწარე ,,ეპითეტებითაც” ამკობენ. რაც შეეხება თავად მალცევს, 1958 წელს დაბადებულა ქალაქ ლენინგრადში. მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, რედაქტორი, ჯერემი კლარქსონის მთარგმნელი, ბევრი ბრიტანული როკენროლჯგუფის პროდიუსერი, ბარდი, მოგზაური, პროფესიონალი მეზღვაური და ინჟინერ-მექანიკოსიაო, გვამცნობს ვიკიპედია.

 

სიმონიანის ,,სარატნიკმა” მალცევმა ეგრევე ,,გააშვანშვალა” სტატია სათაურით, როგორ გაანადგურა ვლადიმერ პოზნერმა თავისივე შექმნილი ,,ფალშპაკეტი” მშვენიერ საქართველოზეო, სადაც დიდ მადლობას უხდის მაქარა-ხოშტარიასა და მათ დამქაშებს.

    იგორ მალცევი: ,,მთელი სულითა და გულით მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ ,,არაამხანაგს” და აქტივისტს, რომლებმაც კვერცხები ესროლეს პოზნერს. გმადლობთ ძვირფასებო. გამარჯობა და სხვა სისულელეები (ცენზურა ჩემია, თორემ ,,ყველაფერჩიკი” იგარიოკი უფრო უხამსად მეტყველებს – მ.ს.). თქვენ დაამსხვრიეთ ის მთავარი მითი, რომლითაც რუსეთში წლებია ყურებს გვიხედნიან ასაკოვანი, ქერტლიანი და მეტყველებაში დეფექტიანი მოსკოველი კაცები. მითი ,,მშვენიერ საქართველოზე”, სადაც აუცილებლად უნდა ჩავიდეს ინტელიგენტი ადამიანი ღვინის დასალევად, იქაურებთან ჩასახუტებლად, სუფრული სიმღერების მოსასმენად, იმ რუსეთის ბედის გამოსატირებლად, რომელიც ფეხქვეშ აქვს ამოდებული დიქტატორ პუტინს. დილით გაიღვიძოს საშინელი თავის ტკივილით, მაგრამ ბრანწული შეგრძნებით. თავის ტკივილით იმიტომ, რომ ქართული ღვინო, ღვინო არ არის, რითმასაც კი ვერ ჩასვამ ისე, რომ რედაქტორი არ გააბრაზო. არ მჭირდება ზღაპრების მოყოლა – ღვინოებში პროფესიონალი ვარ. ჩემი თავისუფლების შესახებ კი, ყველამ ისედაც იცით”.

  რედაქტორში ეტყობა რეჟისორ ტიგრანა კეოსაიანის თანამეცხედრე, კრასნოდარელ მარგოშა სიმონიანს გულისხმობს და ცდილობს ამ მდედრის ,,ეროვნული გრძნობები”. ნეტა ამ ვაზელინით გაპოხილი მწერლისთვის სადაური ღვინოა ღვინო, სომხური ,,კახეთი”, ასევე სომხების ჩამოსხმული ,,საფერავი” და ,,ქინძმარაული”? თუ ამ ამ ყველაფრის ,,მცოდნეს”, მარტო ეგ ნაწარმი აქვს გასინჯული და ქართული ღვინო ჰგონია? ქართველი რეჟისორებიც ვერ აკმაყოფილებენ თურმე მალცევის ,,მაღალ” გემოვნებას, ეტყობა ნამდვილი რეჟისორები ,,მოსფილმის” შეფად ,,მომჯდარი”, ვალოდია სოლოვიოვის თოქ-შოუს უცვლელი ,,ექსპერტ-ანალიტიკოსი” კარენ შახნაზაროვი და ტიგრან კეოსაიანი ჰგონია.

  იგორ მალცევი: ,,აქ პროფესიონალობაც კი არ არის საჭირო, ყველაფერი თითქოს ხელის გულზეა. აქ ისევ ისეა, როგორც ნაქებ ,,ქართულ ინტელიგენციაზე”, რომელიც იღებდა საეჭვო ხარისხის ,,კინოშკებს”, შემდეგ ასევე მკვირცხლად იღებდა ავტომატებს, რომ მეზობლები დაეხოცა. გვიცურავია – ვიცით. ვიცით ცნობილ ანტიკორუფციული წესრიგის შესახებ გზებზეც მიშა სააკაშვილის სახით. ყველაფერი ფეიკი, სიცრუეა. ერთი დიდი სიყალბის შეკვრა, რომელიც გაბერილია მედიის წარმომადგენელი ასაკოვანი იმპოტენტების მიერ ჩვენს ტერიტორიაზე. ,,ოი, წავიდეთ დღესასწაულებზე თბილისში, იქ არ არის ,,რაშკა”, იქ ატმოსფეროა”. თქვენ იქ უნდა დაგტოვონ სამუდამოდ. სიღარიბე და ბოღმა, რომელიც მხოლოდ ჩამარხულია და არსად მიდის. ზოგჯერ, მართლაც მიემგზავრება დაწყევლილ მოსკოვში ახალგაზრდა ჟურნალისტ გოგონებთან ერთად. იმათთან, რომლებიც ,,ეხო მოსკვიდან” მაუწყებლობენ რუსულ აგრესიასა და ომზე, რომელიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ წამოიწყო და მათ ამის გამო, პასუხს არავინ სთხოვს. ,,აგრესორების” ძახილის გამო, არავინ ესვრის კვერცხებს რომელიღაც გოგონა კოტრიკაძის (ეს ,,თავგაცხელებული” სავარაუდოდ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს გულისხმობს – მ.ს.) სახლს.  პოზნერს კი ესვრიან სასტუმროში, უკვე ჯარიმებიც მოიფიქრეს რაღაცა დარღვევებზე პოზნერისთვისაც, სასტუმროზეც, რომელშიც იგი დაემალა მისი ლინჩის წესით დასჯის მოსურნე ბრბოს. მშვენიერი სურათია ხომ? რა თქმა უნდა, თუმცა რამდენადმე პრიმიტიულია, როგორც ნიკო ფიროსმანიშვილის სურათები, მაგრამ მათ შეიძლება დაუსრულებლად უყურო.

  ამ სასტუმროში კიდევ რამდენიმე მოსკოველი მედიამოღვაწე უნდა გაგზავნო, დაწყებული ბენედიქტოვიდან, რომ მსხდარიყვნენ ,,აქტივისტების” მიერ ნასროლი ლაყე კვერცხების სეტყვის ქვეშ, რომლებიც როგორც გაირკვა იმ სააკაშვილის წარმომადგენლები იყვნენ, რომელსაც ეს ,,მოღვაწეები” რუსეთში თავისუფლების შუქურად და ფერადი რევოლუციის შემოქმედის ეტალონად წარმოგვიდგენდნენ. მათი თბილისში ,,მგზავრობა” იმისთვის იყო საჭირო, რომ გამომუშავებულიყო უპირობო რეფლექსი – შენს ნათქვამზე პასუხი უნდა აგო. რუსეთში რატომღაც მიღებულია, რომ ნებისმიერი სიბინძურე, რომელსაც რუსეთის მედიასაშუალებები საკუთარ ხალხს თავზე ასხამენ, უნდა აიტანო. იგივე პოზნერი ყოველ ჯერზე ტუჩაბზუებით ხაზს უსვამს, რომ საერთოდ არ არის რუსი, ან ფრანგია, ან ამერიკელი და აქ არაფერი აკავებს გარდა უზარმაზარი ხელფასისა, რომელსაც ,,პირველი არხიდან” იღებს. ეს კიდევ მსუბუქი ვარიანტია იმ ,,მონოლითური” ამპარტავნობისა, რომელსაც ეს ,,კეთილიერსახიანი” ადამიანები თავის გარშემო იშენებენ. რადიოსადგურიდან, რომელიც გაზპრომს ეკუთვნის, შეიძლება ყოველ დღეც კი მოყვე ბუნკერში დამალულ სისხლიან დიქტატორზე, რომელიც საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მიირთმევს მჭლე ოპოზიციონერებს. შეიძლება ილაპარაკო მოშთობილ სიტყვის თავისუფლებაზე, ისე, რომ ერთხელაც არ შეგიტოკდეს ძარღვი. შეგიძლია ისიც მოყვე, რომ რუსი ჯარისკაცები უკვე კიევთან იბრძვიან, რათა იძულებით აცრან იქაურები ,,სპუტნიკ V”-ით, რომელიც სინამდვილეში დოქტორმა მენგელემ გამოიგონა 1942 წელს გულაგში და ამისთვის არაფერი მოგივა. განა იმის გამო არ მოუვათ, რომ ლაყე კვერცხები ვერ მიაღწევს ახალ არბატზე მდგომი მაღლივი კორპუსის ფანჯრებამდე, საიდანაც ეღვრება ყველა სიბინძურე და სისულელე თავზე, რუსეთის დაუცველ მოქალაქეებს. უბრალოდ, მათ ხელისუფლება იცავს, რომელსაც ნებისმიერ ბუტმანზე ცოტა უფრო მეტი გაეგება, სიტყვის თავისუფლების შესახებ.

  ისინი დაუსჯელობისგან უფრო და უფრო მეტად შეიშალნენ, ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ შეუძლიათ ნებისმიერზე იყბედონ, რაც მოეხასიათებათ. მთავარია, არ დაამცრონ აუცილებელი ვაქცინაციის მნიშვნელობა ქალაქ ხაიფაში, რის გამოც შეიძლება რეალურად დაზარალდნენ. აი, ამ შეგრძნებებით ისინი უცებ შეეჯახნენ რეალურ ცხოვრებას, შეურაცხყოფილ თბილისში. მადლობა მიშა, მადლობა აქტივისტებო. დიდება თქვენ კვერცხებო. თუ რომელიმე გათავხედებული მედიაპერსონა, რომელიც ოპოზიციას ეკეკლუცება, უცბად დაფიქრდება, რომ სიტყვების გულისთვის, საკუთარი ტყავით უნდა აგოს პასუხი, ,,ბალშაია გრუზინსკაიაზე” კიდევ ერთ ძეგლს დავდგამთ და დემონტაჟს გავუკეთებთ იმ სულელურ ფალოსს, რომელიც იქ დგას”.

იყო თუ არა ფხიზელი ამ სტრიქონების წერისას მადამ სიმონიანის ,,საჭურველთმტვირთველი” იგორ მალცევი, თუ არ იყო, რა ჰქონდა შესმული, სომხური ,,კახეთი” თუ კონიაკი, ან რას გულისხმობს ,,ბალშაია გრუზინსკაიაზე” მდგომ ფალოსში ეს ,,მრავალფროფილიანი” პერსონა, ვერაფერს მოგახსენებთ.