იწყება მსოფლიოს გადანაწილება გავლენის სფეროებად

წერს ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი ალექსანდრე როჯერსი, რომელიც ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩაფლავებას ეხმაურება.

მოგეხსენებათ, ე.წ. შეთქმულების დაკავების ოპერაცია რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან („ეფესბე“) ერთად ჩატარდა, შეთქმულთა ნაწილი მოსკოვში დააკავეს. იყო ასე ვთქვათ, პირადი, კონსპირაციული შეხვედრები ბელარუსის შეიარაღებული ძალების ოპოზიციურად განწყობილ გენერლებთან. „არსებობს ამ შეხვედრის ფარული კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი, ასევე მათი, ინტერნეტის მეშვეობით მოლაპარაკებების ვიდეო ჩანაწერებიც. ასე რომ, იმის თქმა, არაფერი ყოფილა, ყველაფერი თავად ლუკაშენკომ მოიგონაო, არ გამოვა“, წერს როჯერსი, – არ მოგატყუოთ შეთქმულების უხეშმა გარეგნობამ, ჩლუნგმა გამომეტყეველებამ, უკრაინაში ვინმე იაცენიუკი თუ ლიაშკო უკეთესად არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს“.

ალექსანდრე როჯერსი: „აშკარაა, მათ შორის იმის გამოც, რომ ამ შეთქმულთა ნაწილი მუდმივად ცხოვრობდა აშშ-ში, ბელარუსის შეირაღებული საელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, ამერიკული სპეცსამსახურებთან ერთად აშშ-ის ხელისუფლების ზედა ეშელონებიც მონაწილეობდნენ. ჯერჯერობით მხოლოდ „ირიბი“ ინფორმაცია არსებობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ჯო ბაიდენთან ეს თემაც წამოჭრა, მაგრამ ამ უკანასკნელმა პასუხს თავი აარიდა. ზოგიერთი „გულჩვილი“ კომენტატორი ტახტზე წამოწოლილი ცდილობს ისტერიკაში „ჩავარდნილმა“ მოგვითხროს, რომ თურმე რუსეთ-ბელარუსის სპეცსამხურებმა მხოლოდ აისბერგის მწვერვალი, ხილული ნაწილი გაანადგურეს, თორემ ქვედა სტრუქტურები ადგილზე დარჩა „გაყინულ“ მდგომარეობაში და ხელახლა იქნებიან გამოყენებული… არ არის საჭირო ასეთი განცდები, მუწუკს შეუძლია ძალიან უხერხულ ადგილზეც ამოვიდეს. თუკი „მწვერვალი“ გააუვნებელეს, ქვედა „უჯრებისთვის კისრის მოგრეხა ბევრად ადვილი იქნება. შეთქმულთა ლიდრების ამერიკიდან გამოტყუება, მით უმეტეს რუსეთში შემოტყუება, სადაც ისინი ჩვენი იურისდიქციაში აღმოჩნდნენ – ეს საერთოდ, უმაღლესი დონის პროფესიონალიზმია. მით უმეტეს, რომ უკვე გაკეთდა განცხადება, რომ იარაღის რამდენიმე სამალავია აღმოჩენილი. საერთოდაც, არ არის საჭირო, პროფესიონალებისთვის იდიოტური რჩევებით ხელის შეშლა.

ამ მოვლენებისა და რუსეთის პრემიერის მიშუსტინის განცხადების ფონზე, რომ მოხდება რუსეთისა და ბელარუსის საგადასახადო და სხვა რიგი სისტემების უნიფიკაცია, ასევე ალექსანდრე ლუკაშენკოს ბოლოდროინდელი განცხადებაზე, პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტთან დაკავშირებით, რომელიც აზრს უკარგავს მისი დამხობის მცდელობას, ადასტურებს ჩემს ადრე გაკეთებულ განცხადებას, რომ ლუკაშენკო მოკავშირე სახელმწიფოსთან ინტეგრაციის განსაზღვრულ დერეფანში შეყავთ. რაც შეეხება დასავლეთს, ის თავისი ქმედებებით სხვა გამოსავალს არ ტოვებს, ხელს უწყობს ამ ორი ქვეყნის გაერთიანებას“.