რუსეთიდან ამერიკის ელჩს აძევებენ

აშშ-ის ელჩს ჯონ სალივანს მოსკოვში რეკომენდაცია მისცეს, კონსულტაციების გასავლელად „სახლში“ დაბრუნდეს, ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც ირკვევა მისტერ სალივანს უარი უთქვამს „სახლში“ დაბრუნებაზე. ლავროვის თქმით, აშშ-ის ელჩისთვის კარისკენ მითითება, ერთ-ერთი საპასუხო ღონისძიებაა, ამერიკის მხრიდან დაწესებულ ახალ სანქციებზე. რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი კონტრაქცია გახლავთ, ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის რუსეთისა და მესამე ქვეყნების მოქალაქეთა სამუშაოდ მიღების აკრძალვა. ასევე იკრძალება რუსეთში მყოფ ამერიკის საელჩოში, თანამშრომელთა მოკლევადიანი, უკონტროლო მიმოსვლები. რუსეთიდან ათ ამერიკელ დიპლომატს ხომ გააძევებენ და დამატებით რუსეთში აღარ შემოუშვებენ აშშ-ის რვა მაღალჩინოსანს.

აშშ-ის ელჩისთვის „სახლში“ დაბრუნების მითითება, რეალურად იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლება მას ქვეყნიდან აძევებს. „იური უშაკოვმა რეკომენდაცია მისცა ჯონ სალივანს, რომ ისიც დაბრუნდეს ვაშინგტონში, გაიაროს სერიოზული, სრული კონსულტაციები“, განაცხადა ლავროვმა. პერსონა ნონ გრატად გამოცხადებისგან განსხვავებით, ასეთი შუალედური ფორმა ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ, დიპმისიის ხელმძღვანელს შეუძლია ამ დემარშის მიმღებ ქვეყანაში დაბრუნდეს. 1952 წელს, საბჭოთა კავშირს პერსონა ნონ გრატად გამოუცადებია აშშ-ის ელჩი ჯორჯ ქენანი. ჟურნალისტის განცხადებით, 1961 წლის ვენის კონვენციაში „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“, საერთოდ არ არსებობს ოფცია – ელჩი კონსულტაციებზე გააგზავნო. მეორე – მოსკოვი უშვებს პროცედურას, რომელიც წყვეტს რუსეთში მყოფი ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის მხრდან, რუსეთისა და მესამე ქვეყნების მოქალაქეების დაქირავების პრაქტიკას. მესამე, ვეღარ ჩამოვლენ უკონტროლო მოკლევადიანი ე.წ. მივლინებებით რუსეთში მდებარე აშშ-ის საელჩოში თანამშრომლები. მეოთხე, რუსეთიდან აძევებენ ათ ამერიკელ დიპლომატს, ვაშინგტონიდან გამოძევებული ათი რუსი დიპლომატის საპირწონედ. ლავროვმა ის მინიშნებაც გააკეთა, რომ თუკი აშშ-ი გააგრძელებს სანქციების დაწესებას, გაძევებულ ამერიკელთა რიცხვი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

15 აპრილს, როგორც იქნა გვაღირსა აშშ-ის ხელისუფლებამ უსასრულო დამუშავებაში მყოფი პასუხი შემდეგთან დაკავშირებითო – როგორ ვაშინგტონში ამტკიცებენ, რუსეთის მავნებლური აქტივობა, განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მოსკოვის ქმედებების გამო, ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. მან რუსეთს ახალი სანქციებიც დაუწესა „ამერიკის არჩევნებშიჩარევისა“ და „დეზინფორმაციული საქმიანობის“ გამო. ამ შეზღუდვებში მოყვა 32 ფიზიკური და იურიდიული პირი, „რუსული სპეცსამსახურებისთვის მხარდაჭერის“ გამო, ექვსი ტექნოლოგიური კომპანია. 16 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ჩაატარა ოპერატიული თათბირი, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან. სწორედ ამ თათბირზე იმსჯელეს მოსკოვის პასუხზე, ახალი ამერიკული სანქციების მიმართ.

რუსული პრესის მიხედვით მოამზადა მანანა სუხიშვილმა.