- სერგეი შოიგუმ, მართალია, წყნარი ტონით, მაგრამ მკაცრი გაფრთხილება მისცა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, თურქეთის ლიდერ რეჯებ ტაიპ ერდოღანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის. მინისტრის განცხადებით, რუსეთი იძულებულია, გააძლიეროს სამხრეთის სამხედრო ოლქის საომარი შესაძლებლობები, რაც გამოწვეული ყოფილა ერთის მხრივ, აშშ-ისა და ნატოს პროვოკაციებით საჰაერო სივრცესა და შავი ზღვის აკვატორიაში. ასევე პასუხად დაძაბულობის ზრდისა უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის და ამიერკავკასიის ქვეყნების მხრიდან. აღნიშნულის შესახებ, შოიგუმ უწყების კოლეგიის თათბირზე ისაუბრა. სამხედრო-პოლიტიკური ვითარება, რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის სტრატეგიულ მიმართულებაზე, კვლავ რთულია, რაც დიდად არის დაკავშირებული უცხოეთის რიგი ქვენების ხელმძღვანელობების მცდელობაზე, რომ გაზარდონ თავიანთი საბრძოლო ჩართულობა, რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ინარჩუნებს დესტრუქციულ კურსს, რომელიც დონბასში დესტაბილიზაციისკენ ისწრაფვის. აშშ-ი და ნატო აგრძელებენ პროვოკაციულ მოქმედებებს შავი ზღვის აკვატორიასა და საჰაერო სივრცეში, არასტაბილური ვითარება შეინიშნება ახლო აღმოსავლეთსა და ამიერკავკასიის რიგ ქვეყნებში.
„ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მცდელობები, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ვითარების ნორმალიზებას, გვაიძულებს სტრატეგიული შეკავებისთვის მივიღოთ სიმეტრიული ზომები, გავზარდოთ სამხრეთის სამხედრო საომარი შესაძლებლობები“, განაცხადა სერგეი შოიგუმ.