40-წლიანი აკრძალვა, ნავალნის უცხოელ მხარდამჭერებს

„ნავალნიკოების“ აქციამ, უცხოელებს რუსეთისკენ გზა მოუჭრა, წერს რუსული პრესა.

რუსეთის შს სამინისტრომ, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომელთაც არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მიიღეს  მონაწილეობა. ისინი 40 წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას. აკრძალვა 120 უცხოელს შეეხო, რომლებიც მოსკოვში გამართულ ასე ვთქვათ, ხელისუფლებასთან შეუთანხმებელ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. ეს განცხადება, რუსეთის შსს-ს მიგრაციული საკითხების მთავარი სამმართველოს უფროსმა დიმიტრი სერგიენკომ გააკეთა, თუმცა ზუსტად რომელ აქციებში მიიღეს მონაწილეობა ამ უცხოელებმა, არ დაუკონკრეტებიათ. ხსენებული საპროტესტო აქციები, რუსეთში 21 აპრილს, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გაიმართა, რომელიც სასჯელს პოკროვში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის. პატიმარი ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუარესებაზე საუბრობდა და მოითხოვდა ექიმები შეეშვათ მასთან. ამჟამად იგი ციხის საავადმყოფოში იმყოფება.