ტანკებით მოგართვათ, თუ „ისკანდერებით“?!

რუსებს ჩეხეთის ახალ თავხედურ განცხადებაზე საპასუხოდ, რევერანსები არ მოუშველიებიათ, უბრალოდ დაზუსტება მოითხოვეს, „კომპენსაცია“ ტანკებით გნებავთ მიიღოთ, თუ „ისკანდერებითო“. თავხედობაში გულისხმობენ, პრაღის მხრიდან ახალ რუსოფობიურ გამოსვლას. ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატებმა ხელისუფლებისგან მოითხოვეს, შეზღუდოს ჩეხეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა, ხოლო მოსკოვისგან კომპენსაციის გადახდა იმ ზარალისთვის, რაც თითქოსდა რუსეთმა მიაყენა მათ 2014 წელს, ჩეხეთის სოფელ ვრებტიცაში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქებით. ამის პარალელურად, ჩეხეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა იან ჰამაჩეკმა განაცხადა, რომ ჩეხეთის სპეცსამსახურებმა, უშიშროების სფეროში რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურების პრაღული რეზიდენტურა, დამანგრეველ მარცხამდე მიიყვანა.

რუსული სოციალური ქსელის მომხმარებლემა, რომლებიც ძალიან დაღალა დაუსრულებელმა რუსოფობიურმა თავდასხმებმა მათ ქვეყანაზე, უცერემონიოდ უპასუხეს ჩეხეთს, კომპენსაცია როგორ გამოგიგზავნოთ, ტანკებზე დატვირთული თუ „ისკანდერების“ სახითო. „აქ რაღა უნდა თქვა… შორიდან რომ შეხედავ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ღმერთმა კაცობრიობას ჭკუა წაართვა და თვითგანადგურების გზაზე შეაყენა“, წერს ერთი. „ჩეხებს ეტყობა რაღაც არაძმურმა უკბინათ, თორემ საიდან ამდენი უაზრობა. აი, რას ნიშნავს, ქვეყანაში უკრაინელ გასტარბაიტერებს რომ შეუშვებ – ისინიც დაინფიცირდნენ. ტრადიციულად კი, მკვდარი ვირის ყურები მაგათ და არა რაიმე სახის კომპენსაცია, გამოგონილ ტერაქტზე“, აცხადებს მეორე. „საბოლოოდ გადაირივნენ, სად არის მტკიცებულება?…“, კითხულობს სხვა.