ამერიკელმა ექს-სენატორმა ჰარი რიდმა, რუსეთის პრეზიდენტი ამოუცნობი მფრინავი ობიექტის (ამო) გამოყენებაში დაადანაშაულა. მოგეხსენებათ, ამ ობიექტს ხალხურად „მფრინავი თეფში“ ჰქვია, ასე რომ, პუტინი „თეფშების“ მბრძანებელიც გამოდის. ოღონდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თეფში პირამიდის ფორმის ყოფილა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ამო“ გაგზავნა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სათვალთვალოდ, ამტკიცებს ყოფილი სენატორი. „აქ რომ რუსეთია გარეული, არავითარი ეჭვი არ არსებობს. პირამიდის ფორმის ობიექტის უკან, რომელიც ამერიკულ ხომალდებს თავს დასტრიალებდა, სხვა არავინ მდგარა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი“, ამ განცხადებით გამოვიდა ყოფილი სენატორი რიდიო, გვამცნო ბრიტანულმა გამოცემა „დეილი სტარმა“. საუბარი შეეხება 201 წლის ივლისში გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს პირამიდის თუ სამკუთხედის ფორმის მანათობელი ობიექტი. ის ამერიკული სწრაფმავალი, საბრძოლო ხომალდ „რასელის“ თავზე დალივლივებდა. პენტაგონმა დაადასტურა ვიდეოჩანაწერის ნამდვილობა. „ყოველთვის გახსოვდეთ. რუსეთს, საბჭოთა კავშირს მართავს ადამიანი, რომელიც მართავდა კაგებეს, ციტირებს გაზეთი ყოფილ სენატორს და თავის მხრივ იხსენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი 16 წელი მსახურობდა კაგებეს საგარეო დაზვერვის ოფიცრის რანგში. იგი 1991 წელს გავიდა თადარიგში, რათა პოლიტიკაში ჩართულიყო. ყოფილმა სენატორმა ჰარი რიდმა მას შემდეგ გააკეთა განცხადება, რაც აშშ-ის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა ისაუბრა, რომ ამოუცნობმა ობიექტმა მწყობრიდან გამოიყვანა აშშ-ის ბირთვული შეიარაღების ინფრასტრუქტურა.