სტალინი და ბერია დღემდე გვიცავენ

აცხადებს ცნობილი რუსი მსახიობი იური ნაზაროვი, რომელიც 5 მაისს 84 წლის გახდა.

გთავაზობთ ამონარიდს მისი საგაზეთო ინტერვიუდან.

  ჟურნალისტი მადლობას უხდის მსახიობს, როგორც მის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული როლების („მისი უდიდებულესობის ადიუტანტი“, „ლაბირინთის შესასვლელი“, „პატარა ვერა“, ორმაგი გასწრება“, „ოქროს ღუზის“ ბარმენი“ და ა.შ.), ასევე მისი სამოქალაქო პოზიციის გამო, რომელსაც არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევს. იური ნაზაროვი არტისტთა იმ უმცირესობას მიეკუთვნება, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არც ლიბერასტებს დანებებია და არც ედარასტებს (აქ თავადაც მიხვდებით, ვისაც გულისმობს ავტორი), ერთგული დარჩა საბჭოთა, მემარცხენე-პატრიოტული იდეალების.

  მსახიობი იხსენებს 1945 წლის 9 მაისს – ქუჩაში მოდის მოხუცი ქალი, ვგონებ მერძევე, ფანჯრიდან ვეძახი, დეიდა, ომი დამთავრდა! იმას კი არ ვამბობდით, გავიმარჯვეთო, არამედ ომი დამთავრდა. კი დამთავრდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა, საჭმელი ისევ არაფერი იყო, სკოლაში საწერად არაფერი გვქონდა, ამოცანებს რაღაც ფარატინა ფურცლებზე ვხსნიდით, მაგრამ იმის შეგრძნებამ, რომ ომი დასრულდა, გულიდან კოშმარი მოხსნა. დამთავრდა ეს საშინელება… სადღაც 3 სექტემბერს, იაპონიასთან ომის გამოცხადება რომ გვაუწყეს, გამასენდა რვა წლის ბიჭის კოშმარი. როგორ, ისევ ომია?! მადლობა ღმერთს, შეშინება ვერ მოვასწარით, კვირანახევარი გრძელდებოდა ეს ომი და ყველაფერი  დამთავრდა… ჟურნალი გამოდიოდა, „ამერიკა“, დიდებული, პრიალა ფურცლებით, შესანიშნავად ნაბეჭდი. ჰოდა, ამ ლამაზ ჟურნალში გამოჩნდა ის „ლამაზი“ ბირთვული „სოკო“, მაგრამ ამერკა ხომ „წმინდანია“, ჩვენ კი – „ბოროტების იმპერია“. ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ცოცხალ ადამიანებზე გამოსცადა ატომური ბომბი, ერთადერთი! ის დღეს „წმინდანია“, ჩვენ კი თურმე მოსანანიებელი გვქონია.

  ჟურნალისტის განცხადებით, თავის დროზე იაპონია აღფრთოვანებული შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას, თუმცა წინასწარვე იყო გაცხადებული, რომ პრეზიდენტის ეს ვიზიტი, არ იყო ბოდიშის მოხდა ხიროსიმაზე. შემთხვევით, იაპონელები იმას ხომ არ ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირმა დაბომბა ხიროსიმა და ნაგასაკიო. რაზეც, ცნობილი მსახიობი ეთანხმება და დასძინა, ამ ამერიკას ჰქონდა განზრახვა, რომ ატომური ბომბების დარტყმით გაენადგურებინა საბჭოთა კავშირის ქალაქები. აი, ესეც „წმიდა წმიდააო“. ჟურნალისტი იხსენებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საროველმა მეცნიერებმა დაიცვეს ლავრენტი ბერია. როდესაც 90-იან წლებში, ზედა ეშელონებიდან წამოვიდა ბრძანება, მათ არ შეასრულეს, არ მოხსნეს მუზეუმის კედლებიდან ბერიას პორტრეტები. ცნობისთვის, საროვი ქალაქია მორდვეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც 1946 წელს განთავსდა მკაცრად გასაიდუმლოებული ობიექტი. აქ ხდებოდა ბირთვული იარაღის დამუშავება-დამზადება, ამიტომ ქალაქმა დახურული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული სახე მიიღო. რაც შეეხება სტალინს, მასთან დაკავშირებით სასტიკი ინფორმაციული ომი, კვლავ გრძელდება.

  ჟურნალისტის კითხვაზე, თუ მისი შეფასებით, ვინ იყო სტალინი? იური ნაზაროვი პასუხობს, რომ სტალინი იყო ქვის კედელი, რომელმაც 1941 წლის 3 ივლისს თქვა – „ჩვენ მართლები ვართ, მტერი განადგურებული იქნება, ჩვენ გავიმარჯვებთ!“. „ეს სიტყვები სტალინმა თქვა, ვიაჩესლავ მოლოტოვმა გაიმეორა. ეს ხომ ასე იყო, და გავიმარჯვეთ, რუსმა ერმა თავიც გადაირჩინა და მსოფლიოც გადაარჩინა. ყველა ჩვენიანი, მათ შორის, თითქოსდა განაწყენებულებიც, მანდელშტამი, ვერტინსკი, ახმატოვა – ყველა აქებდა სტალინს. აღარაფერს ვამბობ, ისაკოვსკიზე, ტვარდოვსკისა და სხვებზე. ეს ხომ ნამდვილად იყო. ახლა ჩვენთან ისე ცრუობენ, როგორც მოეხასიათებათ: ლენინი ჭკუასუსტი ყოფილა, მარქსი იდიოტი, სტალინი კაციჭამია, ბერია ხომ, აღარ ვიცი… სტალინი და ბერია კი, დღემდე გვიცავენ, ატომური ფარი, ეს მათი შექმნილია“, განაცხადა ნაზაროვმა.