არცერთი „კონცლაგერი“ რუსეთის ტერიტორიაზე

რატომ ვერ შეძლეს გერმანელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თუნდაც ერთი საკონცენტრაციო ბანაკის აშენება?

 ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საზოგადო პალატის ხელმძღვანელი ალექსანდრე კაუფმანი, ზოგიერთი ისტორიული ფაქტის მისამართ სამარცხვინო დუმილზე საუბრობს. „როცა რუსეთში არსებული ანტისემიტიზმის შესახებ მოგიყვებიან, გირჩევთ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების რუკას გადახედოთ. მათი უმრავლესობა პოლონეთსა და ბალტიისპირეთში იყო, თითო-თითო ბელორუსიაში, დანიაში, ჩეხეთში, საფრანგეთსა და იუგოსლავიაში… ბევრი იყო დასავლეთ და ცენტრალურ უკრაინაში… და არცერთი არ ყოფილა რუსეთის ტერიტორიაზე. მიზეზის გამოცნობა ადვილია, გერმანელებს სიკვდილის ბანაკების მშენებლობის დროს, დაყრდნობა უწევდათ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერაზე თუ არა, გულგრილობაზე მაინც. მაგალითად, იგივე ინდუსტრიულ დონბასში, სადაც გერმანელებს ყველაზე მეტად ჭირდებოდათ ხსენებული ბანაკების ტუსაღთა მონური შრომა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას, ერთი ბანაკის შექმნაც კი ვერ შეძლეს. და თქვენ საბჭოთა კავშირს განიხილავთ, როგორც ხალხთა ციხეს…“, წერს კაუფმანი.