ისევ სააკაშვილის „გულუხვობის“ შესახებ

ვაგრძელებთ ამ „მაოხრებელი გზირის“ მიერ ერთ ლარად გასხვისებული უძრავი ქონებების ნუსხას. ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე გაჩუქებულ ბინასა და მიწაზე უკვე მოგახსენეთ. ეს წერილი კი, გორს ეხება.

სქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 იანვრის N41 განკარგულება, სახელმწიფო ქონების ფიზიკური პირის ________________ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

ყველაფერი კანონმდებლობით აქვს „გამაგრებული“ პრეზიდენტყოფილს, ჰარი-ჰარალეზე კი არ „უჩუქებია“ ვინმესთვის. განკარგულებაში ვკითხულობთ, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად:

  1. ქ. გორში, რუხაძის  ქ. N_____ საელმწიფო საკუთრებაში არსებული, მე-3 სართულზე მდებარე 54,9 კვ.მ ფართობის ბინა N8 და მასზე წილობრივად დამაგრებული  მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების)) სარეგისტრაციო N________  პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს ფიზიკურ პირს ______________  პ/ნ ___________________ სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად.
  2. საპრივატიზაციო პირობად განისაზღვროს, საპრივატიზაციო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში.
  3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

    განკარგულებას ხელს პრეზიდენტი სააკაშვილი აწერს. იმ პერიოდში ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახლდათ.