როგორ ქმნის სომხური პროპაგანდა პატრიოტებისგან „მოღალატეებს“, ხოლო გამყიდველებისგან „პატრიოტებს“, ამ თემას ფართო პუბლიკაციას უძღვნის რუსული ინტერნეტმედია. მათი განცხადებით, კარგად ინფორმირებულმა მკითხველმა მშვენივრად იცის, რომ რუსეთში მოქმედი საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმი“, რომელსაც მოდესტ კოლეროვი ხელმძღვანელობს, ფაქტობრივად, რუსეთში მოქმედი სომხური ლობის მომსახურე საინფორმაციო რესურსია. ეს უკვე დიდი ხანია სამწუხარო რეალობადაა მიჩნეული, ამიტომაც ამ „რესურსის“ პროსომხურ პუბლიკაციებზე რეაგირებაც არ ღირსო, თუმცა „რეგნუმის“ ერთ-ერთი მუდმივი ავტორის არტაშეს გეღამიანის ბოლო მდარე ხარისხის სტატიას, სრულ შოკად აფასებს რუსი ჟურნალისტი.
ცნობისთვის, არტაშეს გეღამიანი გაპოლიტიკოსებულ-გაჟურნალისტებული ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული გახლავთ. ამ ფოტოზე რუსეთის „მარადმწვანე“ ოპოზიციონერ, რბილად რომ ვთქვათ, ექსცენტრიულ ვლადიმერ ჟირინოვსკისთან ერთად გახლავთ „გამოხატული“. გეღამიანი სომხეთის პარლამენტის წევრი და ერევნის მერიც ყოფილა.
„ახალგამომცხვარი“ ჟურნალისტი გეღამიანი თურმე თავის სტატიაში არცხვენს და ამუნათებს რუსეთის საზოგადოებას, როგორ თუ არ ხართ მადლობელი დუმის დეპუტატ კონსტანტინე ზატულინის, ჟურნალისტიკის „კორიფეების“ ვლადიმერ სოლოვიოვის, მარგარიტა სიმონიანის, ვინმე ტარასოვის, „ექსპერტ-პოლიტილოგების“ სერგეი კურგინიანის და ანდრანიკ მიგრანიანის მადლობლებიო. გეღამიანმა ჩამოთვალა უცხოური ძალების სამსახურში მყოფი, პრაქტიკულად ყველა პროვოკატორი და რუსეთის მოქალაქეებისგან მოითხოვს, რომ მათ თაყვანი ვცეთ და დავაფასოთო. თითქოს ის არ კმაროდეს, ზემოხსენებულნი ურცხვად რომ „წეწავენ“ რუსეთის ბიუჯეტს, იგივე სიმონიანი და ახლა თურმე რუსეთის მოსახლეობამ მათ მადლობაც უნდა უთხრას, სომხეთს ერთგულად რომ ემსახურებიან. ასეთი პრიმიტიული და გამომწვევად თავხედური სტატია, დიდი ხანია არ წაგვიკითხავსო, აღნიშნავს ჟურნალისტი. არტაშეს გეღამიანი „რეგნუმისთვის“ შექმნილ „თხზულებანში“ ასე განსჯის „უმადურებს“, რომ არ შეუძლია არ გაიზიაროს მკითხველების ტკივილი და სირცხვილის გრძნობა, რომელსაც თურმე ერთობლივად განიცდიან „გეღამიანი და კომპანია“ იმ უმადურობის გამო, რასაც ადგილი ჰქონია სომეხი ხალხის რუსეთელი მეგობრების ზატულინის, სოლოვიოვის, ტარასოვის მიმართ. ამ უმადურობის „მსხვერპლნი“ არიან ჩემი თანამემამულეები: სიმონიანი, კურგინიანი, მიგრანიანი და მრავალი სხვა სომხური წარმოშობის რუსეთის მოქალაქეო, „მოთქვამს“ გეღამიანი, – რუსეთის პატრიოტებისთვის, ანუ ხსენებული კონტიგენტისთვის, რომლებსაც კარგად აქვთ გაცნობიერებული უცვლელი ჭეშმარიტება, უდავოა, რომ სომხეთის დაკარგვა, რუსეთს ჩრდილო კავკასიის დაკარგვად შემოუბრუნდებაო.
გეღამიანის მიერ „პატრიოტად“ შერაცხული ზატულინი. მეორე ფოტოზე კი, ჟურნალისტ-„პატრიოტი“ ვალოდია რუდოლფის ძე სოლოვიოვი გახლავთ, რომელიც თავის ყველა სატელევიზიო გადაცემაში, განსაკუთრებულ „სიყვარულს“ უმტკიცებს ზემოჩამოთვლილ სომეხ „კორიფეებს“ და მათ ისტორიულ სამშობლოს. ეს ფოტოები ხსნიან ამ ორის „სიყვარულის“ რეალურ მიზეზებს. თავადაც ხედავთ, რა მოწიწებით ღებულობენ სომხეთის აწ უკვე ექს-პრეზიდენტ სერჟ სარქისიანისგან „მედალ-ტემლაკებს“. საჩუქარი რომ მარტო ამ „ჯინჯილებით“ არ ამოიწურება და დიდი მატერიალური დანამატიც აქვს, ორი აზრი არ არსებობს.
უმჯობესია, გეღამიანი ნუ გაუზიარებს მკითხველთ თავის განსჯა-განხილვებს, რადგან ასეთი ბოდვითი სტატიების კითხვისას, რომელთა „შემოქმედნიც“ სპეციფიური სომეხი ავტორები არიან, რუსეთის საინფორმაციო რესურსებით რომ მაუწყებლობენ, როგორიც „რეგნუმია“, ეს ხალხი მართლაც განიცდის ტკივილსა და სირცხვილს, ოღონდ სხვა მიზეზით. კერძოდ, იმის გამო, როგორ კარგად დაეუფლნენ სომხები, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებითა და აუდიტორიით მანიპულირების „ხელოვნებას“. კოლეროვის „რეგნუმი“, საეჭვო პროფესიონალური დონის სომეხ ჟურნალისტს შესაძლებლობას აძლევს გამოაქვეყნოს ცილისმწამებლური პუბლიკაციები, რომ ტალახში ამოთხვაროს და პირდაპირი მნიშვნელობით, შეურაცხყოს რუსეთში მცხოვრები ის ექსპერტები, რომლებიც არ ემსახურებიან სომხურ ლობის და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომელიც ფრიად აღიზიანებს რუსეთში მოკალათებულ სომხურ რვაფეხასო. ამავდროულად, გეღამიანს სულელური ქებით ლამის ცაში აჰყავს სომხური ქსელის ეს დაქირავებულები და ფიგურანტები, რომლებსაც პარონ არტაშესი სომეხი ხალხის ნაღდ და გამოცდილ რუსეთელ მეგობრებს უწოდებს. ამ შემთხვევაში გეღამიანი მართალია, მაგრამ, როცა იგი ცდილობს, პროვოკატორების ეს მცირე გროვა რუსეთის პატრიოტებად გაასაღოს, ერთმნიშვნელოვნად იწვევს გულისრევის რეფლექსსო. რაც შეეხება გეღამიანის „ბრწყინვალე“ დასკვნას, რომ „სომხეთის დაკარგვა“ რუსეთს ჩრდილო კავკასიის დაკარგვად შემოუბრუნდება, ავტორმა ეს თეზისი ანალიტიკური ქვეტექსტით, სტატიის პაროდიაში ვერ გახსნაო. მისთვის უბრალოდ აუცილებელი გასროლის ეფექტი, ცარიელი ხმა მიმართული რუსეთის იმ მოქალაქეების ცნობიერებისკენ, რომლებიც ნაკლებად ერკვევიან პოლიტიკაში, რომ მათ ცნობიერებაში ჩანერგონ, სომხეთის „ფასეულობა“ რუსეთისთვის. ისე, რა შუაშია აქ სომხეთი და ჩრდილო კავკასია? ეს უკანასკნელი სულ სხვა პარადიგმებში ტრიალებს და ამ მიმართულებით აზერბაიჯანი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, ვიდრე სომხეთიო.
რაც შეეხება სომხეთის „დაკარგვას“, სომხები საკმაო ხანია ჩაიკარგნენ აშშ-ისა და საფრანგეთის „მკლავებში“, ასე რომ აქ უკვე აღარაფერია რუსეთისთვის დასაკარგი. თანაც „პრიზი“ სომხეთის სახით, არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც სომხებს უნდათ წარმოგვიდგინონ. ეს ტვირთი უფროა, რასაც აჩვენებს კიდეც კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და სომხეთის პროვოკაციები „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“, ნატოსა და ეუთოს დონეზე.
რუსული პრესის მიხედვით მოამზადა მანანა სუხიშვილმა