კალაძის კანტორის „გულმოწყალენი“
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე, მოქალაქის მიერ 2-3 დღის წინ გამოქვეყნებული პოსტს წავაწყდი, სადაც ის წერს, რომ შარშან გააფრთხილეს მერიის სამსახურები, რომ წყნეთის გზატკეცილის N22-თან დაწყებული 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობა გამოიწვევდა მეწყერს. უკვე გამოიწვია, მეწყერი ჩამოწვა, მაგრამ მშენებლობა სტახანოვური ტემპებით მიმდინარეობსო (ჯერ ის უნდა გეკითხათ პატივცემულო, საერთოდ თუ იციან ვინ იყო სტახანოვი,