„ბაცკა“ ტერორისტის იარლიყის მიწებებას გადაურჩა

სულ უფრო მეტი ირიბი მტკიცებულება ჩნდება იმისა, რომ სამგზავრო თვითმფრინავთან დაკავშირებული ასე ვთქვათ, კომბინაცია ზუსტად იქ იყო ჩაფიქრებული, საიდანაც მოედინება სანქციების, მუქარისა და წყევლა-კრულვის მღვრიე ნაკადი, წერს რუსული ინტერნეტმედია. თან „ბაცკას“ შეჩვენება იმის გამო კი არ ხდება, რის გამოც ისტერიკებში ვარდებიან ხოლმე, არამედ იმისთვის, რომ ლუკაშენკომ მათ მორიგი სპეცოპერაცია ჩაუშალა, რომლის დასასრულ, ბელორუსიის პრეზიდენტი „სრულფასოვან“ ტერორისტად, ანუ ყოველგავრ შეწყალებას მოკლებულ პერსონად უნდა გადაქცეულიყო. 

მეხსიერებას ვინც უჩივის, ჟურნალისტი მათ ახსენებს, ალექსანდრე ლუკაშენკომ თითქმის ერთი წლის წინ რომ ჩაშალა, უკრაინა-დასავლეთის მიერ საფუძვლიანად დამუშავებული ერთობლივი სპეცოპერაცია „33 გმირი“. ამ მფრინავ „კონტიგენტს“, რომელსაც ყველა გათვლებით კიევში ელოდნენ, ბელორუსიის ტერიტორიაზე „ჩამოახმელეთა“. ჰოდა, მიიღო მფრინავი „გმირები“ და ახლაც უკვე გამოცდილი მეთოდით, ანუ იძულებითი დაშვების გზით „მოხსნეს“ ციდან სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც მინსკიდან სტამბოლში მიფრინავდა. მოკლედ, არ შესრულდა პირველად სურვილი, დაიკარგა დრო, შესაძლებლობები და რაც მთავარია, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული. ეს ისე, სხვათა შორის! მერე რაც მოხდა, ყველას კარგად მოეხსენება, ჩაფლავდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომლის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მონაწილედ, რომა პროტასევიჩი გამოგვეცხადა. ესეც უკვე მეორე უპატიებელი ქმედება ლუკაშენკოს მხრიდან ასეთ მოკლე პერიოდში. და რას ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების ჩაფლავება? იმათ მარცხს, ვისზეც იყო ფსონები დადებული. ე.ი. კვლავ დაიკარგა დრო, საშუალებები და ფული. გკითხავთ, ამის მერე ვის ჭირდება უიღბლონი? აქვე გიპასუხებთ, როგორც წესი, არავის.  ასეა მოწყობილი, რევოლუციური ცხოვრება, იგივე შეეხება პოსტრევოლუციურსაც. 

  ეს ახალგაზრდა რომან პროტასევიჩი გახლავთ, რომელიც რუსი ჟურნალისტის აზრით, ნამდვილად ბრმად გამოიყენეს იმ იდეის „ავტორებმა“, გაუსაპნავი ყულფი ჩამოეცვათ კისერზე „ევროპის უკანასკნელი ტირანისთვის“, ანუ ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის.

მნიშვნელობა არ აქვს მოვლენების ქრონოლოგიას, აბსოლუტურად არავითარი თუ ვინ, როდის და რატომ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს თვითმფრინავი დანაღმული იყო. ახლა ყველა მხარეს დაუსრულებლად შეუძლია ილაპარაკოს ტყუილი. მნიშვნელოვანი ისაა, „ბაცკას“ ის აცნობეს, რაც საჭირო იყო გაეგო, დანარჩენი ტექნიკის საქმეა. ჰო მართლა, სულაც არ იყო საჭირო პრეზიდენტისთვის ეთქვათ, რომ თვითმფრინავში თვით პროტასევიჩი იმყოფებოდა. საკმარისი იყო მხოლოდ სიგნალი დანაღმვის შესახებ, როცა ვილნიუსამდე სულ რამდენი წუთის საფრენი გზაა. აქ უკვე ორმაგი კომბინაცია მოქმედებდა: „ა“ ვარიანტი – ლუკაშენკოს გაეტარებინა თვითმფრინავი თითქოს იცოდა, ან არ იცოდა, რომ მის ბორტზე პროტასევიჩი იყო. „ბ“ ვარიანტი – არ გაეშვა თვითმფრინავი, შემდეგ კი უკვე ფაქტზე აეყვანა პროტასევიჩი. უფრო სასურველი პირველი ვარიანტია და რატომ – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წესდების მიხედვით, ქვეყანა, რომლის საჰაერო სივრცეშიც მიფრინავს თვითმფრინავი, მიიღებს შესაბამის სიგნალს და არ მიიღებს უსაფრთხოების ზომებს ამ თვითმფრინავის ნეიტრალიზაციის მიზნით, იძულებითი დასმამდეც კი და გაუშვებს მას თავისი ტერიტორიიდან, ეს ქმედება ინტერპრირდება, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული. კერძოდ, ეს დანაშაული უთანაბდება ტერორისტებისთვის დახმარება-ხელშეწყობას. ლუკაშენკოს მიმართ წარმოებული დასავლური ზეწოლების ფონზე, იგი ერთმნიშვნელოვნად გახდებოდა ტერორიზმის ბრალდების ადრესატი და ვეღარასდროს ჩამოირეცხავდა ამ ლაქას. 

ახლა კი რა დარჩა, უაზრო, უგუნური ისტერიკები იმის მცდელობით, რომ „დამნაშავედ“ გამოაცხადონ ბელორუსიის პრეზიდენტი იმის გამო, რომ იგი საერთაშორისო წესების მიხედვით მოქმედებდა. ასევე, როგორც ტორტის თავზე დადებული ალუბალი, პროტასევიჩი. მაგრამ მხოლოდ „ალუბალი“ მორიგი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ფონზე, ხელში ჩაეგდოთ მთელი ქვეყანა, რომელიც ახლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რუსეთის წიაღში ეშვება. ძალიან ნაცნობია – სჯობს რაღაც მაინც, ვიდრე სულ არაფერი.

საქმე იმაშია, რომ ბელორუსიის ცაში ისევ დაფრინავენ ავიალაინერები, რომელთა რაოდენობაც ბრიუსელის მრისხანე რეკომენდაციებიდან ერთ კვირაში, რატომღაც სტაბილურად უფრო მეტია, ვიდრე „ცე ეუროპას“ თავზე. ამ უკანასკნელში უკრაინა იგულისხმება, რომელსაც ისევ გულმოდგინედ უვლიან გვერდს, ყველა მხრიდანო. რაც შეეხება ბელორუსიის საჰაერო სივრცეს, მას რუსეთის რეისების გარდა, სხვა მრავალიც სერავსო.

რუსული მედიის მიხედვით მოამზადა მანანა სუხიშვილმა