ჰილარი კლინტონი პუტინის შესახებ

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტობის ექს-კანდიდატმა ჰილარი კლინტონი, ჟენევის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის საქციელს აფასებს.

მან MSNBC-სთან ინტერვიუში, რუსეთის ლიდერის თავის ამერიკელ კოლეგასთან ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს მოქმედებაზეც გააკეთა კომენტარი. „პუტინი დიდი გამანადგურებელია, მას აქვს მკაფიო მისია – ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას, პირველ რიგში კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ჩვენ ვიმყოფებით ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის ბრძოლაში“, განაცხადა ქალბატონმა კლინტონმა.

ყოფილი პირველი ლედის თქმით, პუტინის სტრატეგია, ბოლო ოთხი წლის მანძილზე მოიცავს ამერიკაზე დაკვირვებასა და დაცინვას, ამიტომ აუცილებელია ამას ბოლო მოეღოსო. მისი აზრით, მოლაპარაკებების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებები, ყოველთვის არ ნიშნავს რეალურ მიღწევებს. კლინტონმა მიანიშნა პუტინთან ყოველთვის რთულია დიალოგი. „იმ დროსაც კი, როდესაც პუტინს რაღაცა საკითხზე მოელაპარაკები, რომელზეც ფიქრობ, რომ ის ამერიკის ინტერესებს პასუხობს, რუსეთის პრეზიდენტი აგრძელებს ძირის გამოთხრას და ცდილობს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაგვირთულოს ცხოვრება“, განმარტა ჰილარი კლინტონმა. მან თავისი წარსული სახელმწიფო მოღვაწეობის პერიოდში მომხდარიც გაიხსენა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 45 წუთით დაიგვიანა აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტთან, ბარაქ ობამასთან შეხვედრაზე. ეს შეხვედრა მექსიკაში, „დიდი ოცეულის“ საიტის ფარგლებში გაიმართა. კლინტონი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ლიდერი მაშინ განზრახ ცდილობდა სიტუაციის მართვის ხელში აღებას. პუტინს ახლა ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდაო, ხაზგასმით აღუნიშნავს ბილ კლინტონის თანამეცხედრეს.

რუსული ინტერნეტმედიის მიხედვით მოამზადა მანანა სუხიშვილმა